ქოჩორაშვილი დაბრუნდა

Home სარბიელი ქოჩორაშვილი დაბრუნდა
ქოჩორაშვილი დაბრუნდა

ორთვიანი პაუზის შემდეგ საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა, გიორგი ქოჩორაშვილმა „ლევანტეში“ ივარჯიშა.

„ესპანეთის ლა ლიგა 2-ში „ლევანტე“ „ანდორასთან“ მატჩისთვის ემზადება. მთავარი სიახლე გიორგი ქოჩორაშვილის დაბრუნებაა, ვინც მარცხენა ბარძაყის კუნთის ტრავმა მოირჩინა გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა“, – ინფორმაცია კლუბის პრესსამსახურმა გაავრცელა.

ქოჩორაშვილმა ტრავმა დეკემბერში მიიღო. წინასწარი ინფორმაციით, ქართველი ნახევარმცველი მოედანზე იანვარში უნდა დაბრუნებულიყო, მაგრამ რეაბილიტაციის პროცესი გაუჭიანურდა, ახლა კი დიდი შანსია, რომ გიორგი 21 მარტს, ლუქსემბურგთან შეხვედრისთვის მზად იყოს და საქართველოს ნაკრებში ითამაშოს.

„ლევანტე“ ესპანეთის ლა ლიგა 2-ში 28 ტურის შემდეგ 39 ქულით მე-10 ადგილზეა და პლეი ოფის ზონაში მყოფ გუნდებს მხოლოდ სამი ქულით ჩამორჩება.

ავტორის პროფილი

ირაკლი ნინიძე
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...