„პარი სენ ჟერმენის’’ დირექტორატს ხვიჩა კვარაცხელიას შეძენა ჯერ კიდევ გასულ ზაფხულს სურდა, მაგრამ დაცდა მოუხდა, ფეხბურთელი 70 მილიონ ევროდ მხოლოდ იანვარში იყიდა. ქართველი მარცხენა გარემარბის გადაბირება პირადად ლუის ენრიკეს უნდოდა. ეს მან დაარწმუნა პსჟ-ს ხელმძღვანელობა, აურელიო დე ლაურენტისი თავისი ვარსკვლავის დათმობაზე რომ დაეყოლიებინათ. როდესაც 24 წლის ფეხბურთელი საფრანგეთის დედაქალაქში ჩამოვიდა, მიხვდა, რომ მას, ასე ძვირად...
ლუის ენრიკე: ხვიჩა ჯერ 100 პროცენტით მზად არ არის
„ლიონისა” და „პარი სენ ჟერმენის” შეხვედრა პირველ ტაიმში დუნე იყო, შესვენების შემდეგ კი ხუთგოლიან სანახაობად იქცაო, წერს „პარიზიენი’’ და დასძენს, რომ დაძაბულობის მიუხედავად კლუბებს შორის არსებულმა სხვაობამ შეხვედრის ბედი მაინც სტუმრების სასარგებლოდ გადაწყვიტა (3:2). საფრანგეთის დედაქალაქის გუნდი დაჟინებით მიიწევს ისტორიაში მე-13, მიჯრით კი მეოთხე ტიტულისკენ. მატჩის შემდეგ პსჟ-ს მწვრთნელმა ლუის ენრიკემ პრეს-კონფერენცია გამართა: ეს შეხვედრა...
ბრავო, ხვიჩა! ბრავო, ჟორჟ!
„ლიონისა’’ და „პარი სენ ჟერმენის’’ შეხვედრას საქართველოში ველოდით, როგორც ჩვენი ნაკრების ორი წამყვანი მოთამაშის ერთად ნახვის შესაძლებლობას, მაგრამ მწვრთნელებმა ლუის ენრიკემ და პაულუ ფონსეკამ სხვანაირად განსაჯეს: როდესაც ჟორჟი მოედანზე შევიდა, ხვიჩა უკვე 12 წუთის გასული იყო. „ეს იყო თამაში, რომელშიც ფეხბურთელებს მოედანზე ფეხი უცურდებოდათ. პირველ ტაიმში გუნდებმა საშუალო ფეხბურთი აჩვენეს, მეორე ტაიმი კი ძალიან განსხვავებული...
პსჟ-ს თამაშის გადადება არ უნდა
ადრეც ვწერდით, რომ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის მონაწილეები, ფრანგული გუნდები „პარი სენ ჟერმენი’’ და „ლილი’’ 1 მარტს ლიგა 1-ში ხვდებიან ერთმანეთს, ხოლო რამდენიმე დღეში მათ უკვე „დორტმუნდთან’’ და ლივერპულთან’’ უწევთ მნიშვნელოვანი მატჩების ჩატარება. პარიზელებს მერსისაიდელებთან შეხვედრამდე კიდევ არა უშავთ, ოთხი დღე აქვთ დასასვენებლად და მოსამზადებლად, „ლილს’’ კი დორტმუნდში თამაშამდე სამ დღეზე მეტი არ რჩება. გადატვირთული...
პენალტი რომ იყო, თვით სიმეონემ დაადასტურა
„ატლეტიკომ’’ „ვალენსიას’’ საშინაო მოგებათა სამმატჩიანი სვლა შეწყვიტა ― 3:0. „ღამურებს’’ ლა ლიგიდან გავარდნა ემუქრებათ. ისინი მეორე ლიგაში 1986 წლის შემდეგ არ გავარდნილან. პირველ ტაიმში არგენტინელმა ხულიან ალვარესმა ორი გოლი გაუტანა მასპინძლებს. მას შესვენებამდე მესამეs გატანაც შეეძლო, მაგრამ გიორგი მამარდაშვილმა დროული გამოსვლით მასთან პირისპირ შესულ არგენტინელს მიზანში დარტყმის შესაძლებლობა არ მისცა. 86-ე წუთზე კიდევ ერთმა არგენტინელმა...
ზურიკოს ორი პასი ემოციურ შეხვედრაში
„სენტ ეტიენისა’’ და „ანჟერის’’ შეხვედრა სტუმრებმა 94-ე წუთზე პენალტით გადაარჩინეს — 3:3. ამ ემოციურ შეხვედრაში ზურიკო დავითაშვილმა მეორე ტაიმიდან მიიღო მონაწილეობა და ორი საგოლე პასი შეასრულა. როდესაც ქართველი მოედანზე შევიდა ანგარიში იყო 2:1 „ანჟერის’’ სასარგებლოდ (რომელიც მე-17 წუთისთვის უკვე 2:0-ს იგებდა). დავითაშვილმა 52-ე და 73-ე წუთებზე მარცხენა ფრთიდან საგოლე პასები ჩააწოდა და მასპინძლები 3:2 დაწინაურდნენ...
რატომ შავდებიან ნაპოლის ფეხბურთელები?
რადიო „ნაპოლი ჩენტრალეზე’’ გადაცემა „მესამე ტაიმში’’ ნეაპოლის მთავარი გაზეთის „ილ მატინოს’’ ჟურნალისტმა ბრუნო მაჯორანომ თქვა: „კონტე რასაკვირველია უიღბლობაზე დაიწყებს ლაპარაკს, ჩვენი, ჟურნალისტების საქმე კი იმის მიხვედრაა, თუ რა ხდება სინამდვილეში’’. ლაპარაკი ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილ გუნდში, „ნაპოლიში’’ მოხშირებულ ტრავმებს ეხება. „თუ დააკვირდებით, მარცხენა ფრთა ყოველთვის გამორჩევით ზარალდება. ამან უკვე ტენდენციის სახე მიიღო, ამიტომ ჩვენ უნდა ამოვიცნოთ...
ლილი პარიზთან თამაშის გადადებას ითხოვს
ფრანგული გუნდები „პარი სენ ჟერმენი’’ და „ლილი’’ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში არიან. იმავდროულად ისინი ლიგა 1-ის კალენდრის თანახმად 24-ე ტურში, 1 მარტს უნდა შეხვდნენ ერთმანეთს, მაგრამ რადიო Ici Nord-ის ცნობით „ლილი’’ თამაშის გადადებას ითხოვს. კლუბს სურს, რომ ჩემპიონთა ლიგაში „დორტმუნდთან’’ სათამაშოდ უკეთ მოემზადოს. „ლილი’’ გერმანულ კლუბს 4 მარტს სტუმრად ეთამაშება, ხოლო „პარი სენ ჟერმენი’’ „ლივერპულს’’ მეორე...
პსჟ და ხვიჩა ლივერპულის წინააღმდეგ და გერმანულ-ესპანური ჯახები
ნიონში, უეფა-ს ოფისში ჩემპიონთა ლიგის დარჩენილი ეტაპების წილისყრა გაიმართა. 1/16-ფინალიდან გასულ გუნდებს, ლიგის ძირითდი ფაზიდან გასული 8 გუნდი დაემატა (რომლებმაც ლიგის ფაზაში 1-8 ადგილები დაიკავეს). მერვედფინალში ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენის“ მეტოქე „ლივერპული“ იქნება. მერვედფინალური წყვილების ასეთია: პსჟ – ლივერპული რეალი – ატლეტიკო ფეიენოორდი – ინტერი დორტმუნდი – ლილი ბრიუგე – ასტონ ვილა პსვ – არსენალი...
ხვიჩას დაძაბული მარტი
„პარი სენ ჟერმენს’’ რთული პერიოდი ეწყება. ბოლო 18 დღეში ჩატარებული 6 მატჩის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიასა და მის ახალ თანაგუნდელებს კალენდარი კიდევ უფრო უმძიმდებათ. პსჟ ერთბაშად სამ შეჯიბრებაში მონაწილეობს. ესენია ლიგა 1, საფრანგეთის თასი და ჩემპიონთა ლიგა. ლუის ენრიკეს ქვეშევრდომებმა სეზონის დაწყებიდან უკვე 36 შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა. თებერვალი 8 მატჩით სეზონის ყველაზე დატვირთული თვეა და ის...









