NBA-ს მიმდინარე სეზონში „სან ანტონიო სპურსის“ ქართველმა კალათბურთელმა სანდრო მამუკელაშვილმა პირველი ქულების აღება მოახერხა, თუმც, მისი „სან ანტონიო“ ოკლაჰომაში „თანდერთან“ 93:105 დამარცხდა. როგორც ჩანს, „სან ანტონიო“ წლეულსაც ლიგის ერთ-ერთი უსუსტესი გუნდი იქნება, ხოლო მამუკელაშვილი ისევ ღრმა სათადარიგო. მამუკელაშვილს აქამდე მხოლოდ 6 წუთი ჰქონდა ნათამაშები, ამჯერად კი, პარკეტზე რვა წუთი დაჰყო და გუნდს 3 ქულით, 5...
მარცხი გამიზნულ ოვერტაიმებში
ფიბა ევროპის მეოთხე ტურში „ქუთაისმა“ სლოვაკურ „პრიევიძას“ უმასპინძლა და სამი ოვერტაიმის შემდეგ 104:108 დამარცხდა და ჯგუფიდან გასვლის შანსიც დაკარგა. კოტე ტუღუშის გუნდს ცხრა ქულით მოგება სჭირდებოდა, რათა შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი დაეტოვებინა. „ქუთაისმა“ საქმე პირველი ტაიმში სანახევროდ გადაჭრა და 45:40 მოიგო. შესვენების შემდეგ იყო მომენტი, როდესაც შვიდი ქულითაც იგებდა, მაგრამ ბოლოს საქმეს რომ ვერ წვდებოდა...
მამარდას და ქოჩორას თამაშები გადაიდო
ვალენსიის ავტონომიური თემის ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ ესპანეთის მთავრობის მიერ მაგოცხადებული სამდღიანი გლოვის დროს სპორტული ღონისძიებები არ გაიმართება. გლოვის დღეებია 31 ოქტომბერი, 1 და 2 ნოემბერი ანუ ხუთშაბათი, პარასკევი და შაბათი. მოგეხსენებათ, სამშაბათს რეგიონს თავს გამანადგურებელი შტორმი დაატყდა. იტყობინებიან ასამდე დაღუპულის შესახებ. შესაბამისად, შაბათის შეხვედრა გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიასა’’ და „რეალს’’ შორის მოგვიანებით გაიმართება. გადაიდო სეგუნდა დივიზიონში...
რა უნდა ჯუღელს?
SKY Sport-ის ინფორმაციით „ნაპოლის’’ წარმომადგენლები მილანში ხვიჩა კვარაცხელიას აგენტ მამუკა ჯუღელს შეხვდნენ. სატრანსფერო საქმეთა ექსპერტი ჯანლუკა დი მარცო კი დეტალების დაზუსტებას ცდილობს და თავის საიტზე წერს, რომ კლუბი ქართველს წელიწადში 5 მილიონ ევროს სთავაზობს, მომდევნო სეზონებში მომატების პერსპექტივით. თუმცა, „ნაპოლის’’ გეგმის მიხედვით ხვიჩას ხელფასი 8 მილიონს არასდროს გადასცდება. და როგორია ფეხბურთელის აგენტის პოზიცია? ჯუღელი მესამე-მეოთხე...
ერთ კითხვაზე ორი პასუხი
„მილანთან’’ სტუმრად 2:0 გამარჯვების შემდეგ DAZN-ის მიკროფონების წინაშე „ნაპოლის’’ ორი ფეხბურთელი წარდგა: ხვიჩა კვარაცხელია და მეკარე ალექს მერეტი. მათ ერთი და იგივე კითხვა დაუსვეს, რომელიც სკუდეტოს მოპოვებას ეხებოდა. პორტალი Spazionapoli ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ „აძურის’’ მოთამაშეებმა ამ კითხვას სხვადასხვანაირი პასუხები გასცეს. დავიწყოთ იმით, რომ „მილანის” დამარცხების შემდეგ მწვრთნელმა ანტონიო კონტემ თქვა, რომ უჯობს მოკრძალებული...
შეფასებები, შეფასებები
calciomercato — 7.0 გაბრწყინება ძნელი იყო, რადგან ძალიან უკნიდან თამაშობდა, მაგრამ კვარაცხელიასთვის ერთი ეპიზოდიც საკმარისა და სწორედ ეს მოხდა პირველი ტაიმის მიწურულს, როდესაც მან სადავეები ხელთ იგდო, მარჯვენა ფეხით ბურთი კარში შეაგდო და ანგარიში გახადა 2:0 („ნაპოლიმ” „სან სიროზე” „მილანი” 2:0 დაამარცხა). iamnaples — 7.0 ალმასისებრად გაბრწყინებისა და მენიოს ნახევარშეცდომის წყალობით მან „ნაპოლის’’ მეორე გოლი გაიტანა, მაგრამ...
1 – 5 -100
მე-100 მატჩი „ნაპოლის“ მაისურით და პირველი გოლი „მილანის“ კარში… საქართველოს ნაკრების ლიდერმა ხვიჩა კვარაცხელიამ რამდენიმე წუთის „სან სიროზე“ მიმდინარე სეზონის მე-5 გოლი გაიტანა.
იბერია თავში დაბრუნდა
„კრისტალბეთ ეროვნული ლიგის“ 30-ე ტურში ლიდერი კვლავ შეიცვალა. სამტრედიაში გამარჯვების შემდეგ (0:1) პირველ ადგილზე „იბერია“ დაბრუნდა. ერთადერთი ბურთი შეცვლაზე შესულმა ირაკლი სიხარულიძემ გაიტანა 89-ე წუთზე. ტურის გვიან შეხვედრაში „ტორპედომ“ 2:0 სძლია „დინამოს“ და მეორე ადგილზე აინაცვლა. მეორე ბურთი ნორვეგიელმა ბიორნ იონსენმა შეაგდო, ჯამში 20 გოლი მოუგროვდა და ბომბარდირთა დავას კვლავ დამაჯერებლად ლიდერობს. წინა ტურში „დილა“...
სალია და ნიუკასლი ოფიციალურად…
თბილისის „დინამოს“ ახალგაზრდა ტალანტი ვახტანგ სალია „ნიუკასლის“ ფეხბურთელის გახდა – ტრანსფერი პრემიერლიგის კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა. 17 წლის სალია „კაჭკაჭებს“ 2025 წლის აგვისტოდან შეუერთდება, მას შემდეგ რაც მას 18 წელი შუესრულდება, მანამდე კი თბილისის „დინამოში“ ითამაშებს. სალიამ მიმდინარე სეზონში „დინამოში“ ეროვნულ ლიგაში 24 მატჩი ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა. მას სისტემატურად იწვევდნენ საქართველოს ასაკობრივ გუნდებში. პოლ...
ბუდუ მერვედფინალში
საქართველოს ნაკრებისა და „კარლსრუეს“ ფორვარდმა ბუდუ ზივზივაძემ მორიგი გოლი გაიტანა. ჩვენიანმა ამჯერად გერმანიის თასზე „ოფენბახს“ გაუტანა მოხდენილი გოლი, მისმა გუნდმა კი 2:0 იმარჯვა და მერვედფინალში გავიდა.









