„ბარსელონამ’’ ლა ლიგის მიმდინარე ჩემპიონატის ბოლო ორი შეხვედრა შეიძლება მესამელიგელი გუნდის სტადიონზე გამართოს. „კამპ ნოუზე’’ რა ხანია რეკონსტრუქციაა. 105 ათასიანი სარბიელი გეგმის თანახმად თებერვალში უნდა ყოფილიყო მზად, მაგრამ ცოტა ხნის წინ გამოაცხადეს, რომ სამუშაოები მაისამდე ვერ დასრულდება. ეს იმას ნიშნავს, რომ მშენებლები კატალონიელთა „კოლიზეუმიდან’’ შესაძლოა ზაფხულის ბოლომდეც არ წავიდნენ.
„ბარსა’’ ამასობაში „ლუის კომპანისის’’ სახელობის ოლიმპიურ სტადიონზე თამაშობს. ეს ის სარბიელია, რომელსაც მეორენაირად მონჟუიკს უწოდებენ, მაგრამ ამ გაზაფხულზე პრობლემა იჩენს თავს: მაისში 58 ათასიანი ნაგებობა ლეგენდარულ როკ ჯგუფს „როლინგ სტუნზს’’ აქვს დაქირავებული – ბებერი მგლები ასაკს არ ეპუებიან და მორიგ ევროულ ტურს იწყებენ. მონჟუიკი კონცერტებისთვის იმიტომ გაამზადეს, რომ ეგონათ ამ დროისთვის ფეხბურთის გუნდი „კამპ ნოუზე’’ დაბრუნდებოდა. არადა, „ბარსას’’ სწორედ მაშინ უწევს „რეალის’’ მასპინძლობა. ამავე პერიოდშია შეხვედრა „ვილიარეალთან’’.
როგორც ესპანური მედია წერს, „ბლაუგრანას’’ დახმარების ხელი მესამე დივიზიონის კლუბმა (პრიმერა RFEF – ჯგუფი 1) „ხიმნასტიკ დე ტარაგონამ’’ გაუწოდა. ტარაგონა ბარსელონადან 95 კილომეტრში მდებარეობს. მის სტადიონზე, რომელსაც „ნოუ ესტადი კოსტა დაურადა’’ ჰქვია, 14 591 ადამიანი ეტევა.
მაგრამ „ბარსა’’ სხვა გამოსავალს ეძებს. მას „ელ კლასიკოს’’ ჩატარება „უემბლიზე’’ ურჩევნია.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი26/07/2026 | 10:00მამარდას პირველი ამხანაგური
სიახლეები26/07/2026 | 08:42ჯიჯიმ ცოლი მოიყვანა
სიახლეები25/07/2026 | 09:53პირლო დუბაის დაეთხოვება და სკუადრა აძურას ჩაიბარებს
მთავარი ამბავი25/07/2026 | 07:31ფაბიან რუისი და გავი პომიროს ჭამენ
