კონფერენციის ლიგაში გიორგი გოჩოლეიშვილის „კოპენჰაგენმა’’ ბუდუ ზივზივაძის „ჰაიდენჰაიმთან’’ პირველი თამაშის ჩამორჩენა (1:2) გამოასწორა, ორმატჩიანი დაპირისპირება დამატებით დროში გადაიყვანა და საბოლოოდ 3:1 (ორი შეხვედრის ჯამში 4:3) მოიგო. „ჰაიდენჰაიმი’’ შავ დღეშია. შინ ჩატარებულ ბოლო 10 თამაშში 8 მარცხი იწვნია. „კოპენჰაგენი’’ კი მერვედფინალში გავიდა, სადაც „ვიტორია გიმარაეშს’’ ან „ჩელსის’’ შეხვდება. Flashscore-მა ქართველი ფეხბურთელების თამაში ერთნაირად 6.9 ქულით შეაფასა....
კვარაცხელია: არც ჩვენთვის იქნება ადვილი და არც მეტოქისთვის
გოლი, საგოლე პასი და პირველი პასი, რომელიც რეალურად გადამწყვეტი გამოდგა ― ასეთი იყო ხვიჩა კვარაცხელიას პირველი გამოჩენა „პარი სენ ჟერმენის’’ სასტარტო შემადგენლობაში ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში. „პარიზიენი’’ წერს, რომ ქართველმა შესანიშნავად ითამაშა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის თავის სიმეღლეებს უბრუნდება. 24 წლის შემტევი ახალ გუნდში სულ უკეთ და უკეთ თამაშობს. მატჩის შემდეგ კვარაცხელიამ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა:...
ასეთი იყო ლიგის ოთხშაბათი
ჩემპიონთა ლიგის ფლეი ოფში ოთხშაბათმა ასე ჩაიარა: „დორტმუნდმა’’ პსვ-სთან 0:0 ითამაშა. პირველი შეხვედრა 3:0 ჰქონდა მოგებული; „რეალმა’’ „მანჩესტერ სიტის’’ 3:1 აჯობა. პირველი მატჩიც მადრიდელების სასარგებლოდ დასრულდა – 3:2; „ეინდჰოვენმა’’ „იუვენტუსს’ 2:1 სძლია, რითაც პირველი შეხვედრის 1:2 გაუბათილა და დამატებით დროში გამარჯვების გოლი დაამატა; „პარი სენ ჟერმენმა’’ ფრანგულ დაპირისპირებაში „ბრესტს’’ 3:0-ის მერე 7:0-ც მოუგო. ყველაზე მოულოდნელი...
კვარამ ლურსმანი დააჭედა
„პარი სენ ჟერმენს’’ პირველი თამაში 3:0 ჰქონდა მოგებული და საპასუხოში სალაპარაკო რომ არაფერი ყოფილიყო, 7:0 დაამატა. ხვიჩა კვარაცხელიამ გოლი და საგოლე პასი მიითვალა. პარიზელები მერვედფინალში გავიდნენ, სადაც „ლივერპულს’’ ან „ბარსელონას’’ შეხვდებიან. ამ შეხვედრის მიხედვით „ბრესტის’’ შექება ძნელია. მაქსიმუმ ითქვას, რომ ერიკ როას ბიჭებმა გადახალისებული შემადგენლობით შეხვედრის დასაწყისში წინააღმდეგობა გაუწიეს მრისხანე მეტოქეს, მაგრამ მე-20 წუთზე ბრედლი...
კვარას გოლი ლიგაში [VIDEO]
ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის საპასუხო მატჩში „პარი სენ-ჟერმენი“ საკუთარ მოედანზე „ბრესტს“ მასპინძლობს (პირველი თამაში 3:0). პარიზელებმა პირველ ტაიმი 2:0 მოიგეს, ანგარიში ბრედლი ბარკოლამ გახსნა, მეორე გოლი კი ხვიჩა კვარაცხელიამ შეაგდო. ეს ქართველი ფეხბურთელის მიერ ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში გატანილი პირველი გოლია.
საქართველო სრულადაა, დანიას აკლია
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული გუნდის შეკრება დაიწყო. მატჩამდე ოთხი დღით ადრე ალეკსანდარ ჯიკიჩის გუნდმა სრული შემადგენლობით ივარჯიშა. არადა, ბოლო წლებში პირველად ხდება, რომ ევროპაში მიმდინარე საკალათბურთო სეზონის დროს ეროვნულ გუნდში მოთამაშეები რამდენიმე დღით ადრე სრულად იკრიბებიან. ევრობასკეტ 2025-ის საკვალიფიკაციო ტურნირის ბოლო ტურები ევროლიგის მატჩებს არ ემთხვევა. ამიტომ დროულად გათავისუფლდა თორნიკე შენგელია და კამარ ბოლდუინი. სრული შემადგენლობით...
დაბრუნდა იქ, სადაც დაიწყო…
ეროვნული ჩემპიონატის დაწყებამდე საფეხურთო კლუბმა „გაგრამ“ რამდენი ახალი ფეხბურთეელი მიიწვია, მათ შორის ერთი გამორჩეული – გაგრელთა რიგებში ახალი სეზონიდან თორნიკე ოქრიაშვილი ითამაშებს. ტრანსფერის შესახებ ინფორმაცია კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა. ოქრიაშვილი დაბრუნდა კლუბში, საიდანაც დაიწყო მისი საფეხბურთო კარიერა – 2009 წელს გულშემატკივარმა ოქრი სწორედ „გაგრადან“ გაიცნო. მას შემდეგ ოქრიაშვილმა არაერთ კლუბში ითამაშა და საქართველოს ნაკრების ლიდერი გახდა,...
ჰამშიკი: ნეაპოლში ხელზე საათი არ უნდა გეკეთოს
სლოვაკმა ვეტერანმა, ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილი გუნდის „ნაპოლის’’ გულშემატკივართა კერპმა მარეკ ჰამშიკმა სამშობლოში Sport24-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა, სადაც ნეაპოლში გატარებული წლები გაიხსენა. „ნეაპოლში ქუჩაში გასვლა სიგიჟე იყო, ამიტომ მერჩივნა ქალაქის ზოგიერთ უბანში ფეხი არ შემედგა, რადგან ეს შეიძლება ცუდად დამთავრებულიყო. ერთხელ მე და ჩემი მეუღლე ბრენდულ საბავშვო მაღაზიაში წავედით. გვინდოდა ჩვენი პირველი ვაჟისთვის კრისტიანისთვის რაიმე ლამაზი...
ჩემპიონთა ლიგა: ნავსიანი დღე იტალიელთათვის
სამშაბათს ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფის შეხვედრები ასე დამთავრდა: „მილანმა’’ შინ „ფეიენოორდთან’’ 1:1 ითამაშა და ორი შეხვედრის ჯამში 1:2 წააგო; „ატალანტასა’’ და „ბრიუგეს’’ მატჩი 1:3 დასრულდა (ჯამში 2:5); ლისაბონში „ბენფიკას’’ და „მონაკოს’’ დაპირისპირება დღის ყველაზე დრამატული შეხვედრა გამოდგა, 3:3 დამთავრდა და ორი მატჩის ჯამში მერვედფინალში პორტუგალიური კლუბი გავიდა, ხოლო „ბაიერნი’’ დამატებით დროს 90+4 წუთზე გადარჩა, როდესაც ანგარიში...
ნეაპოლში კვარას აკვირდებიან
ნეაპოლში დიდი ინტერესით აკვირდებიან ხვიჩა კვარაცხელიას თავგადასავალს მის ახალ კლუბში „პარი სენ ჟერმენში’’. ისინი ხშირად იშველიებენ ციტატებს ფრანგულ პრესაში გამოქვეყნებული წერილებიდან. Areanapoli-მ ქართველ ფეხბურთელთან დაკავშირებულ ბოლო პოსტს დაარქვა: „კვარა პსჟ-ში გასაჭირშია. „ტულუზთან’’ შეხვედრაში მისი სტატისტიკა შოკისმომგვრელი იყო’’. იტალიურმა საიტმა ამ წერილში „ეკიპის’’ სტატია მიმოიხილა. „პსჟ-ს იმედისმომცემ ზამთრის შენაძენს ხვიჩა კვარაცხელიას საფრანგეთის ჩემპიონთა რიგებში თავი ჯერ...








