პაულუ ფონსეკა საპრეზიდენტო ლოჟაში კლუბის მეპატრონის ჯონ ტექსტორის გვერდით იჯდა და მომავალი სამუშაოს მასშტაბს აფასებდა. „ლიონმა’’ ახალი მწვრთნელის თვალწინ ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში „ლუდოგორეცს’’ უმასპინძლა – 1:1. საბოლოო ცხრილში ფრანგულმა გუნდმა მეექვსე ადგილი დაიკავა და პირდაპირ მერვედფინალში გავიდა, სადაც ოთხიდან ერთს შეხვდება: პაოკს, „როიალ უნიონს’’, „სტიაუას’’ ან „აიაქსს’’.
ამინდმა მოედანზე უარყოფითი კვალი დატოვა. ლიონელებს თამაშში ჩართვისთვის მთელი ოცი წუთი დასჭირდათ. „მძიმე გაღვიძების’’ მიზეზი რასაკვირველია რამდენიმე დღის წინ მწვრთნელის თანამდებობიდან პიერ საჟის მოხსნაც იყო. ტრიბუნიდან საჟს „ცუდ ბიჭებად’’ ცნობილმა გულშემატკივართა დაჯგუფებამ დაუჭირა მხარი. მათ გამოფინეს ბანერი: „ჩვენ უსასრულო პატივს გცემთ’’. იყო ტექსტორის გამკენწლავი პლაკატიც: „შენმა მენეჯმენტმა დაგვადუმა’’.
ამიტომაც დაიგვიანა პირველმა დადებითმა რეაქციამ: 54-ე წუთზე ჟორჟ მიქაუტაძის პასით კორენტენ ტოლისომ ანგარიში გახსნა. მანამდე მასპინძლებს რამდენიმე მომენტი ჰქონდათ, მაგრამ სწრაფი, ოღონდ ცოტა ნაჩქარევად მოქმედი რაიან შერკის შეტევებს შედეგი არ მოჰყოლია. ჩინებულად თამაშობდა ბულგარელთა ჰოლანდიელი მეკარე სერჯო პადტი. მომენტები ჰქონდათ ერნესტ ნუმას და ეინსლი მეიტლანდ-ნილსსაც.
ასეთი უიღბლობა თუ უზუსტობა „ლიონს’’ ძვირი დაუჯდა: 77-ე წუთზე ალექსანდრ ლაკაზეტმა ბურთი დაკარგა, რის შედეგადაც დენის დე ალმეიდამ ანგარიში გაქვითა. მეკარე ლუკას პერი რომ არა, ფრანგულ გუნდს შეიძლება წაეგო კიდეც.
მიქაუტაძეს flashscore-მა 7.0 დაუწერა, ხოლო sofascorem-მა და whoscored-მა — 6.9.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური26/06/2026 | 11:52This Is Anfield: მამარდაშვილის სეზონმა პასუხზე მეტი კითხვა დატოვა
აქეთურ-იქითური26/06/2026 | 08:29ნიუ იორკის მერი: სპორტი ფუფუნების საგნად არ უნდა იქცეს!
აქეთურ-იქითური25/06/2026 | 09:59ტუხელი ხალხს დაასვენებს
აქეთურ-იქითური25/06/2026 | 08:50რა უნდა პსჟ-ს სანამ ხალხი მუნდიალს უყურებს?
