„პარი სენ ჟერმენს’’ რთული პერიოდი ეწყება. ბოლო 18 დღეში ჩატარებული 6 მატჩის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიასა და მის ახალ თანაგუნდელებს კალენდარი კიდევ უფრო უმძიმდებათ. პსჟ ერთბაშად სამ შეჯიბრებაში მონაწილეობს. ესენია ლიგა 1, საფრანგეთის თასი და ჩემპიონთა ლიგა. ლუის ენრიკეს ქვეშევრდომებმა სეზონის დაწყებიდან უკვე 36 შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა.
თებერვალი 8 მატჩით სეზონის ყველაზე დატვირთული თვეა და ის ჯერ არ დამთავრებულა. მარტში პარიზელებს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის ორი უმძიმესი მატჩი ელით, მაგრამ მანამდე მათ ლიგა 1-ში უწევთ არცთუ ხელწამოსაკრავ მეტოქეებთან დაპირისპირება.
კვირას, 23 თებერვალს, ხვიჩა და მისი პსჟ ჟორჟ მიქაუტაძის ლიონში მიემგზავრებიან. სამი დღის მერე ბრეტანში საფრანგეთის თასის მეოთხედფინალური თამაშია მეოთხელიგელ „სტად ბრიოშენთანთან’’. ამ შეხვედრიდან რამდენიმე დღეში „პარკ დე პრენსზე’’ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალისტი „ლილი’’ ჩადის, მერე კი ამ მერვედფინალების დროც დგება. მაგრამ შუაში, პირველ და საპასუხო მატჩებს შორის ლიგა 1-ის ლიდერს რენში უწევს მოგზაურობა.
10 დღეში 4 თამაშის შემდეგ „პარი სენ ჟერმენს’’ „მარსელი’’ ესტუმრება. პსჟ-სა და „მარსელის’’ დაპირისპირება ფრანგულ „ელ კლასიკოდ’’ ითვლება.
ამის მერე იწყება ორკვირიანი სანაკრებო პაუზა, რაც სულაც არ ნიშნავს დასვენებას. ეს იმას ნიშნავს, რომ პსჟ-ს ფეხბურთელები თავიანთი ქვეყნის ნაკრებებში გაემგზავრებიან და იქ დაიხარჯებიან. მარტი კი ხვიჩასა და ზურიკო დავითაშვილის დაპირისპირებით დასრულდება. ეს შეხვედრა სენტ ეტიენში გაიმართება.
ასეთი რთული კალენდრის პირობებში ისღა დაგვრჩენია ვნახოთ, თუ როგორ გაართმევს თავს მძიმე პერიოდს ლუის ენრიკეს გუნდი, რომელიც საფრანგეთის ჩემპიონატში ჯერჯერობით დაუმარცხებელი მიდის.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები23/10/2026 | 09:09ფრანგული საიტი ოქროს ბურთზე ჭორაობს
აქეთურ-იქითური22/10/2026 | 09:33პარიზიენი: როგორ შევავსოთ უზარმაზარი სიაცარიელე?
სიახლეები22/10/2026 | 07:44დემბელეს და მარკინიოსის რამდენიმე კვირა
მთავარი ამბავი22/10/2026 | 06:49კვარას კონტრაქტის გახანგრძლივებას შესთავაზებენ
