ფრანგული კლასიკო კვირას დიდ დაძაბულობას გვპირდება. ლიგა 1-ის 26-ე ტურში ჩემპიონთა ლიგის მეოხედფინალში ბრწყინვალედ გასული „პარი სენ ჟერმენი’’ „მარსელს’’ მასპინძლობს. საფრანგეთის სიდიდით მეორე ქალაქის გუნდს დედაქალაქის დასალაშქრად ადრიან რაბიო მოუძღვება.
2023 წელს „პარკ დე პრენსზე’’ „მარსელის’’ ფეხბურთელებს პარიზელი მაყურებელი ტრიბუნებიდან შეურაცხყოფას აყენებდა. Free Ligue 1-ის კამერებმა გადაიღო, თუ როგორ ყვიროდნენ პსჟ-ს გულშემატკივრები: „მარსელელებო, წადით, საკუთარი დედები იხმარეთ’’.
იმ შეხვედრის შემდეგ ქვეყნის სპორტის სამინისტრომ უხვად გასცა სანქციები. მინისტრმა ამელი ოდეა-კასტერამ კი თქვა: „ასეთი ჰომოფობიური შეძახილებისთვის წაყრუება წარმოუდგენელია’’.
მარსელელთა ზიზღის შემცველი შეძახილები და სიმღერები ისმოდა „პარკ დე პრენსზე’’ ოქტომბერშიც, რის გამოც სტადიონის დინამიკებში ორჯერ გაისმა გაჩუმებისკენ მოწოდება. ახლა პსჟ-მ გადაწყვიტა ხელთ იპყროს ინიციატივა და წამოიწყოს კამპანია „გულშემატკივრებო, მოდი ვუგულშემატკივროთ’’ და X პლატფორმაზე გაავრცელა იგი. იქ ისმის სიტყვები: „როდესაც გულშემატკივარი ხარ, მხარი დაუჭირე, წაახალისე, ოღონდ შეურაცხყოფის გარეშე, გამონაკლისების გარეშე, სტიგმატიზაციის გარეშე’’.
კლუბმა აგრეთვე გაავრცელა მიმართვა, რომ მოსალოდნელია ვნებათაღელვით აღსავსე მატჩი, მაგრამ „პარი სენ ჟერმენი’’ არის კლუბი, რომელიც როგორც მოედანზე ასევე მის გარეთ კოლექტიურ ბრწყინვალებას აღწევს და გულშემატკივრებმაც ტრიბუნები თავისი გუნდის მხარდაჭერით უნდა შეაზანზარონ. „შეურაცხყოფას და დისკრიმინაციას ჩვენს სტადიონზე ადგილი არ უნდა ჰქონდეს’’, – წერია მიმართვაში.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები16/07/2026 | 09:25ინგლისელი ვეტერანები ტუხელის წინააღმდეგ
მთავარი ამბავი16/07/2026 | 07:53მესი ფინალშია!
მთავარი ამბავი15/07/2026 | 10:32ლუის დე ლა ფუნტე: ფინალიც სიამოვნებისთვის არსებობს
სიახლეები15/07/2026 | 08:52დეშამი: მარცხი უპირველეს ყოვლისა ჩვენი ბრალია და მხოლოდ შემდეგ მეტოქის
