4 თებერვალს 18 საათზე დაიწყება გერმანიისა და საქართველოს მორაგბეთა ნაკრებების მატჩი, რომლითაც სტარტი მიეცემა ბორჯღალოსნების ახალ საერთაშორისო სეზონს. ეს იქნება სასტარტო მატჩი ტურნირისა, რომლის გამარჯვებულიც ქართული ეროვნული გუნდი ისტორიაში კონკურენტებზე ბევრად მეტჯერ გამხდარა. ნაკრებს რომ თავი დავანებოთ, მარტო მისი ამჟამინდელი კაპიტანი, მერაბ შარიქაძე „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატის (და ყველა მისი წინამორბედი ტურნირის) 11-გზის ჩემპიონია! რადგან შარიქაძე...
მილიონი გირვანქის ოქროულობას სახლში რა უნდოდა?
„მანჩესტერ სიტის” ვარსკვლავის ჯეკ გრილიშის სახლის მძარცველები სავარაუდოდ უცხოელები იყვნენ — ასეთია ინგლისური პოლიციის ბოლო ვარაუდი. სამართალდამცავებმა ფეხბურთელის 5,6 მილიონ გირვანქად ღირებული საცხოვრებლის გაძარცვის საქმე დაუზარლად იძიეს, მაგრამ დამნაშავეთა კვალზე ვერ გავიდნენ. ეს ზრდის ალბათობას, რომ ბოროტმოქმედები „გასტროლიორები” იყვნენ და შესაძლოა დიდი ბრიტანეთის ფარგლები კარგა ხნის დატოვებულიც აქვთ. ძარცვის დროს თავად გრილიში სტადიონზე იყო, „ქალაქელები”...
ჟელინსკი ლიგის მიღმა — დე ლაურენტისის შურისძიება
შეიძლება თუ არა კომპანიის მართვა გუნებ-განწყობასა და პირად წყენებზე დაყრდნობით? სწორედ ეს კითხვა ჩნდება „ნაპოლის” განაცხადების კითხვისას. მათში არ შეიყვანეს პიოტრ ჟელინსკი (ჩემპიონთა ლიგის განაცხადში) და დიეგო დემე (როგორც ჩემპიონთა ლიგს ასევე სერია A-ს განაცხადში), რომელთაც სეზონის ბოლოს კონტრაქტის ვადა ეწურებათ. ჩემპიონთა ლიგის განაცხადში არ არის ახალი შენაძენი ლეანდერ დენკონკერიც, რომელიც კლუბს (ჩვენზე რომ არაფერი...
ბაზარი დაიხურა, კითხვები დარჩა
ეს ყველაფერი ჰგავდა წყალს, რომელიც წყურვილს არ კლავს. მოვიდნენ ლეანდერ დენკოდერი, ჰამედ ტრაორე, პასკუალე მაცოკი და სირილ ნგონგე. სატრანსფერო ბაზარმა „ნაპოლის” შეჰმატა ოთხი („ასტონ ვილადან”, „ბორნმუთიდან”, „სალერნიტანადან” და „ვერონადან”) და გამოაკლო ამდენივე ფეხბურთელი. კლუბმა შობამდე გაყიდა ელიფ ელმასი და მოგვიანებით იჯარით გაასხვისა ალესანდრო ძანოლი, ალესიო ძერბინი და ჯანლუკა გაეტანო. ნეაპოლელებმა მათ სხვაგან მისცეს თავის გამოჩენის...
რა უნდა ქნას კვარამ კვლავ გამარჯვების მომტანი ფიგურა რომ გახდეს?
ნიკოლა ძანინიმ, რომელსაც კარიერაში ბევრ გუნდში, მათ რიცხვში „ნაპოლიშიც” უთამაშია, ინტერვიუ მისცა 1 Station Radio-ს, რომელშიც „პარტენოპეელთა” შესახებ ილაპარაკა. პირველი კითხვა, რომელიც მას დაუსვეს დიეგო დემეს შესახებ იყო. ვალტერ მაცარიმ გერმანელი ბოლო შეხვედრაში „ლაციოს” წინააღმდეგ ათამაშა, მატჩისშემდგომ პრეს-კონფერენციაზე აქო და ადიდა, შემდეგ კი ჩემპიონატის მეორე ნახევრის ოცდახუთკაციან განაცხადშიც არ შეიყვანა. „მწამს, ამ გადაწყვეტილების მიღებამდე კლუბში...
ჩაკვეტაძე ბელგიიდან წაიყვანეს
ინგლისურმა „უოტფორდმა“ ბელგიურ „გენტთან“ მოლაპარაკებები წარმატებით დაასრულა, საქართველოს ნაკრების შემტევის, გიორგი ჩაკვეტაძის (რომელიც „უოტფორდში“ „გენტიდან“ იჯარით თამაშობდა) ტრანსფერი გამოისყიდა და ქართველ ფეხბურთელთან სრულფასოვანი კონტრაქტი გააფორმა – ჩაკვეტაძე ინგლისურ კლუბში 2027 წლამდე დარჩება. „მოხარული ვართ, რომ „უოტფორდმა“ გიორგი ჩაკვეტაძესთან, რომელიც ჩვენთან იჯარით თამაშობდა, სრულფასოვანი კონტრაქტი გააფორმა“, – გაავრცელა ინფორმაცია კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა. კონტრაქტის გაფორმების შემდეგ კომენტარი...
კალათები ცნობილია, წილს პარიზში ჰყრიან
ერთა ლიგის ტურნირი, რომელმაც 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის მონაწილე გუნდები უნდა გამოავლინოს ჯერ არ დამთავრებულა, მაგრამ უკვე ცნობილია 2024-2025 წლის სეზონის კალენდარი და კალათები. საქართველოს ნაკრებს თამაში B დივიზიონში მოუწევს, წილისყრა კი, 8 თებერვალს პარიზში გაიმართება და ვილი სანიოლის გუნდის მეტოქეებსაც შევიტყობთ. კალათები კი, ასე შედგა: A დივიზიონი I კალათა: ესპანეთი, ხორვატია, იტალია, ნიდერლანდები II...
ჩემპიონი ბიძინაშვილმაც დატოვა
საქართველოს ჩემპიონი „ბათუმი“ კიდევ ერთ ფეხბურთელს შეელია – გუნდი 26 წლის შემტევმა ირაკლი ბიძინაშვილმა დატოვა და კარიერას ყაზახეთის ჩემპიონატში, „ჟენისში“ გააგრძელებს, სადაც მწვრთნელად ლევან კორღალიძე მუშაობს. ბიძინაშვილმა კლუბთნ კონტრაქტი წლის ბოლომდე გააფორმა. ის „საბურთალოს“ აკადემიის აღზრდილია. უთამაშია სომხურ „არცახში“, ლატვიურ „იელგავაში“, გორის „დილასა“ და „ბათუმში“.
მსოფლიომოვლილი ბრაზილიელი ქუთაისში
ქუთაისის „ტორპედომ“ კიდევ ერთი ტრანსფერი გაჩარხა – კლუბს უკრაინული „დნიპრო 1-ის“ შემტევი ფელიპე პირესი შეუერთდა. 28 წლის ბრაზილიელმა სამედიცინო შემოწმება გაიარა და კონტრაქტიც (2+1) გააფორმა. ფელიპე პირესს თამაშობდა ბრაზილიურ „რედ ბულში“, „ჟუვენტუდში“, „პალმეირასსა“ და „ფორტალეზაში“, ასევე „ლაიპციგის“ 19-წლამდელთა გუნდში. „დნიპრო 1-ის“ გარდა, იყო ავსტრიული „ზალცბურგისა“ და „აუსტრიას“, გერმანული „ჰოფენჰაიმისა“ და „აინტრახტის“, ხორვატული „რიეკას“, პორტუგალიური „მორეირენშეს“,...
პაულისტას გაყიდვა იქნებოდა?
საოცარი პატრონები ჰყავს გიორგი მამარდაშვილის კლუბს „ვალენსიას” — თუკი გუნდში ვინმე კარგი ფეხბურთელი ეგულებათ, ყიდიან, გუნდის გაძლიერებაზე კი არ ფიქრობენ. ბოლო დღეებში მათ კიდევ შეამსუბუქეს შემადგენლობა. გაასხვისეს ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი მოთამაშე, 33 წლის ბრაზილიელი ცენტრალური მცველი გაბრიელ პაულისტა. ფეხბურთელი, რომელიც შვიდი სეზონის განმავლობაში ერთგულად ემსახურებოდა „ღამურებს”, „ატლეტიკოში” გადავიდა. მადრიდელები ახალ მოთამაშეს სავარაუდოდ პირდაპირ ძირითად შემადგენლობაში...









