„ბარსელონამ’’ სტუმრად 5:0 მოუგო „ვალენსიას’’ და ესპანეთის სამეფო თასის ნახევარფინალში გავიდა. „ბლაუგრანა’’ ყველა შეჯიბრებაში ერთად უკვე 10 მატჩში არ დამარცხებულა ― 8 მოიგო, 2 ფრედ ითამაშა. ამ შეხვედრაში გიორგი მამარდაშვილს მონაწილეობა არ მუღია, „ღამურების’’ კარს სტოლე დიმიტრიევსკი იცავდა. ესპანური მედია წერს, რომ თასის ნახევარფინალში „რეალი’’, „ბარსელონა’’, „ატლეტიკო’’ და „რეალ სოსიედადი’’ 2014 წლის შემდეგ არ შეყრილან....
ლუის ენრიკე: კვარაცხელია ხანგრძლივი პროექტისთვის ჩამოვიყვანეთ
საფრანგეთის თასზე „ლე მანთან’’ 2:0 მოგების შემდეგ, ჩემპიონთა ლიგაში „ბრესტთან’’ შეხვედრის წინ „პარი სენ ჟერმენი’’ საფრანგეთის ჩემპიონატს უბრუნდება: დღეს „პარკ დე პრენსზე’’ პარიზელები „მონაკოს’’ მასპინძლობენ. პსჟ-მ მიმდინარე სეზონში სამთავროს გუნდს უკვე ორჯერ მოუგო: სტუმრად ლიგა 1-ის შეხვედრაში და დოჰაში საფრანგეთის სუპერთასზე. ამჯერად გუნდებს ჩემპიონატის 21-ე ტურის შეხვედრაში უწევთ დაპირისპირება. გუშინ პარიზელთა მწვრთნელმა ლუის ემრიკემ მატჩისწინა...
მეოცე მარცხი
საქართველოს ჩემპიონი თბილისის „დინამო“ წყალბურთელთა ჩემპიონთა ლიგიდან ევრო თასზე გადაერთო და მერვედფინალში იტალიურ „პრო რეკოსთან“ ორრაუნდიან დაპირისპირებაში დამარცხდა. დღეს გამართული თბილისური მატჩიც ზუსტად ისეთივე ანგარიშით დასრულდა, როგორც 25 იანვარს იტალიაში. „პრო რეკომ“ ამჯერადაც 17:5 იმარჯვა. მატჩის ბედი ჯერ კიდევ პირველ ტაიმში გადაწყდა, რომელიც იტალიელებმა 8:1 მოიგეს. შესვენების შემდეგ კი, უპირატესობა უფრო გაზარდეს და „დინამოს“ ზედიზედ...
ჯგუფში გერმანიასთან…
უეფა-ს ოფისში, 21-წლამდე ნაკრებთა 2027 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა. უეფა-ს გადაწყვეტილებით ტურნირს სერბეთი და ალბანეთი ერთობლივად უმასპინძლებენ. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები რეიტინგში მეჩვიდმეტე ადგილზეა და წილისყრისას მეორე კალათაში მოხვდა. ჯგუფი F: გერმანია საქართველო საბერძნეთი ჩრდ. ირლანდია ლატვია მალტა შესარჩევი ტურნირის ჯგუფური ეტაპი 2025 წლის სექტემბერში დაიწყება.
ბენასერი ბოლოს და ბოლოს მარსელში გადავიდა
ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს, საღამოს, „მარსელმა’’ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ „მილანიდან’’ 1 მილიონ დოლარად იჯარით ისმაელ ბენასერი დაიმატა. კონტრაქტში ჩაიწერა, რომ სეზონის ბოლოს ფრანგულ კლუბს ჩამშლელი ნახევარმცველის 12 მილიონ ევროდ გამოსყიდვის უპირატესობა ექნება. გათვალისწინებულია 3 მილიონიანი ბონუსიც. ბენასერი 27 წლისაა. მან 18 და 19-წლამდელებში საფრანგეთის ნაკრებში ითამაშა, თუმცა ეროვნულ გუნდად ისტორიული სამშობლოს ალჟირის ნაკრები აირჩია...
პსჟ-ს ავტობუსმა სასწრაფოს გაჰკრა
ნეაპოლური მედია ხვიჩა კვარაცხელიას პარიზულ ცხოვრებას გულდასმით აკვირდება და წერს, რომ ლე მანში, საფრანგეთის თასის მერვედფინალურ შეხვედრამდე რამდენიმე წუთით ადრე მისი გუნდის „პარი სენ ჟერმენის’’ ავტობუსი „მარი მარვინგტის’’ სახელობის სტადიონზე პარკირებისას სასწრაფო დახმარების მანქანას დაეჯახა. არავინ დაშავებულა. ავტომობილებიც მსუბუქად დაზიანდა. ფეხბურთელები ავტობუსში ცოტა ხნით დააყოვნეს. მათ უმნიშვნელო სტრესი განიცადეს.
ხვიჩას ტრანსფერი სიძვირით მესამე იყო
გავიდა ფეხბურთელების ყიდვა-გაყიდვით დატვირთული იანვარი, სატრანსფერო ბაზარი ზაფხულამდე დაიკეტა. თვალშისაცემი იყო „მანჩესტერ სიტის’’ აქტიურობა. მანჩესტერელებმა ექვსი ფეხბურთელი შეიძინეს და ხუთი გაყიდეს. პასიურად არც იტალიური კლუბები იყვნენ. Calciomercato მაგალითად „მილანის’’ ხუთ შენაძენს იხსენებს (კაილი უოქერი, რიკარდო სოტილი, უორენ ბონდო, ჟოაო ფელიში, სანტიაგო ხიმენესი) და წერს, რომ 23 წლის მექსიკელი თავდამსხმელის ხომენესის ტრანსფერი ათ ყველაზე ძვირ გარიგებათა...
პარიზიენი არ აღფრთოვანდა
ხვიჩა კვარაცხელიას პირველი პარიზული გოლის ლოდინი უფრო დიდხანს გვიწევს, ვიდრე ველოდითო, წერს „პარიზიენი’’ და შეგვახსენებს, რომ ლუის ენრიკემ ქართველი გარემარბი უკვე მესამედ ათამაშა სასტარტო შემადგენლობაში, ის კი დუმს. წუხელ ეს საფრანგეთის თასის მერვედფინალში, სტუმრად „ლე მანთან’’ მოხდა. „პარიზიენი’’ აქვე დასძენს, რომ ამ შეხვედრაში ხვიჩას დიდად ვერც თანაგუნდელებმა შეუწყეს ხელი. გაზეთი იხსენებს 25 იანვარს და კვარაცხელიას...
სპორტული ჟურნალისტთა პრემიები… გილოცავთ!
საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის აღმასკომის გადაწყვეტილებით, ასოციაციის ყოველწლიური სახელობითი პრემიები 2024 წელს მიენიჭათ: მიხეილ კაკაბაძის პრემია – კობა ინასარიძეს და მამუკა კვარაცხელიას, სპორტულ ჟურნალისტიკაში ხანგრძლივი და ნაყოფიერი მოღვაწეობისთვის. ნოდარ გუგუშვილის პრემია – არჩილ გოგელიას, სპორტულ პუბლიცისტიკაში განსაკუთრებული ღვაწლისთვის. კოტე მახარაძის პრემია – საზოგადოებრივი მაუწყებლის სპორტულ კომენტატორს გიორგი თვალაბეიშვილს. ეროსი მანჯგალაძის პრემია – ტელეკომპანია პირველის სპორტული გადაცემის...
ნაპოლის ზამთრის სრული ნავაჭრი
ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილი გუნდისთვის „ნაპოლისთვის’’ ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა ხუთი შენაძენით და არაერთი ფეხბურთელის გაყიდვით დასრულდა. ყველაზე მსხვილი ოპერაცია რასაკვირველია ქართველი გარემარბის „პარი სენ ჟერმენში’’ 70 მილიონ ევროდ გაშვება იყო. „ნაპოლიმ’’ „მილანისგან’’ 15 მილიონ ევროდ იყიდა შვეიცარიელი მარცხენა გარემარბი ნოა ოკაფორი, 1 მილიონად „ლეჩესგან’’ შეიძინა ცენტრალური ნახევარმცველი ლუის სორა, „კალიარისგან’’ 2 მილიონად გადაიბირა მეკარე სიმონე შუფეტი...









