პირველად ქართული ფიგურული ციგურაობის ისტორიაში, სპორტული წყვილი ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა ISU-ს გრან პრის ფინალში ისრიალებს.
ტურნირი 5-8 დეკემბერს საფრანგეთის ქალაქი გრენობლშია დაგეგმილი. ფინალში ექვსი წყვილი იასპარეზებს, რომლებმაც ეს საგზურები გრან პრის სერიის ეტაპების დასრულების შემდეგ დაიბევეს.
ქართველები ფინალში მეხუთე ადგილით შევიდნენ. ფინალში ასევე არიან არიან კანადური, იაპონური, გერმანული, იტალიური და ამერიკული წყვილები.
19 წლის ანასტასია მეტელკინა და 21 წლის ლუკა ბერულავა ერთად 2023 წლიდან ასპარეზობენ. წყვილმა წარმატებას მალევე მიაღწია: ჯერ იუნიორებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატზე იმარჯვა; შემდეგ კაუნასში გამართულ ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე საქართველოს ისტორიული ვერცხლის მედალი მოუტანა; ბოლო დღეებში კი, იაპონიის გრან პრის სერია (საუკეთესო მაჩვენებლით) და ვარშავის ჩელენჯერიც მოიგო.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური31/08/2026 | 21:01მადლობა ღმერთს, რომ არგენტინელად გამაჩინა!
აქეთურ-იქითური28/08/2026 | 21:53მონტენეგრო დაძლეულია
მთავარი ამბავი20/08/2026 | 22:20იბერიამ იაგელონიასთან ვერაფერი გააწყო
სიახლეები13/08/2026 | 14:10მეოთხე ქართველი ლა ლიგაში
