კვარამ „ნაპოლის” მეორე გოლი გაიტანა, რომლის წყალობითაც იტალიის ჩემპიონმა „ვერონას” 2:1 მოუგო. გავლენიანმა რომაულმა გამოცემამ „კორიერე დელო სპორტმა” დაწერა:
„როდესაც „ნაპოლიმ” თავი ჯოჯოხეთში ამოჰყო, ოცნების ადამიანი საკუთარ სხეულს დაუბრუნდა, ბედს ხელი ჩაავლო და ცისარტყელა დახატა: ვის ჰყავს კიდევ ხვიჩა კვარაცხელია, კაცი, რომლის ტალანტსაც ოქროს ფასი აქვს? და როდესაც ყველას ეგონა, რომ დამთავრდა, „ნაპოლი” ვეღარაფერს გახდებოდა, რჩებოდა მხოლოდ მძიმე ფიქრი დაკარგულ წელსა და ჩაგდებულ პროექტზე, ყურებჩამოყრილ სტადიონზე ფეხბურთის ღმერთმა შთაგონება გაუღვიძა განსაკუთრებულ ფეხბურთელს, შესაძლოა კოსმიურს, რომელიც არანაირ სქემას არ ემორჩილება და არავინ იცის აქვს თუ არა მის ნიჭს საზღვარი.
„ნაპოლი”-„ვერონა” 2:1. ილეთი, რომელმაც ყველაფერი შეცვალა ღვთის სასწაულია. ის მხოლოდ ერთი ფეხბურთელის, უნივერსალური მოთამაშის, ლიდერის, სხვებზე მთელი თავით მაღლა მდგომი კაცის გონებაში არსებობდა. მან აღადგინა დათრგუნული სული და მომავლის რწმენა: ჩემპიონთა ლიგაზე გამსვლელი გუნდის ვინაობა ჯერ გადაწყვეტილი არ არის. მერე რა, რომ „ატალანტა” ბრწყინავს. ყველაფერი შეიძლება მოხდეს”.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური01/06/2026 | 08:41Maxifoot: შეძლებს დემბელე ოქროს ბურთის ზედიზედ მეორედ მოპოვებას?
მთავარი ამბავი01/06/2026 | 07:20კვარა და ხუთი პარიზელი
აქეთურ-იქითური31/05/2026 | 11:37დიადი, რომელსაც სიდიადე არ აინტერესბს
აქეთურ-იქითური31/05/2026 | 10:21ხულიგნობა პარიზის ცენტრში
