თვე: თებერვალი 2025

Home 2025 თებერვალი
დეშამი დემბელეს ცენტრფორვარდად ვერ ხედავს
ჩანაწერი

დეშამი დემბელეს ცენტრფორვარდად ვერ ხედავს

ბოლო პერიოდში „პარი სენ ჟერმენის’’ 9 ნომერი ოსმან დემბელე გახდა. მან ახალ პოზიციაზე ფეხი მყარად მოიკიდა, გოლები გაიტანა. ზედიზედ ორჯერ, „შტუტგარტთან’’ ჩემპიონთა ლიგასა (4:1) და „ბრესტთან’’ ლიგა 1-ში დემბელემ ჰეთ-თრიქი შეასრულა. რაც 2025 წელი დაიწყო, მასზე მეტი ევროპის ლიგებში ვერავინ გაიტანა, მაგრამ საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელისთვის დიდიე დეშამისთვის ეს არგუმენტი არ არის. ის დემბელეს ცენტრალურ თავდამსხმელად...

დეკანოსიძე სვანაძის შტაბში…
ჩანაწერი

დეკანოსიძე სვანაძის შტაბში…

გიორგი დეკანოსიძე, რომელიც 10 წელიწადზე მეტია აქტიურ სამწვრთნელო საქმიანობას ეწევა, მომავალი ევროპის ჩემპიონატისთვის რამაზ სვანაძის სამწვრთნელო შტაბს შეუერთდება და მწვრთნელის ერთ-ერთ ასისტენტად იმუშავებს. გიორგი დეკანოსიძე: „მიხარია, რომ იმ გუნდის წევრი გავხდი, რომელიც ზაფხულში ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. მინდა, ნდობისთვის მადლობა გადავუხადო ნაკრების მთავარ მწვრთნელს, რამაზ სვანაძეს და ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობას. იმედი მაქვს, გუნდს დასახული მიზნების მიღწევაში...

21-წლამდე ნაკრები თურქეთში
ჩანაწერი

21-წლამდე ნაკრები თურქეთში

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები სლოვაკეთში გასამართავი ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას მარტში დაიწყებს და 17-დან 25 მარტის ჩათვლით მოსამზადებელ შეკრებას თურქეთში გაივლის. რამაზ სვანაძის გუნდი ანტალიაში ორ ამხანაგურ მატჩსაც გამართავს – პირველი მეტოქე ფინეთის 21-წლამდელთა ნაკრები იქნება, მეორის ვინაობა კი მოგვიანებით გახდება ცნობილი. ევროპის ჩემპიონატზე 21-წლამდე ნაკრები პირველ მატჩს 11 ივნისს, პოლონეთის წინააღმდეგ გამართავს, 14 ივნისს საფრანგეთს შეხვდება,...

გოგლიჩიძის გზა რომში აღარ მიდის
ჩანაწერი

გოგლიჩიძის გზა რომში აღარ მიდის

ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ერთი  დღით ადრე იტალიურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია საბა გოგლიჩის „რომაში“ ტრანსფერის შესახებ, რომლის მიხედვითაც ფეხბურთელი დედაქალაქურ კლუბთან 4-წლიან კონტრაქტს გააფორმებდა, ზაფხულამდე „რომაში“ იჯარით გადავიდოდა, შემდეგ კი რომაელლები მის ტრანსფერს გამოისყიდიდნენ. თითქმის ყველაფერი შეთანხმებული იყო, მაგრამ ბოლო მომენტში ვითარება შეიცვლა, „ნაპოლისთან“ მატჩის (1:1) შემდეგ რომაელთა მწვრთნელმა კლაუდიო რანიერიმ პრესკონფერენციაზე პირდაპირ თქვა, რომ...

მამარდას და ღამურების გამარჯვება
ჩანაწერი

მამარდას და ღამურების გამარჯვება

გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ’’ „სელტას’’ უმასპინძლა და 2:1 მოუგო. 22 ტურის შემდეგ „ღამურებს’’ 19 ქულა აქვთ. ისინი ბოლოსწინა ადგილზე არიან. ერთი პოზიციით ზემოთ მყოფ „ალავესს’’ „ვალენსია’’ 2 ქულით ჩამორჩება. კარლოს კორბერანის გუნდმა წინა შეხვედრა ბარსელონაში 1:7 წააგო. ასეთი ფიასკოს შემდეგ გუნდმა ვიგოელებთან თამაში ფრთხილად დაიწყო, მაგრამ 44-ე წუთზე ლუის რიოხას დარტყმით ანგარიში გახსნა. 65-ე წუთზე სტუმართა...

გოგლიჩიძის უჩვეულო მატჩი
ჩანაწერი

გოგლიჩიძის უჩვეულო მატჩი

საბა გოგლიჩიძის „ემპოლი’’ ტურინში „იუვენტუსთან’’ 61-ე წუთამდე 1:0-ს იგებდა, მაგრამ ბოლო ნახევარ საათში ოთხი გოლი გაუშვა. სამწუხაროდ, სტუმრებმა გოლების გაშვება მას მერე დაიწყეს, რაც მოედანზე ნაცვლად ქართველი მცველი შევიდა. საბას უჩვეულო პოზიციაზე მოუწია თამაშმა – დაშავებული შუა მცველის, ადრიან ისმაილის შეცვლა მოუხდა, თუმცა გავრცელებული აზრით მისი ხელმოცარვა უცხო ამპლუით კი არა, სატრანსფერო ისტორიებით იყო განპირობებული....

გოგას მოხსნები, სანდროს – ქულები
ჩანაწერი

გოგას მოხსნები, სანდროს – ქულები

NBA-ში მორიგი ტურის მატჩები გაიმართა და მოედანზე ორივე ქართველი ვიხილეთ. „ორლანდო მეჯიქმა“ ისევ წააგო – გოგა ბითაძის გუნდი ამჯერად „იუტა ჯაზთან“ (99:113) დამარცხდა. ჩვენებური სასტარტოში თამაშს კი აგრძელებს, მაგრამ პაოლო ბანკეროსა და ფრანც ვაგნერის დაბრუნების შემდეგ დროც ცოტა ეძლევა და კომბინაციებიც ზემოთ ნახსენებ კალათბურთელებზეა გათვლილი. ეს კი ორლანდოელებზე მაინცდამაინც კარგად არ აისახება –  გუნდმა ბოლო...

პრიზი ბრინჯაოთი დავიწყეთ
ჩანაწერი

პრიზი ბრინჯაოთი დავიწყეთ

ძიუდოისტთა გრანდ სლემი პარიზში ბრინჯაოს მედლით დავიწყეთ. ქართულ დელეგაციის ყულაბაში პირველი მედალი ვაჟა მარგველაშვილმა (66 კგ.) ჩააგდო. ჩვენებურმა გამოსვლა მეორე წრიდან დაიწყო და გზიდან ჯერ ფრანგი რომარიკ ბოუდა ჩამოიცილა, შემდეგ კი – აზერბაიჯანელი რაშად იელკიევი; მარგველაშვილს ნახევარფინალში კიდევ ერთი მასპინძელი, დაიკი ბუბა ერგო, ვისთანაც დამატებით დროში დამარცხდა. ქართველმა ძიუდოისტმა ბრინჯაოსთვის ბრძოლაში ნეიტრალთა სახელით მოასპარეზე მურად...

ნეაპოლური მედია ბრესტთან ხვიჩას თამაშის შესახებ
ჩანაწერი

ნეაპოლური მედია ბრესტთან ხვიჩას თამაშის შესახებ

არა და არ ნელდება ხვიჩა კვარაცხელიასადმი ინტერესი ნეაპოლში. დღეს ქართველი გარემარბის ყოფილ გუნდს სტუმრად „რომასთან’’ აქვს მნიშვნელოვანი მატჩი, მაგრამ ადგილობრივი საიტები მაინც პოულობენ დროს რათა მკითხველს ამცნონ, რომ კვარას „ბრესტისა’’ და „პარი სენ ჟერმენის’’ შეხვედრაში დიდებულად არ უთამაშია. ყველა ნეაპოლური პორტალის მიმოხილვას არ ვაპირებთ, მაგრამ ზოგის ნაწერს გაგაცნობთ. calcionapoli24 წერს, რომ ხვიჩამ მოედანზე მხოლოდ 58...

კვარას 58 წუთი
ჩანაწერი

კვარას 58 წუთი

„ბრესტსა’’ და „პარი სენ ჟერმენს’’ შორის გამართული გოლებით უხვი სპექტაკლის ბოლოს ტაბლოზე პარიზელ სტუმართა სასარგებლო ანგარიში 5:2 ეწერა. ხვიჩა კვარაცხელიამ 58 წუთი ითამაშა. შეხვედრის დასაწყისში ერთი ეფექტური პასი შეასრულა და მეტად ხელსაყრელი მომენტიდან გოლი ვერ გაიტანა. Flashscore-მა ქართველს 6.6 ქულა დაუწერა, whoscored-მა – 6.3, ხოლო sofascore-მა 6.0. მატჩის გმირი კი გახდა ოსმან დემბელე, რომელმაც ჰეთ-თრიკი...