Breaking News

Day: March 1, 2024

ვილი იმედიანი

ბოლო სანაკრებო მატჩებიდან გამომდინარე, საქართველოს საკალართბურთო სუპერლიგას  მეტი ფასი დაედო. დანიასთან და სერბეთთან მატჩებში სულ ოთხი ლეგიონერი გვყავდა, დანარჩენები კი სუპერლიგიდან იყვნენ. შედეგად, ჩვენი ჩემპიონატიდან ნაკრებში მოხვედრა პრობლემას არ წარმოადგენს, მით უფრო, რომ გვყავს საინტერესო კალათბურთელები. ერთ-ერთი მათგანი ვილი ისიანია, რომელიც საქართველოში სათამაშოდ ესპანეთიდან დაბრუნდა. მანამდე იყო ამერიკული კოლეჯთა ლიგა და საქართველოს ყველა ასაკობრივი ნაკრები….

Read more

ძველი მეტოქე

შაბათს, 2 მარტს საქართველოს მორაგბეთა ნაკრები „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატის ნახევარფინალს ითამაშებს. მეტოქე – რუმინეთის ნაკრები, გუნდი, რომელსაც საქართველოს ბორჯღალოსნები არსებობის ისტორიაში ყველაზე ხშირად შეხვედრიან. ათწლეულების შემდეგ ჯამური ანგარიში ასეთია: 28 დაპირისპირებიდან 18 ქართველებმა მოიგეს, 9 – რუმინელებმა და ერთიც ფრედ დასრულდა, არადა ურთიერთობათა საწყის სტადიაზე რუმინეთი აშკარად ჯობნიდა საქართველოს, თუმცა, ბორჯღალოსნების პროგრესის პარალელურად „მუხებმა“ თუ…

Read more

აღმოსავლელი მბრძანებელი სასუოლოს ნანგრევებზე

პორტალი tuttonapoli „ნაპოლის” ყოველი მატჩის შემდეგ გამოყოფს ათ მთავარ მომენტს, რომელმაც მისი აზრით შეხვედრის ბედი განაპირობა და ჩვენც ისე როგორც ბოლო რამდენიმე ჯერზე კვლავ გადმოვაქართულეთ აბზაცი, სადაც ქართველ გარემარბ ხვიჩა კვარახელიაზეა ლაპარაკია. აბზაცს, რომელშიც „სასუოლოსა” და „ნაპოლის” შეხვედრის შემდეგ „აძურის” 77-ე ნომრის ეფექტს მიმოიხილავენ ჰქვია „კვარაცხელიას რვა გოლი მიმდინარე ჩემპიონატში”. იქ წერია: „კვარაცხელია როგორც აღმოსავლელი…

Read more

სასუოლო კვარას და ოსის კარიერაში

თავისებური გუნდია „სასუოლო”. მასთან თამაშის დროს „ნაპოლის” თავდამსხმელები ვიქტორ ოსიმენი და ხვიჩა კვარაცხელია მადაზე მოდიან. მათ სერია A-ს ბოლო ტურში ხუთი გოლი გაიტანეს და ორი საგოლე პასი შეასრულეს. ამ საგოლე პასებზე (განსაკუთრებით ოსიმენისაზე) რასაკვირველია შეიძლება მსჯელობა, მაგრამ ფორმალურად ორივე პასი საგოლე იყო და ამიტომ calcionapoli24-ში დაწერილი სტატიის განხილვა გავარგრძელოთ. ოსიმენს სერია A-ში, „სასუოლოს” კარში, უკვე…

Read more

ლოსანო ბიჭებს ურეკავს

„ნაპოლიდან” „ეინდჰოვენში” გადასული მექსიკელი გარემარბი ირვინგ ლოსანო ჰოლანდიური გუნდის ბოლო ჩემპიონთალიგურ შეხვედრაში კრიტიკის ობიექტი გახდა. „დორტმუნდთან” (1:1) მან ვერც დამაგვირგვინებელ ფაზაში ივარგა და ვერც შეტევის გამწვავებით გამოიჩინა თავი. გასულ სეზონში იტალიური სკუდეტოს მფლობელმა მოგვიანებით „სქაი სპორტს” უთხრა: „ჩემი ახლანდელი გუნდი რაღაცით შარშანდელ „ნაპოლის” მაგონებს. აქ ჭარბადაა ოსტატობა, გუნდური სული და შრომისმოყვარეობა. „ეინდჰოვენს” მწვრთნელიც ჩინებული ჰყავს,…

Read more