თვე: თებერვალი 2025

Home 2025 თებერვალი
გრელა: მბაპე რონალდუს ეფექტს ახდენს
ჩანაწერი

გრელა: მბაპე რონალდუს ეფექტს ახდენს

ფრანგული პრესა წერს, რომ რაგინდ გასაკვირი იყოს „პარი სენ ჟერმენი’’ კილიან მბაპეს გარეშე უფრო ძლიერი ჩანს ვიდრე მასთან ერთად იყო. გულშემატკივარი ფრანგი ვარსკვლავის „რეალში’’ გადასვლას შიშით უყურებდა, მაგრამ ლუის ენრიკემ ბრძოლისუნარიანი გუნდის ჩამოყალიბება შეძლო. ვეტერანი ამერიკელი ფეხბურთელი, დღეს სპორტული მიმომხილველი მაიკ გრელა ამას კრიშტიანუ რონალდუს ეფექტს უწოდებს და CBS-ის ეთერში ასე განმარტავს: „მბაპემ თავისი პარიზული...

პსჟ, პნნ და დინამო…
ჩანაწერი

პსჟ, პნნ და დინამო…

თბილისის „დინამომ“ ახალი სეზონისთვის პორტუგალიში შეკრება გაიარა. კლუბის ხელმძღვანელობამ რამდენიმე ტრანსფერიც განახორციელა, თბილისელებმა საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი ჯაბა კანკავა და ნაკრებში ნათამაშები ვაკო გვილია დაიმატეს, ამას გარდა გუნდში ჩაირიცხნენ ლეგიონერები  – ჯონ არტური,  დანიელ ოვუსუ და ლეო ასუნსეო. ცოტა ხნის წინ კი „დინამოს“ ნიკოლოზ ქუთათელაძე შეუერთდა. ქუთათელაძე სხვადასხვა დროს პრაღის „სლავიის“, „ლილისა“ და პსჟ-ს აკადემიებში...

ოქრო ინგასგან…
ჩანაწერი

ოქრო ინგასგან…

საქართველოში მიმდინარე ზამთრის 2025 წლის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ფიგურულ ციგურაობაში ინგა გურგენიძემ ოქროს მედალი მოიპოვა. მოკლე პროგრამის შემდეგ გურგენიძე 58.84 ქულით მესამე ადგილზე იყო. მან თავისუფალ პროგრამა მაღალ დონეზე შეასრულა, 128.97 ქულა დაიმსახურა, ორი გამოსვლის ჯამში მოპოვებული 187.81 ქულით კი ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გამარჯვებული გახდა. შეჯიბრებაზე ვერცხლის მედალს ესტონელი ელინა გოიდინა დაეუფლა, ბრინჯაო...

რუმენიგე: აუშვით ფეხი გაზის პედლიდან
ჩანაწერი

რუმენიგე: აუშვით ფეხი გაზის პედლიდან

გერმანულმა „ბილდმა’’ ლეგენდარულ კარლ-ჰაინც რუმენიგეს ინტერვიუ ჩამოართვა. მოგეხსენებათ, რუმენიგე „ბაიერნის’’ სამეთვალყურეო საბჭოს წევრია. ვეტერანმა თქვა, რომ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი აუცილებლად დაიმსახურებს მაყურებლის დიდ მოწონებას, თუმცა ისიც დასძინა, რომ ზოგადად ფეხბურთი ხელფასებზე და მოთამაშეთა რეგისტრაციაზე გადაჭარბებული დანამატების გამო ინვოლუციის გზას ადგას. მოვიყვანთ ციტატებს რუმენიგეს ინტერვიუდან: …კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატი დიდი ხნის განმავლობაში იყო შეჯიბრება, რომელსაც ემოცია აკლდა....

გავყაროთ ხალხი, დავანგრიოთ ოლდ ტრაფორდი
ჩანაწერი

გავყაროთ ხალხი, დავანგრიოთ ოლდ ტრაფორდი

„მანჩესტერ იუნაიტედის’’ თანამფლობელს სერ ჯიმ რეტკლიფს კლუბიდან 100-200 თანამშრომლის გაშვება განუზრახავს — ხარჯი მკვეთრად თუ არ შევამცირე, კლუბი გაკოტრდებაო. 72 წლის რეტკლიფმა მანჩესტერული კლუბის 27.7 პროცენტის შესაძენად შარშან 1 მილიარდი გირვანქა გადაიხადა და… წმენდას შეუდგა. გასული წლის ივლისში მან 1150 თანამშრომლიდან 250 გაათავისუფლა. მეპატრონემ არც ეგრეთწოდებული კლუბის ელჩები დაინდო, ხელფასები შეუმცირა მათ. „რეპრესიებში’’ მოყვა თვით...

დავიდ ნერეში ხუთი კვირით დაშავდა
ჩანაწერი

დავიდ ნერეში ხუთი კვირით დაშავდა

ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილი გუნდის „ნაპოლის’’ მწვრთნელმა ანტონიო კონტემ ვერ მოინელა „უდინეზესთან’’ ფრე (1:1) და ორშაბათს დასვენების დღე გააუქმა. კონტემ გუნდი კასტელ ვოლტურნოს ბაზაზე დამატებითი მეცადინეობისთვის დაიბარა. „ლა რეპუბლიკა’’ წერს, რომ „ნაპოლი’’ დელიკატურ პერიოდს გადის. რომაული გაზეთის მტკიცებით ბოლო რამდენიმე კვირაა გუნდს არც მოედნის მიღმა მიუდის საქმე კარგად და შედეგის მიუხედავად ვრც მოედანზე ბრწყინავს. კლუბმა სატრანსფერო...

ლუის ენრიკე: საპასუხო თამაშს არ მივუდგებით როგორც ვარჯიშს
ჩანაწერი

ლუის ენრიკე: საპასუხო თამაშს არ მივუდგებით როგორც ვარჯიშს

„პარი სენ ჟერმენემა’’ „ბრესტს’’ ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფში სტუმრად მოუგო 3:0. მატჩის შემდეგ პარიზელთა მწვრთნელმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. დღევანდელ გამარჯვებაში რა მოგეწონათ ყველაზე მეტად? შედეგი. თამაშის შინაარსზე გეკითხებით. თუ გავითვალისწინებთ, რომ ბოლოხანს „ბრესტს’’ შეხვედრაში ორი გოლი გაჰქონდა, ჩემი ფეხბურთელების ერთსულოვნება მომეწონა. მეტოქემ მაღალი ჩაწოდებებითაც ვერ გვაჯობა. „ბრესტს’’ კუთხურიდან შეეძლო გოლის გატანა. გაგვიმართლა კიდეც. თავადაც გვქონდა მეტი...

ხვიჩას ბრძოლაში მონაწილეობა არ მოუხდა
ჩანაწერი

ხვიჩას ბრძოლაში მონაწილეობა არ მოუხდა

„პარი სენ ჟერმენს’’ ლიგა 1 უკვე მეტისმეტად ეპატარავებაო, წერს „პარიზიენი’’. ხვიჩა კვარაცხელიას ახალმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში საქმე ფაქტობრივად მოამთავრა. მას მეტოქე თავისივე ქვეყნიდან ჰყავდა ― „ბრესტი’’, რომლის სტადიონიც ევროტურნირებისთვის პატარაა და ამიტომ შეხვედრა გინგამში გაიმართა. გაზეთი წერს, რომ „ბრესტი’’ მამაცი გუნდია და თუ ოდესმე სითამამის პრიზს დააწესებენ, იგი მას აუცილებლად მოიგებს; მაგრამ მთავარი სითამამე...

ლუის ენრიკე: ბრესტს შეუძლია უცებ ორი გოლი გაგიტანოს
ჩანაწერი

ლუის ენრიკე: ბრესტს შეუძლია უცებ ორი გოლი გაგიტანოს

„პარი სენ ჟერმენი’’ ჩემპიონთა ლიგის ფლეი ოფში ჯგუფური ეტაპის ბოლო სამ შეხვედრაში გამარჯვების წყალობით გავიდა და ახლა „ბრესტს’’ ხვდება. პარიზელთა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ შეხვედრის წინა დღეს პრეს-კონფერენცია გამართა. „ბრესტთან’’ თქვენი ყველა მატჩი სანახაობრივი გამოდის. თავად თუ ხვდებით რატომ? მაყურებლისა და ჟურნალისტებისთვის ეს თამაშები საინტერესოა, ჩვენ კი ვხედავთ, რომ ბევრი რამ გამოსასწორებელი გვაქვს. „ბრესტთან’’ შინაც და...

ტომ კრუზმა ბრესტი პარიზთან სათამაშოდ ვერ მოამზადა
ჩანაწერი

ტომ კრუზმა ბრესტი პარიზთან სათამაშოდ ვერ მოამზადა

დღეს ჩემპიონთა ლიგაში ფრანგული დერბია, „ბრესტი’’ „პარი სენ ჟერმენს’’ მასპინძლობს. პარიზელთა თავკაცმა ლუის ენრიკემ თქვა, რომ „ბრესტთან’’ თამაში რთულია. ამ სიტყვებზე კომენტარი ბრესტელთა მწვრთნელს ერიკ რუას სთხოვეს. „თუკი ჩვენთან თამაში რთულია, მაშინ „პარი სენ ჟერმენთან’’ თამაშზე რაღა უნდა ითქვას? – უპასუხა რუამ, – დღეს ჩვენ იმ სამყაროში არ ვცხოვრობთ, რომელშიც „პარი სენ ჟერმენია’’. დააკვირდით ამ...