ახლოვდება ევრო 2024, ინგლისში, ჩრდილოეთ ირლანდიაში, ირლანდიაში, შოტლანდიასა და უელსში კი ევრო 2028-თვის ემზადებიან და ღელავენ, რომ 2013 წლიდან მიტოვებული ბელფასტის „კეისმენტ პარკი” შეჯიბრებისთვის მზად არ იქნება. მის ჩანაცვლებაზეც კი დაიწყეს ფიქრი.
„კეისმენტ პარკი” 1953 წელს აშენდა და 2021 წელს მისი საფუძვლიანი რეკონსტრუქცია იყო დაგეგმილი. როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ახალი „კეიმენტ პარკი” 2028 წლის ევროპის ჩემპიონატის მასპინძელ სარბიელთა სიაშიც შეიტანეს, მაგრამ „ტაიმსი” წერს, რომ ჩრდილოეთ ირლანდიამ შესაძლოა „ადგილი” დაკარგოს. სტადიონის სარემონტო ხარჯები 73 მილიონდან 110 მილიონ გირვანქამდე გაიზარდა. მეტიც, გადააჭარბა ამ რიცხვს. სამუშაოები ჯერ არ დაწყებულა. დაგეგმილია 34 500 ადგილიანი ნაგებობის აგება, მაგრამ… ახლა ყველაფერი ეჭვქვეშ დადგა.
ევრო 2028-ის თამაშები „კეისმენტ პარკის” გარდა ბრიტანეთის და ირლანდიის ცხრა სტადიონზე უნდა გაიმართოს და ის სამი მატჩი, რომელიც ხსენებულ სტადიონზე უნდა ჩატარებულიყო, გადანაწილდება. სხვათა შორის, შეჯიბრების წილისყრა სწორედ ბელფასტშია დაგეგმილი.
„კეისმენტ პარკის” რეკონსტრუქციას ადგილობრივ ფანებსა და პოლიტიკოსებს შორის მოწინააღმდეგეები ჰყავს. მიზეზი: ევრო 2028-ის შემდეგ მას გალური ფეხბურთის (სპორტის სახეობაა) სათამაშოდ უპირებენ გამოყენებას.
მომხრენი კი ამბობენ მერე რა, რომ აქ ფეხბურთს აღარ ითამაშებენ, სამაგიეროდ ერთით მეტი სტადიონი ხელს ქვეყანაში სპორტის განვითარებას და ერის გაჯანსაღებას შეუწყობსო.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები06/08/2026 | 09:34ინფანტინოს ბოდიში და მუქარა
მთავარი ამბავი06/08/2026 | 08:08ლუის ენრიკე მაინც კმაყოფილი დარჩა
აქეთურ-იქითური05/08/2026 | 07:23ინფანტინოს პრინცმა ალიმაც შეუტია
აქეთურ-იქითური04/08/2026 | 09:28გააგებინეთ მოურინიუს, ვინისიუსი აქ არის თუ იქ?
