ფრანგულ მედიაში დაირხა ხმა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას გადაბირებიდან ექვს თვეში „პარი სენ ჟერმენი’’ ვიქტორ ოსიმენსაც იყიდის და „ნაპოლის’’ მრისხანე წყვილს აღადგენს. 26 წლის ოსიმენი იჯარით „გალათასარაიში’’ თამაშობს, სადაც თურქეთის ჩემპიონატის 17 შეხვედრაში 12 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი შეასრულა. როგორც ამბობენ, მისი მომავალი ივნისამდე არ გაირკვევა. დიდი ალბათობით ნიგერიელი უმაღლეს ევროპულ დონეს დაუბრუნდება. „ნაპოლის’’...
პრეზიდენტმა მიქაუტაძის გოლი ვერ ნახა
კვირას ჟორჟ მიქაუტაძის „ლიონმა’’ მონპელიეში შთამბეჭდავ გამარჯვებას მიაღწია (4:1). ეს გახლდათ გუნდის ზედიზედ მეორე გამარჯვება ლიგა 1-ში, მაგრამ ამ მატჩმა კლუბის ამერიკელი მეპატრონისთვის ჯონ ტექსტორისთვის რთულად ჩაიარა. დღეს, როდესაც „ლიონს’’ მიჯრით ორი გამარჯვების შემდეგ „პარი სენ ჟერმენთან’’ ელის დაპირისპირება, ტექსტორს სადარდებელი გამოუჩნდა: ნახავს კი თამაშს თავიდან ბოლომდე? თურმე ნუ იტყვით და beIN Sports-მა „მონპელიესთან’’ შეხვედრის...
სარაევოში, ამჯერად ქალებში…
ბოსნიური ქალთა საფეხბურთო კლუბ „სარაევო 2000“-ში საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ნათია დანელია ჩაირიცხა. „სიამაყით წარმოგიდგენთ „სარაევო 2000“-ის ახალწვეულს, საქართველოს ნაკრების ნახევარმცველ ნათია დანელიას. ნიჭიერი, სისწრაფითა და ტექნიკითა გამოირჩეული ფეხბურთელი თბილისის „კვარტალში“ თამაშობდა. ნათია საქართველოს ეროვნული გუნდის წევრია, ვიმედოვნებთ, რომ მისი საერთშორისო გამოცდილება „სარაევოს“ კიდევ უფრო გააძლიერებს და წარამტებას მოუტანს. ჩვენს კლუბში თამაში ქართველი ფეხბურთელისთვის საერთაშორისო კარიერაში...
სომხეთის ნიდერლანდელი დამრიგებელი…
ერთა ლიგის პლეი ოფში საქართველოს ნაკრების მეტოქის, სომხეთის ნაკრების ახალი მწვრთნელი ჯონ ვან სხიპი გახდა. ნიდერლანდელმა სპეციალისტმა ამ პოსტზე უკრაინელი ალექსანდრ პეტრაკოვი შეცვალა, რომელიც პოსტიდან შარშან, ოქტომბერში გაათავისუფლეს. 61 წლის ვან სხიპი ადრე „მელბურნის“, „გვადალახარას“, „ზვოლეს“, „აიაქსისა“ და საბერძნეთის ნაკრების მწვრთნელი იყო. საქართველოს ნაკრები ვან სხიპისთვის უცხო გუნდი არ არის, 2021 წელს სწორედ ის იყო...
33 წელი, 101 მატჩი და 10 ლელო!
ვიდრე ბორჯღალოსნები „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატის ნახევარფინალის გზის გაკაფვით იყვნენ დაკავებულნი, ნაკრებს მიღმა მყოფმა ქართველმა ლეგიონერებმა საფრანგეთში საკმაოდ ნაყოფიერი ტური გამართეს. კერძოდ, ბექა გიგაშვილმა ტოპ 14-ში თავისი 101-ე მატჩი მე-10 ლელოთი აღნიშნა, ნიკა სუთიძემ იგივე დონეზე თავისი პირველი ლელო მიითვალა, ხოლო ლუკა უნგიაძემ პრო დ2-ში დებიუტი იზეიმა. ტოპ 14 ევროპის უძლიერეს ლიგაში ლიდერი კვლავ შეიცვალა. მოქმედმა...
ორ თამაშში ორი გოლი
ჟორჟ მიქაუტაძის „ლიონმა’’ „მონპელიეს’’ სტუმრად 4:1 მოუგო. ეს იყო ლიონელთა ზედიზედ მეორე გამარჯვება ლიგა 1-ში. გუნდი 22 ტურის შემდეგ 36 ქულით მე-6 ადგილზეა. მიქაუტაძემ შეხვედრის დასაწყისში, მე-3 წუთზევე გახსნა ანგარიში, მაგრამ მასპინძლებმა 38-ზე გაათანაბრეს. მეორე ტაიმში სტუმრებმა 3 წუთში ორი გოლით (ნუამა 50, ტოლისო 53) დაიბრუნეს უპირატესობა, 73-ე წუთზე კი მიქაუტაძის ნაცვლად შესულმა ალექსანდრ ლაკაზეტმა...
საბა იანვრამდე და იანვრის მერე
„უდინეზე’’ გამოცოცხლდა, შინ ზედიზედ ექვსი ვერ-მოგების მერე ორჯერ გაიმარჯვა. კვირას მან 3:0 მოუგო საბა გოგლიჩიძის „ემპოლის’’. საბამ იტალიური პრესის კრიტიკა დაიმსახურა. აღსანიშნავია, რომ საიტებმა, რომლებიც ფეხბურთელებს სტატისტიკაზე დაყრდნობით აფასებენ მას უფრო მაღალი ქულები დაუწერეს ვიდრე იმ საიტებმა, რომლებიც თავიანთი შთაბეჭდილებებს ეყრდნობიან. ნაკლი შეფასების ორივე პრინციპს აქვს. აღსანიშნავია, რომ იტალიური პორტალების დამოკიდებულება გოგლიჩიძისადმი იანვრის სატრანსფერო პერიოდის...
ფრანკ შმიდტი: ბუნდესლოგაში მოგებისთვის კლასი არ გვყოფნის
ბუდუ ზივზივაძის „ჰაიდენჰაიმმა’’ „მაინცთან’’ წააგო 0:2. ეს იყო მაინცელთა პირველი ბუნდესლიგური გამარჯვება ჰაიდენჰაიმის გუნდთან. „მაინცი’’ მეექვსე ადგილზე აღზევდა და მომდევნო სეზონში ევროშეჯიბრებებში მონაწილეობის უფლებისთვის იბრძვის. რაც შეეხებათ მასპინძლებს, მათ ზედიზედ მეხუთე მატჩი წააგეს და დღევანდელი მდგომარეობით გასავარდნი ფლეი-ოფი ემუქრებათ: მე-16 ადგილზე არიან. „ჰაიდენჰაიმს’’ წინა შეხვედრა კონფერენციის თასზე ჰქონდა „კოპენჰაგენთან’’. ბუდუს გუნდმა 2:1 მოიგო, მაგრამ მწვრთნელმა...
ჯიკიჩის 15 რჩეული…
საქართელოს კალათბურთელთა ნაკრები 21 თებერვალს თბილისში დანიის გუნდს უმასპინძლებს და მოგების შემთხვევაში ევრობასკეტის საგზურს ოფიციალურად გაინაღდებს. 24 თებერვალს კი ტურნირის ბოლო მატჩს სერბეთში გამართავს. ამ თამაშებისთვის საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ალეკსანდარ ჯიკიჩმა გაფართოებული შემადგენლობით დაიწყო მზადება, ახლა კი ის 15 კალათბურთელი დაასახელა, ვინც გადამწყვეტი მატჩებისთის განაგრძობს მზადებას: ლუკა ლიკლიკაძე რატია ანდრონიკაშვილი კახა ჯინჭარაძე ბექა ბურჯანაძე გიორგი...
10 ლელო მადრიდში
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ესპანეთის დედაქალაქში ადგილობრივი „ლომები“ 62:32 დაამარცხა და ნახევარფინალის მასპინძლობის უფლებაც მოიპოვა. „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატზე ვამბობთ, რომლის მოგებასაც ბორჯღალოსნები ზედიზედ მერვედ ეშურებიან, თუმცა საბოლოო მიზნამდე კიდევ ორი მატჩია მოსაგები, მათ შორის – 1 ან 2 მარტს ნახევარფინალი რუმინეთთან და ეს იქნება იმავდროულად ანთიმოზ ივერიელის თასის მორიგი გათამაშებაც. მადრიდში კი ბევრი რამ პირველად მოხდა....









