ინგლისელმა და სერბმა ხულიგნებმა იჩხუბეს

Home კატეგორიის გარეშე ინგლისელმა და სერბმა ხულიგნებმა იჩხუბეს
ინგლისელმა და სერბმა ხულიგნებმა იჩხუბეს

გერმანიის პოლიციას ევრო 2024-ის პირველივე ტურში გამოუჩნდა საქმე. გელზენკირხენში ინგლისისა და სერბეთის ნაკრებთა შეხვედრამდე ხუთი საათით ადრე გულშემატკივრები ერთმანეთს დაერივნენ. სამართალდამცველებმა ცხადია იცოდნენ, რომ მატჩი მაღალი რისკის კატეგორიას განეკუთვნებოდა. როგორც ინგლისელი ასევე სერბი ფანები „ბებერ კონტინენტზე” ყველაზე ცხელთავიანთა ჯგუფში შედიან. მობილიზებული იყო 3 ათასამდე ძალოვანი, მაგრამ ინციდენტის პრევენცია ვერ მოხერხდა.

გარკვეული პრობლემები იყო გერმანიისა და შოტლანდიის მატჩის წინაც. ბერლინში, ერთ-ერთ ფანზონაში იპოვეს საეჭვო საგანი, რომელიც საგულდაგულოდ შეამოწმეს და საჯარო ადგილს გაარიდეს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.