ხვიჩა კვარაცხელია ნეაპოლში დაბრუნდა და ადგილობრივი „ილ მატინოს” გვერდმა ტიტულის ქვეშ დაწერა: „კასტელ დი სანგროში კვარაზე ყველა გიჟდება: ის კონტეს ექსტრა-კაცია”.
ზოგადად ნეაპოლური პრესა აჭრელდა „ნაპოლის” კასტელ დი სანგროში ჩასვლის ფოტოებითა და ვიდეოებით. კასტელ დი სანგრო ცენტრალურ იტალიაში, კერძოდ აბრუცოში პატარა ქალაქია, სადაც ანტონიო კონტემ და მისმა გუნდმა ბანაკი დასცეს. ეს „ნაპოლისთვის” ამ ზაფხულს მეორე შეკრებაა. პატარა ვიდეოში, რომელიც კლუბმა გაავრცელა, ჩანს, როგორ ჩავიდა კლუბის ავტობუსი დანიშნულების ადგილზე. როგორც გადმოვიდა ავტობუსიდან პირველი კაპიტანი ჯოვანი დი ლორენცო. კადრში აგრეთვე ჩანან ალექს მერეტი, სირილ ნგონგე და რაფა მარინი. საიტები ხაზს უსვამენ, რომ კადრში კვარა სერიოზული და ფოკუსირებულია.
დიმაროს შეკრების მთავარი გმირები იტალიაში დაბადებულ-გაზრდილი მაროკოს ნაკრების თავდამსხმელი ვალიდ ჩედირა და ახალწვეული ვეტერანი ლეონარდო სპინაცოლა კასტელ დი სანგროში ფართე ღიმილით ჩავიდნენ. ისინი კონტეს გუნდში თავს უკვე შინაურულად გრძნობენ და სურთ მწვრთნელს კიდევ უფრო მეტად მოაწონონ თავი.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები08/08/2026 | 08:55არსენალს ვინისიუსი ჩაუვარდა და ბარკოლაზე გადაერთო
აქეთურ-იქითური08/08/2026 | 07:42სპორტი: მადლობას შენ უნდა უხდიდე ბარსელონას
მთავარი ამბავი07/08/2026 | 15:14მექსიკა და არგენტინა ინფანტინოსკენ არიან
სიახლეები07/08/2026 | 08:46მაგნეს აკლიუში პსჟ-შია!
