ყინვამ მოუჭირა… დასავლეთ საქართველოში ბარდნის… ქუჩები დათოვლილია, საფეხბურთო მოედნებიც, რასაკვირველია… ჩვენ კი ეროვნულ ლიგას ვიწყებთ… 28 თებერვალს, პარასკევს, ჩემპიონი იბერია შარშან გავარდნას ფლეი ოფით გადარჩენილ თელავს მიიღებს… თითქმის 35 წელიწადი გავიდა… ქვეყნის უმთავრესი სარბიელი მაყურებელს ვერ იტევდა – 1990 წლის 30 მარტს ფეხბურთში საქართველოს პირველი ეროვნული ჩემპიონატი დაიწყო. იმ დღეს, სტადიონზე მისული და ტელევიზორებს მიჯაჭვული ათიათასობით...
ჩალჰანოღლუ თუ ლობოტკა?
„გაძეტა დელო სპორტთან’’ ინტერვიუში ლეგენდარულმა იტალიელმა მწვრთნელმა მარჩელო ლიპიმ ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილ გუნდზე „ნაპოლიზე’’ და მის „ინტერთან’’ მოახლოებულ შეხვედრაზე ილაპარაკა. …ორი გუნდის ასეთ დაპირისპირებას არ ველოდი, – თქვა ლიპიმ, – მჯეროდა, რომ ფავორიტები „ინტერი’’, „ნაპოლი’’ და „იუვე’’ იყვნენ, მაგრამ ინძაგის გუნდი კონკურენტებს სჯობს. მას ახლაც შეუძლია კიდევ უფრო გაძლიერდეს. ამასობაში „ნაპოლიმ’’ შესანიშნავი სამუშაო შეასრულა და...
ბარსელონა გაგიჟდა: უკან მომავალში!
კატალონიაში გიჟური კვირაა. რამდენიმე წყარომ ერთდროულად გამოაქვეყნა, რომ „ბარსელონაში’’ შეიძლება ნეიმარი და ლეო მესი დაბრუნდენენ. მოგეხსენებათ, ბრაზილიელი ექვსი თვით „სანტოსში’’ გადავიდა და ზაფხულში თავისუფლდება. თუ რამემ ხელი არ შეუშალა მომავალი სეზონიდან ის შეძლებს კვლავ მოირგოს იმ კლუბის მაისურა, რომელშიც კარიერის საუკეთესო წლები გაატარა. იმავდროულად, მესისთან დაახლოებულმა მავანმა არგენტინელმა ჟურნალისტმა დაწერა, რომ „ოქროს ბურთის’’ რვაგზის მფლობელს...
მარსელის პრეზიდენტი სექტემბრამდე დასჯილია
სადისციპლინო კომიტეტმა „მარსელის’’ პრეზიდენტსა და საფრანგეთის საფეხბურთო ლიგის ვიცე პრეზიდენტ ესპანელ პაბლო ლონგორიას შეღავათი არ გაუკეთა. არც იყო ღირსიო, წერს „პარიზიენი’’. შაბათს ოსერში თამაშის შემდეგ („მარსელმა’’ 0:3 წააგო) ლონგორიამ მსაჯებს კორუფციაში დასდო ბრალი და ლიგა 1-ს განავალი უწოდა, რის გამოც მას 15 მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს. სხვა სიტყვებით ლონგორიას სასჯელის მოხდა 2025-26 წლების სეზონის მეოთხე ტურამდე...
კვარა – 7 გოლიდან ერთი პენალტი
საფრანგეთის თასის მეოთხედფინალში „სტად ბრიოშენს’’ სასწაული თუ უშველიდა, მაგრამ ის არ მოხდა: „პარი სენ ჟერმენმა’’ მეოთხელიგელს 7:0 მოუგო. ხვიჩა კვარაცხელიამ მოედანზე 62 წუთი დაჰყო და მეორე ტაიმის დასაწყისში პენალტი მოიპოვა. თერთმეტმეტრიანი გონსალო რამოშმა გაიტანა. ასე გახდა ანგარიში 3:0. რამოშმა ჰეთ თრიკი შეასრულა. დანარჩენი გოლები გაიტანეს ჟოაო ნევეშმა, დეზირე დუემ, სენი მაიულუმ და კვარაცხელიას ნაცვლად შესულმა...
ტენ ჰაგმა ფეხბურთისკენ შეიძლება არც გაიხედოს
ერიკ ტენ ჰაგმა თქვა, რომ შესაძლოა მწვრთნელის პროფესიას აღარასოდეს მიუბრუნდეს. მოგეხსენებათ, 55 წლის ჰოლანდიელი ოქტომბერში „მანჩესტერ იუნაიტედმა’’ მწვრთნელის თანამდებობიდან დაითხოვა. გუნდმა მის ხელში სეზონი ცუდად დაიწყო, დათხოვნის მომენტში კი მე-14 ადგილზე იყო. ერთი თვის მერე ტენ ჰაგის პოსტი, რომელიც 2022 წლიდან ეკავა, პორტუგალიელ რუბენ ამორიმს ერგო, მაგრამ ვერც მან მიაღწია უკეთეს შედეგს. „იუნაიტედი’’ ახლა კიდევ...
კოლომბა: კვარაცხელია სკუდეტოს სიმბოლო იყო
ფრანკო კოლომბა „ნაპოლის’’ 2002-03 წლებში სერია B-ში წვრთნიდა. მან სატელევიზიო ინტერვიუში „აძურის’’ მიმდინარე ამბებზე გამოთქვა თავისი აზრი. კერძოდ, კოლომბამ ხვიჩა კვარაცხელიას ფაქტორს გაუსვა ხაზი. „კვარაცხელია ერთ-ერთი ფეხბურთელი კი არა, სკუდეტოს სიმბოლო იყო. „ნაპოლი’’ საკმაოდ კარგად თამაშობდა, მაგრამ როდესაც ქართველის როტაცია დაიწყეს ან მას საერთოდ არ ათამაშებდნენ, გუნდი წვალობდა. მაღალი დონის შესანარჩუნებლად საჭირო იყო მისი კლასის...
…სამაგიეროდ, გოლი იყო მაგარი
საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრებმა ერთა ლიგის C დივიზონში მეორე ტურის მატჩი კვიპროსში გამართა და 1:2 დამარცხდა. მასპინძლებმა ანგარიში პირველივე წუთზე გახსნეს, 28-ე წუთზე კი უპირატესობა ორამდე გაზარდეს. საქართველოს ნაკრებმა ანგარიში ტაიმის მიწურულს შეამცირა – გოლი კი ლამაზი გამოვიდა, კუთხურის მოწოდების შემდეგ მატვეევამ ბურთი ქუსლით საჯარიმოში გაგზავნა, იქ კი დანელიამ თავურით გადაგზავნა კარში. მეორე ტაიმში ქართველი...
თითო ლელო და ჯარიმა
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის წამყვან ლიგებში მორიგი ტური შედგა და ქართველმა ლეგიონერებმა თითო ლელო და ჯარიმა ტოპ 14-შიც მიითვალეს და პრო დე2-შიც. ტოპ 14 ტურის სასტარტო მატჩში „კასტრმა“ „ლიონს“ უმასპინძლა, რომელსაც ნაკრებიდან დაბრუნებული ოთხი ბორჯღალოსანი დაემატა. ბოლო დროს ფერზე მოსულმა ლიონელებმა მეტოქეს მაგარი ბრძოლა გაუმართეს, შეხვედრის დასრულებამდე 8 წუთით ადრე იგებდნნ კიდეც, თუმცა, დარჩენილ დროში 2...
ოსიმენის 95 პროცენტი
ვიქტორ ოსიმენს თურქეთში დიდებული სეზონი აქვს. „გალათასარაის’’ თავდამსხმელმა სუპერლიგაში 19 შეხვედრა ჩაატარა, 14 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი ჩააწოდა. ევროლიგაზე მან 7 შეხვედრაში 6 გოლი შეაგდო და 1 საგოლე პასი მიითვალა ― დიდებული შედეგია. სეზონის ბოლოს ნიგერიელი ვარსკვლავი შეეცდება მის მფლობელ კლუბს „ნაპოლის’’ შეუთანხმდეს და ორივე მხარისთვის მისაღებ პირობებზე მისთვის სასურველ კლუბში გააყიდინოს თავი....









