თვე: თებერვალი 2025

Home 2025 თებერვალი
დიაკაბი გაგიჟდა, მამარდამ კარგად ითამაშა
ჩანაწერი

დიაკაბი გაგიჟდა, მამარდამ კარგად ითამაშა

გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ’’ „ლეგანესს’’ შინ 2:0 მოუგო. შეხვედრის მთავარი ამბავი ის იყო, რომ მეორე გოლი უმძიმესი ტრავმის შემდეგ მოედანზე თითქმის ერთი წლის შემდეგ დაბრუნებულმა მუკტარ დიაკაბიმ გაიტანა და სიხარული თავაშვებით გამოხატა. სტატისტიკოსები ამბობენ, რომ ეს გახლდათ „ღამურების’’ პირველი გამარჯვება „ლეგანესთან’’ ბოლო ექვს შეხვედრაში. კარლოს კორბერანის გუნდი 23 ტურის შემდეგ 22 ქულით მე-18 ადგილზეა. ეს გასავარდნთა...

ჟორჟმა წერტილი დაუსვა!
ჩანაწერი

ჟორჟმა წერტილი დაუსვა!

„ლიონის’’ ახალ მწვრთნელს პაულუ ფონსეკას საოცნებო საღამო ჰქონდა: „მონაკომ’’, „ლილმა’’ და „ლანსმა’’ წააგეს, მისმა გუნდმა კი „რეიმსს’’ 4:0 მოუგო. ეს გახლდათ ჟორჟ მიქაუტაძისა და მისი მეგობრების მეორე გამარჯვება 2025 წელს. ახლა „ლიონს’’ ცხრილში მეექვსე პოზიცია უკავია, მოგებათა გრაფაში 6 უწერია და მესამე(!) ადგილზე მყოფ „ნიცას’’ მხოლოდ 4 ქულით ჩამორჩება. ერთი სიტყვით, აუტსაიდერ „მონპელიესთან’’ სტუმრობის წინ...

მიქაუტაძის 90 წუთი და გოლი…
ჩანაწერი

მიქაუტაძის 90 წუთი და გოლი…

საფრანგეთის ჩემპიონატის 21-ე ტურის შეხვედრაში „ლიონმა“ „რეიმსს“ უმასპინძლა და 4:0 დაამარცხა. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე ძირითად შემადგენლობაში იყო, 90 წუთი ითამაშა, არბიტრის მიერ დამატებულ ბოლო წუთზე მეოთხე გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.  

ასეთი გოლებისთვის იყიდა კვარა პსჟ-მ
ჩანაწერი

ასეთი გოლებისთვის იყიდა კვარა პსჟ-მ

პროფესიული ფეხბურთის სამყარო დაუნდობელია. ფრანგული foot01 წერს, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ეს რომც არ სცოდნოდა, „პარი სენ ჟერმენში’’ გადასვლის შემდეგ გაიგებდა. ორი-სამი თამაში საკმარისი გამოდგა იმისთვის, რომ საფრანგეთში წუწუნი დაეწყოთ, ნასერ ალ-ხელაიფი და ლუის კამპოსი შეცდნენ, 70 მილიონი გადაყარეს, „ნაპოლიდან’’ ქართველი წამოსაყვანი არ იყოო. ჩასაფრებული ადამიანები ამბობდნენ, რომ ლუის ენრიკეს მიერ მოწონებული ფეხბურთელის ტრანსფერი შეცდომა გამოდგა,...

გოგლიჩიძეს თამაშში მოულოდნელად მოუხდა ჩართვა
ჩანაწერი

გოგლიჩიძეს თამაშში მოულოდნელად მოუხდა ჩართვა

საბა გოგლიჩიძის „ემპოლი’’ შინ „მილანთან’’ 0:2 დამარცხდა. უკვე ცხრა შეხვედრაა, რაც რობერტო დ’ავერსას გუნდი ვერ იგებს. ეს გახლდათ მატჩი, რომელშიც ორივე მეტოქე მოედანზე ათი კაცით დარჩა. ჯერ მეორე ყვითლისთვის მილანელი ფიკაიო ტომორი გააგდეს, შემდეგ კი ლუკა მარიანუჩის მეტოქესთან ძიძგილაობაში მსაჯმა ემპოლელის მხრიდან არასპორტული საქციელი დაინახა. მატჩის შემდეგ დ’ავერსამ DAZN-ის კორესპონდენტს უთხრა: „ჩვენ დიდებულად ვითამაშეთ, მაგრამ...

ექვსი ლელო და მიღწეული მიზანი
ჩანაწერი

ექვსი ლელო და მიღწეული მიზანი

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა „რაგბი ევროპის“ 2025 წლის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე მატჩიც მოიგო და გარდა იმისა, რომ ხსენებული ტურნირის ნახევარფინალში ვადამდე ადრე გავიდა, ამასთან მსოფლიოს 2027 წლის თასის საგზურიც მოიპოვა. „ავჭალაზე“ ბორჯღალოსნებმა ნიდერლანდების ნაკრებს 40:7 სძლიეს. არადა, როცა ანგარიში 40:0 იყო, ქართველებმა კიდევ ორი ლელო გაიტანეს, რომელთაგან მეორე გარდასახეს კიდეც, თუმცა ვიდეორეფერის ჩარევის შედეგად...

კვარას შეეძლო ნაპოლი ხახამშრალი დაეტოვებინა
ჩანაწერი

კვარას შეეძლო ნაპოლი ხახამშრალი დაეტოვებინა

იტალიელმა სპორტულმა დირექტორმა ენრიკო ფედელემ ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიდან’’ „პარი სენ ჟერმენში’’ გადასვლის შესახებ ინტერვიუ მისცა გაზეთ „ილ რომას’’, სადაც ალბათ ბევრი ნეაპოლელი ქომაგისთვის უსიამოვნო რამ თქვა: „ნაპოლი’’ კვარას მადლობას უნდა უხდიდეს. „კლუბის ღალატის ნაცვლად მე ფეხბურთელის დიდსულოვნებაზე ვილაპარაკებდი. ნუ გაგიკვირდებათ. ნუ გააკეთებთ დასკვნებს როდესაც ფაქტები და განსაკუთრებით სპორტის მარეგულირებელი კანონები არ იცით. ამ ბიჭმა თავი...

ლუის ენრიკე: ხვიჩა მომავალში გაცილებით მეტად დაგვეხმარება
ჩანაწერი

ლუის ენრიკე: ხვიჩა მომავალში გაცილებით მეტად დაგვეხმარება

„მანჩესტერ სიტის’’ კარში ოთხი და „ბრესტის’’ კარში ხუთი გოლის გატანის შემდეგ „პარი სენ ჟერმენმა’’ „მონაკოც’’ დაარბია – 4:1. ეს იყო ლიგა 1-ის 21-ე ტურის მატჩი. ოსმან დემბელემ სეზონის მონაგარს კიდევ ორი (მეთხუთმეტე და მეთექვსმეტე) გოლი მიამატა, ხვიჩა კვარაცხელიამ კი პარიზელთა მაისურით პირველი გოლი შეაგდო. მატჩის შემდეგ მწვრთნელი ლუის ენრიკე კმაყოფილი ჩანდა. იყო თუ არა ეს...

კვარამ სადებიუტო გოლი მონაკოს გაუტანა [VIDEO]
ჩანაწერი

კვარამ სადებიუტო გოლი მონაკოს გაუტანა [VIDEO]

საფრანგეთის ლიგა 1-ის ცენტრალურ მატჩში „პარკ დე პრენსზე“ „პარი სენ-ჟერმენი“ „მონაკოს“ მასპინძლობს. შეხვედრის 54-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ საფრანგეთის ჩემპიონატში სადებიუტო გოლი გაიტანა და პარიზელები დააწინაურა – 2:1 საბოლოოდ პარიზელებმა მეტოქე 4:1 დაამარცხეს და სატურნირო ცხრილში ლიდერობა კიდევ უფრო განიმტკიცეს. ლუის ენრიკემ ხვიჩა 67-ე წუთზე შეცვალა.

მეორე ნაბიჯი ავსტრალიამდე
ჩანაწერი

მეორე ნაბიჯი ავსტრალიამდე

შაბათს ბორჯღალოსნები „ავჭალაზე“ „რაგბი ევროპის“ 2025 წლის ჩემპიონატის მეორე ტურის მატჩს გამართავენ, რომლის მოგების შემთხვევაში დაიბევებენ ნახევარფინალისტობასა და ამავდროულად მსოფლიო თასის საგზურს, რომელიც 2027 წელს ავსტრალიაში გაიმართება. მოგეხსენებათ, ერთი კვირის წინ რიჩარდ ქოქრილის რაზმმა უმაღლესი ევროდონის ახალბედა შვეიცარიას დებიუტი გაუფუჭეს – 16 უპასუხო ლელო გაუტანეს და ისტორიული ანგარიში დააფიქსირეს –  110:0. ერთი კვირის წინ თავგამოჩენილ...