ბაზარი დაიხურა, კითხვები დარჩა

Home აქეთურ-იქითური ბაზარი დაიხურა, კითხვები დარჩა
ბაზარი დაიხურა, კითხვები დარჩა

Mario Rui of SSC Napoli is playing during the 22nd day of the Serie A Championship between S.S. Lazio and S.S.C. Napoli at the Olympic Stadium in...ეს ყველაფერი ჰგავდა წყალს, რომელიც წყურვილს არ კლავს. მოვიდნენ ლეანდერ დენკოდერი, ჰამედ ტრაორე, პასკუალე მაცოკი და სირილ ნგონგე. სატრანსფერო ბაზარმა „ნაპოლის” შეჰმატა ოთხი („ასტონ ვილადან”, „ბორნმუთიდან”, „სალერნიტანადან” და „ვერონადან”) და გამოაკლო ამდენივე ფეხბურთელი. კლუბმა შობამდე გაყიდა ელიფ ელმასი და მოგვიანებით იჯარით გაასხვისა ალესანდრო ძანოლი, ალესიო ძერბინი და ჯანლუკა გაეტანო. ნეაპოლელებმა მათ სხვაგან მისცეს თავის გამოჩენის საშუალება, რათა ვინ იცის მერამდენედ შეამოწმონ, შეუძლიათ თუ არა ამ ფეხბურთელებს გახდნენ მათი განუყოფელი ნაწილი — ძერბინი და გაეტანო 24-25 წლისანი არიან და ჯერ კიდევ ახალგაზრდებად ითვლებიან. აქ უნდა ვახსენოთ სერბი მატია პოპოვიჩიც, რომელიც „ნაპოლიმ” შემდეგი სეზონისთვის „მონცაში” დაჯავშნა.

„ნაპოლი” ზამთრის სატრანსფერო ფანჯარას დაცვაში პრობლემებით შეხვდა და პრობლემები პრობლემადვე რჩება. მიზეზი: ბაზარზე კიმის კალიბრის მცველი ვერ მოიძებნა. ზაფხულში კლუბმა იყიდა ნატანი, ზამთარში კი უნდოდა შეეძინა რადუ დრაგუშინი (ძვირი გამოდგა), შემდეგ არტურ თეატე, ბოლოს კი არჩევანი არგენტინელ ნეუენ პერესზე შეჩერდა, მაგრამ მისი ფასიც აღემატებოდა რეალურს. და კიდევ საეჭვოა, რომ ის უკეთ თამაშობდეს ვიდრე ლეო ოსტიგორმა ითამაშა „ლაციოს” წინააღმდეგ. ამრიგად, დაცვის ცენტრში კიმის მიერ დატოვებული ნაპრალის ამოვსება ზაფხულისთვის გადაიდო. სხვა სიტყვებით გაირკვა, რომ დაცვის რეკონსტრუქციისთვის ფულის ხარჯვა ზაფხულში უფრო მიზანშეწონილია.

ნახევარდაცვაში დიეგო დემე ლეანდერ დენდონკერმა ჩაანაცვლა. ბელგიელი გუნდს ფიზიკურ ძალას შეჰმატებს. ის გერმანელისგან განსხვავებული ფეხბურთელია და იმის გამო, რომ იჯარით გადაიბირეს, შედარებით იაფიც დაჯდა. თითქმის 29 წლის დენდონკერი ტაქტიკური თვალსაზრისით უფრო მოხერხებულია, რადგან სამკაციან დაცვაშიც შეუძლია თამაში. ძალიასმიერი მოთამაშეა ჰამედ ტრაორეც, რომელიც სერია A-ს კარგად იცნობს, მაგრამ „ბორნმუთში” ექვსი თვის განმავლობაში არ ჰქონდა პრაქტიკა და ამდენად მისი შეძენა მაინც ალალბედი იყო. 24 წლის ტრაორე უნივერსალური ფეხბურთელია, გამოსასყიდი თანხა კი დაახლოებით იგივეა, რაც „ნაპოლის” ელმასში გადაუხადა „ლაიფციგმა”. თან, თუ ფეხბურთელი ვერ ივარგებს, ეს თანხა შემცირდება.

თავისი ლოგიკა ჰქონდა გუნდში პასკუალე მაცოკის გამოჩენას. ძანოლის უკეთესი ვერსიის მოძებნა იყო საჭირო. მაცარიმ ის დაცვის ორივე ფრთაზე გამოსცადა და დარწმუნდა, რომ სათამაშო სქემის 4-3-3-დან 3-4-3-ზე გადაკეთების შემთხვევაში ახალწვეული ფასდაუდებელი იქნება. სირილ ნგონგე ძერბინისგან განსხვავდება, მაგრამ იგივე ფასი ღირს. მისი შეძინა კლუბის მხრიდან ნამდვილად ძალიან საინტერესო სვლა გახლდათ, რადგან ამ ფეხბურთელს შეუძლია შეტევის დიდი სეგმენტი ისე მოიცვას, რომ თავდამსხმელთა სამეულში სპეციფიკური როლი არ მიენიჭოს. მაცარიმ, კაცმა, რომელიც ახალ ფეხბურთელებს ყოველთვის ცოტა შიშით უყურებს, ის შეიძლება კარგად გამოიყენოს. ნგონგეს აშკარად აქვს პერსპექტივა და თანამედროვე ფეხბურთში, სადაც ფიქსირებული ფუნქციები აღარ არსებობს, მას თავისი სიტყვის თქმა შეუძლია.

საბოლოოდ, აურელიო დე ლაურენტისის სატრანსფერო ბაზარი შეიძლება შეფასდეს როგორც დამაკმაყოფილებელი, მაგრამ მეტი არაფერი, რადგან ვალტერ მაცარი დროებითი მწვრთნელია და მოთხოვნებს ხმამაღლა ვერ დააყენებს. მეორე მხრივ, არ ჩანს ის სპეციალისტი, რომელმაც შესაძლოა მაცარი შეცვალოს. ამრიგად, გასულ სატრანსფერო ბაზარზე ვიხილეთ დაბალფასიანი მოთამაშეები, რომლებიც მაცარის როტაციის საშუალებას მისცემენ.

მაგრამ მეოთხე ადგილისთვის მებრძოლ „ნაპოლის” მაინც ჰყავს ის შემადგენლობა, რომელიც მართალია გასაჭირშია, მაგრამ მიზნის მიღწევა შეუძლია. დანარჩენიუკვე მწვრთნელზეა დამოკიდებული. ის უნდა მიხვდეს, თუ როგორც გადაარჩინოს სეზონი და ფეხბურთელებმაც უნდა აღიდგინონ ღირსება. კლუბმა კი გააკეთა ის, რის გაკეთებაც უნდოდა: დაახლოებით 20 მილიონის შემოსავალ-გასავალი გაასწორა. გაახანგრძლივა კონტრაქტი მატეო პოლიტანოსთან, პიოტრ ჟელინსკის უსიამოვნო ჩრდილს აყენებს და თანდათან რიყავს თავისგან, ხელებს იფშვნეტს ვიქტორ ოსიმენის საერთაშორისო აუქციონის მოლოდინში, რომელმაც შესაძლოა ისტორიაში უდიდესი შემოსავალი მოუტანოს და ელოდება რა მოხდება ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტის განახლებასთან დაკავშირებით.

კლაუდიო რუსო, calcionapoli24

 

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.