„ლიონის’’ ახალ მწვრთნელს პაულუ ფონსეკას საოცნებო საღამო ჰქონდა: „მონაკომ’’, „ლილმა’’ და „ლანსმა’’ წააგეს, მისმა გუნდმა კი „რეიმსს’’ 4:0 მოუგო. ეს გახლდათ ჟორჟ მიქაუტაძისა და მისი მეგობრების მეორე გამარჯვება 2025 წელს. ახლა „ლიონს’’ ცხრილში მეექვსე პოზიცია უკავია, მოგებათა გრაფაში 6 უწერია და მესამე(!) ადგილზე მყოფ „ნიცას’’ მხოლოდ 4 ქულით ჩამორჩება. ერთი სიტყვით, აუტსაიდერ „მონპელიესთან’’ სტუმრობის წინ კარგი მდგომარეობაა.
მიქაუტაძემ მოედანზე ბოლომდე დაჰყო და 90+3 წუთზე გოლი შეაგდო. მანამდე გატანილ სამ გოლში საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა ირიბი მონაწილეობა მიიღო ― მეტოქე მცველების ყურადღებას იპყრობდა და გოლების ავტორებს საქმეს უიოლებდა. „რეიმსის’’ დაცვის თამაშიც ჟორჟის განეიტრალებაზე იყო აწყობილი. „ლიონის’’ ფორვარდამდე ბურთი მთელი მატჩის განმავლობაში ძნელად მიდიოდა.
Maxifoot-მა ფეხბურთელები შეაფასა. მიქაუტაძის შესახებ პორტალმა ასე დაწერა: პირველი 60 წუთის განმავლობაში აჩრდილივით იყო, მაგრამ როდესაც მოედანზე ნუამას მაგივრად ფოფანა, ხოლო მატიჩის მაგივრად ალმადა შევიდნენ, ის სრულიად შეიცვალა. ჯერ იყო და მესამე გოლის დროს რაიან შერკის ბურთი ჭკვიანურად გაუტარა, წამატებულ დროში კი შერკისგან საპასუხო პასი მიიღო და შეხვედრას წერტილი დაუსვა.
Flashscore-მა მიქაუტაძეს 7.6 ქულა დაუწერა, whoscored-მა 7.8, ხოლო sofascore-მა 7.4.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური04/08/2026 | 09:28გააგებინეთ მოურინიუს, ვინისიუსი აქ არის თუ იქ?
აქეთურ-იქითური04/08/2026 | 07:34ჩეფერინი შეეცდება ალ-ხელაიფი ფიფას პრეზიდენტობაზე დაიყოლიოს
აქეთურ-იქითური03/08/2026 | 09:14ბარკოლას ლივერპულში წასვლა რეალობას ემსგავსება
მთავარი ამბავი03/08/2026 | 08:01მამარდას ბოლო ამერიკული თამაში
