საბა საზონოვი კარიერას „ემპოლიში“ გააგრძელებს, საქართველოს ნაკრების მცველმა ახალმა კლუბმა იჯარით აიყვანა.
ტრანსფერის შესახებ ინფორმაცია „ემპოლის“ ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.
22 წლის საზონოვმა ფეხბურთის თამაში „ზენიტის“ ახალგაზრდულ აკადემიაში დაიწყო. 2022 წელს მოსკოვის „დინამოში“ გადავიდა, სადაც ორ წელიწადში 44 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.
2023 წლის აგვისტოში საბამ „ტორინოსთან“ გააფორმა კონტრაქტი. სერია A-ში მისი დებიუტი სექტემბერში, „ლაციოს“ წინააღმდეგ გასვლით მატჩში შედგა. იტალიაში გატარებული პირველი სეზონის განმავლობაში მან 12 მატჩში მიიღო მონაწილეობა.
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობაში საზონოვმა ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატზე ითამაშა და პორტუგალიასთან მოგებულ (2:0) შეხვედრაში გოლიც გაიტანა.
შეგახსენებთ, რომ „ემპოლიში“ კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი, 20 წლის საბა გოგლიჩიძე ირიცხება.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური02/11/2026 | 12:21ლიდერი და საჭირო სანდრო
აქეთურ-იქითური28/10/2026 | 15:27მამუ პორტლენდს არ ეყო
აქეთურ-იქითური26/10/2026 | 12:35მოედანზე და სკამზე
აქეთურ-იქითური25/10/2026 | 17:00ბასილაშვილმა ფინალი წააგო
