„ლივერპულის’’ საშინელი სეზონი ჩემპიონთა ლიგაში შინ „ეინდჰოვენთან’’ 1:4 მარცხით გაგრძელდა. ჯერ იყო და ვირჯილ ვან დაიკმა სტუმრებს პენალტი აჩუქა, რომელიც ივან პერიშიჩმა გაიტანა. მართალია დომინიკ სობოსლაიმ მალევე გაქვითა, მაგრამ მეორე ტაიმში გუს ტილმა და ორჯერ კუჰაიბ დრიუეშმა მასპინძლებს ბოლო მოუღეს. მერსისაიდელებს ჯგუფურ ეტაპზე სამი შეხვედრა დარჩათ, რომელთაგან ორი, „ინტერთან’’ და „მარსელთან’’ სტუმრად უწევთ, „ყარაბაღს’’ კი…
გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია” ამხანაგურ შეხვედრაში „ეინდჰოვენთან” დამარცხდა – 1:2. AS-მა დაწერა, რომ „ღამურები” ახალი სეზონის წინ წაგებებს ეჩვევიან, რაც ნამდვილად არ არის კარგი. ცნობილმა გამოცემამ ის იგულისხმა, რომ სამი დღის წინ რუბენ ბარახას გუნდი „ალავესთანაც” დამარცხდა 0:1. ერთი კვირის წინ ვალენსიელებმა „კასტელონთან” 0:0-ზე უკეთესი ვერაფერი მოახერხეს. ქართველ მეკარეს ამ შეხვედრებში მონაწილეობა არ მიუღია, მაგრამ ესპანური…
„ნაპოლიდან” „ეინდჰოვენში” გადასული მექსიკელი გარემარბი ირვინგ ლოსანო ჰოლანდიური გუნდის ბოლო ჩემპიონთალიგურ შეხვედრაში კრიტიკის ობიექტი გახდა. „დორტმუნდთან” (1:1) მან ვერც დამაგვირგვინებელ ფაზაში ივარგა და ვერც შეტევის გამწვავებით გამოიჩინა თავი. გასულ სეზონში იტალიური სკუდეტოს მფლობელმა მოგვიანებით „სქაი სპორტს” უთხრა: „ჩემი ახლანდელი გუნდი რაღაცით შარშანდელ „ნაპოლის” მაგონებს. აქ ჭარბადაა ოსტატობა, გუნდური სული და შრომისმოყვარეობა. „ეინდჰოვენს” მწვრთნელიც ჩინებული ჰყავს,…
ირვინგ ლოსანო „ნაპოლიდან” „პსვ ეინდჰოვენში” გადავიდა. მექსიკელ მარჯვენა გარემარბს ნეაპოლში წინააღმდეგობრივი საფეხბურთო ცხოვრება ჰქონდა. იყო პერიოდები, როდესაც ის ბრწყინავდა და გულშემატკივარი ფიქრობდა, რომ მასში გადახდილ 40 მილიონ ევროს ამართლებდა. ასეთი იყო, მაგალითად 2020-21 წლების სეზონი, როდესაც მან 15 გოლი გაიტანა. მაგრამ იყო პერიოდები, როდესაც „ჩაკიმ” ვერ ივარგა და სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლა. რაც შეეხება 2022-23 წლების…
„ნაპოლის” მარჯვენა გარემარბის, მექსიკელი ირვინგ ლოსანოს შესახებ ცნობილი გახდა, რომ ის დიდი ალბათობით „პსვ ეინდჰოვენში” დაბრუნდება. ჰოლანდიელები იტალიის ჩემპიონს 10 მილიონ ევროს სთავაზობენ. ამას დაემატება ბონუსები, რაც თანხას სავარაუდოდ 15 მილიონამდე გაზრდის. კლუბებს შორის მოლაპარაკებები დაწყებულია და ძალიან მალე დასრულდება. ინფორმაცია ნიდერლანდურმა Voetbal International-მაც დაადასტურა. 15 მილიონი გაცილებით ნაკლებია ვიდრე 45 მილიონი, რომელიც „ნაპოლიმ” ლოსანოში…
რა იყო ყველაზე სახალისო ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩში, სადაც „პსვ ეინდჰოვენი” „ინტერს” მასპინძლობდა? თამაში მილანელებისთვის სასიკეთოდ არ დაწყებულა: 27-ე წუთზე 21 წლის პაბლო როსარიომ მასპინძლები დააწინაურა, მაგრამ შესვენებამდე ერთი წუთით ადრე რაჯა ნაინგოლანმა ანგარიში გაქვითა, მე-60 წუთზე კი მაურო იკარდიმ „ნეროაძურის” გამარჯვების გოლიც შეაგდო. ამრიგად, „ინტერმა”, რომელმაც პირველ ტურში „სან სიროზე” „ტოტენჰემ…
ბარსელონაში, ჩემპიონთა ლიგის ახალი სეზონის პირველი მატჩი ქუჩაში ჩხუბით გაიხსნა: „ბარსასა” და პსვ-ს ფანებმა ერთმანეთისთვის მუშტები არ დაინანეს. ფოტოები და ვიდეოკადრები მოსახლეობამ აივნებიდან გადაიღო. ბრძოლაში მხარეები იყენებდნენ ყველაფერს: სკამებს, მაშხალებს და ასე შემდეგ. პრესა წერს, კიდევ კარგი ეს საომარი განწყობილება სტადიონზე აღარ გადავიდაო. თამაში მასპინძლებმა 4:0 მოიგეს. ლეო მესიმ ჰეთ-თრიკი შეასრულა. ეს იყო არგენტინელის კარიერაში…
| Powered by WordPress | Theme by TheBootstrapThemes