თვე: აპრილი 2024

Home 2024 აპრილი
ნაპოლი მეცხრე ადგილზე რომ არის, სასწაულია
ჩანაწერი

ნაპოლი მეცხრე ადგილზე რომ არის, სასწაულია

საიტმა ilnapolista-მ „ნაპოლის“ სავალალო მდგომარეობასა და ცხრილში მეცხრე პოზიციას მოკლე წერილი მიუძღვნა, რომელსაც აქ გადმოვაქართულებთ. ჟურნალისტი ჯანლუიჯი ტრაპანი წერს: „მოდი, სერიოზულად ვილაპარაკოთ. ყოველი თამაშის ბოლოს ჩვენ ვიწყებთ ახლანდელი მდგომარეობის დაუსრულებელ შედარებას გასულ სეზონთან, მაგრამ ჯობს რეალურ განსხვავებას დავაკვირდეთ: კიმის ადგილას მოიყვანეს ნატანი. ის ვერ თამაშობს და როდესაც აღარავინ დარჩა, ჟუან ჟესუსს მიადგნენ. ლოსანოს ადგილას მოიყვანეს...

მამარდას გაგდებამ თამაში შეცვალა
ჩანაწერი

მამარდას გაგდებამ თამაში შეცვალა

გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ“ ბარსელონაში 2:4 წააგო, არადა პირველი ტაიმის შემდეგ 2:1-ს იგებდა. შეხვედრის გარდამტეხი მომენტი ქართველი მეკარის გაძევება გამოდგა. ეს პირველი ნახევრის ბოლოს, მსაჯის წამატებულ წუთებში მოხდა, როდესაც გიორგის მცველმა ბურთი უკან მიუგორა, მან კი ფეხით მოხერხებულად ვერ გააჩერა, ის წინ გადაუვარდა რითაც ლამინე იამალმა სცადა ესარგებლა ― ბარსელონელი გოლის გასატანად გაიწია, მამარდაშვილს კი საჯარიმოს...

მიხაილ ფომენკო გარდაიცვალა
ჩანაწერი

მიხაილ ფომენკო გარდაიცვალა

კიევის „დინამოს“ ყოფილი ფეხბურთელი და უკრაინის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი მიხაილ ფომენკო 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. ფომენკო 1972 წელს გადავიდა კიევის „დინამოში“. ლურჯ-თეთრების შემადგენლობაში მცველმა სამჯერ მოიგო სსრკ ჩემპიონატი და ორჯერ ქვეყნის თასი. 1975 წელს ფომენკო დაეხმარა კიევის „დინამოს“ თასების მფლობელთა თასის და უეფას სუპერთასის მოგებაში. სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში სპეციალისტი ძირითადად უკრაინულ კლუბებთან მუშაობდა. 1987-89 წლებში...

ქართული ლეგიონის 6 ფრანგული
ჩანაწერი

ქართული ლეგიონის 6 ფრანგული

გასულ უქმეებზე საფრანგეთის კლუბებში მოასპარეზე ქართველმა მორაგბეებმა გაილაღეს. ჯამში 6 ქართული ლელო დაფიქსირდა – 3-3 ტოპ 14-სა და პრო დ2-ში. ტოპ 14 „ლიონისა“ და „პოს“ შეხვედრაში ერთბაშად ორმა ბორჯღალოსანმა გამოიჩინა თავი. 32-ე წუთზე დავით ნინიაშვილმა სტუმართა დაცვა ცენტრიდან გაარღვია, ცხადია, ყველას გაექცა და თავის მე-16 სეზონურ მატჩში მე-8 ლელო გაიტანა, რომელიც მის 39-მატჩიან ფრანგულ კარიერაში...

დი ლორენცო და ჟესუსი კინაღამ ხელით შეეხნენ ერთმანეთს
ჩანაწერი

დი ლორენცო და ჟესუსი კინაღამ ხელით შეეხნენ ერთმანეთს

დღეს იტალიური, მეტადრე კი ნეაპოლური საიტები ახალმა ამბავმა მოიცვა: „ნაპოლის” კაპიტანს ჯოვანი დი ლორენცოსა და ბრაზილიელ მცველს ჟუან ჟესუსს ლამის ხელჩართული ჩხუბი გაუმართავთ. Campania Sport-ის გადაცემა Canale 21-ში გამოსვლის დროს ჟურნალისტმა უბერტო კიარელომ თქვა: „ჟესუსი და დი ლორენცო კინაღამ ხელით შეეხენ ერთმანეთს. საქმე ის არის, რომ ორიოდ დღის წინ ანდრე-მარკ ზამბო ანგისა და ვიქტორ ოსიმენი...

საუკეთესო ფეხბურთელისგან მაინც სხვას ელიან?
ჩანაწერი

საუკეთესო ფეხბურთელისგან მაინც სხვას ელიან?

„ნაპოლიმ” სერია A-ს 34-ე ტურში „რომასთან” 2:2 ითამაშა და უმნიშვნელოვანესი ქულები დაკარგა. ხვიჩა კვარაცხელიამ მოედანზე 86 წუთი დაჰყო. როგორც მწვრთნელმა ფრანჩესკო კალცონამ თქვა, ბოლო წუთებში ქართველი გარემარბი იმიტომ შეცვალა, რომ დაღლილი იყო და დაშავების საშიშროების წინაშე იდგა. კვარაცხელიას მოედნიდან გასვლისთვის ანგარიში იყო 2:1 „აძურის” სასარგებლოდ. კვარამ 84-ე წუთზე პენალტი მოიპოვა. თერთმეტმეტრიანი ვიქტორ ოსიმენმა გაიტანა. ქვემოთ...

ტაო და 5-გზის აია!
ჩანაწერი

ტაო და 5-გზის აია!

კვირას ავჭალაში დიდი სარაგბო ზეიმი იყო. ჯერ იყო და, თბილისის „არმია“ და ასპინძის „ტაო“ ერთმანეთს დიდი 10-ის საგზურისთვის დაუპირისპირდნენ, მერე კი ქართული სეზონის მთავარი მატჩის დროც დადგა – თბილისის „ლელო-სარასენსი“ ქუთაისის „აიას“ წინააღმდეგ. ტაო – არმია 26:17 „არმია“ საკმაოდ ცნობილი და პოპულარული კლუბია. სხვა თუ არაფერი, ეს გუნდი ათიოდე წლის წინათ ქართული რაგბის ფლაგმანი იყო...

გუნდი და ვერცხლი
ჩანაწერი

გუნდი და ვერცხლი

ზაგრებში ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატი გუნდური შეჯიბრებით დასრულდა. საქართველოს ნაკრები უმედლოდ არც აქ დარჩენილა – ჩვენმა შერეულმა გუნდმა ვერცხლის მედალი მოიპოვა. ქართველი ძიუდოისტები პირველი წრეში თავისუფლები იყვნენ და საქმეში მეოთხედფინალიდან ჩაერთვნენ, სადაც იტალიის ნაკრებს დამატებითი ბრძოლით 4:3 აჯობეს. იტალიელთა წინააღმდეგ სამივე გოგონამ წააგო – სოფიო სომხიშვილმა, ეთერ ლიპარტელიანმა და მარიამ ჭანტურიამ. სამაგიეროდ, იყოჩაღეს ბიჭებმა – გურამ...

წარუმატებელი ლიდერები
ჩანაწერი

წარუმატებელი ლიდერები

„კრისტალბეთ“ ეროვნული ლიგის მე-11 ტური ლიდერთა ოთხეულისთვის წარუმატებელი გამოდგა: „იბერიამ“ და „ტორპედომ“ ქულები გაიყვეს (3:3), „დილამ“ „სამგურალს“ ვერ აჯობა (1:1), „ბათუმმა“ კი სულაც აუტსაიდერ „გაგრასთან“ წააგო (0:1). „იბერიამ“ მიჯრით ხუთმოგებიანი სერია შეწყვიტა. მე-4 წუთზე უკვე 2:0 იგებდნენ, მაგრამ ტორპედოელებმა ხასიათი გამოავლინეს და უკვე დამატებულ წუთებზე გაათანაბრეს ანგარიში. ბოლო ბურთი ბიორნ იონსენმა გაიტანა, ეს ნორვეგიელის მეშვიდე...

ახლოვდება დღე, როდესაც ყველაფერი უნდა გადაწყდეს
ჩანაწერი

ახლოვდება დღე, როდესაც ყველაფერი უნდა გადაწყდეს

ხვიჩა კვარაცხელია რამდენიმე დიდი კლუბის თვალსაწიერშია, მაგრამ ამ ეტაპზე მისთვის პრიორიტეტული „ნაპოლისთან” კონტრაქტის გაგრძელებაა, — ასე დაწერა „გაძეტა დელო სპორტმა: „მაისი ჯერ კიდევ წინ არის და შეთანხმების თანახმად ახლოვდება დღე, როდესაც მხარეებმა გადაწყვეტილება უნდა მიიღონ. ეს მათ სეზონის მსვლელობისას დაადასტურეს: სეზონის ბოლოს კონტრაქტის განახლების დღე დათქვეს. თუმცა, ამ დღის მოლოდინში ბევრი რამ შეიცვალა კიდეც. „ნაპოლი”...