ქუთაისის „ტორპედომ“ კიდე ერთი ტრანსფერი განახორციელა – ახალ სეზონში გუნდის ღირსებას ნორვეგიელი ფორვარდი ბიორნ იონსენი დაიცავს. კლუბსა და ფეხბურთელს შორის კონტრაქტი 1+1 სისტემით გაფორმდა.
იონსენს კარიერის დიდი ნაწილი ნიდერლანდების ერედივიზიეში აქვს გატარებული, სადაც ჯამში 69 მატჩში 28 გოლი გაიტანა. თამაშბდა „დენ ჰააგის“, „ალკმაარისა“ და „კამბურის“ შემადგენლობაში.
2020 წელს სამხრეთ კორეის ულსან „ჰიუნდაისთან“ ერთად ქვეყნის ჩემპიონი და თასის მფლობელი გახდა. გუნდთან ერთად ასევე მოიგო აზიის ჩემპიონთა ლიგა (9 მატჩი 5 გოლი).
ბიორნ იონსენი ასევე უთამაშია „ჰართსში“ (2016-2017), სადაც შოტლანდიური პრემიერლიგის სეზონი 6 გოლით დაასრულა, „როსენბორგსსა“ (2019) და „მონრეალში“ (2021-22).
ნორვეგიის ეროვნულ ნაკრებში ჩატარებულ 16 მატჩში 5 გოლი აქვს გატანილი.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური31/08/2026 | 21:01მადლობა ღმერთს, რომ არგენტინელად გამაჩინა!
აქეთურ-იქითური28/08/2026 | 21:53მონტენეგრო დაძლეულია
მთავარი ამბავი20/08/2026 | 22:20იბერიამ იაგელონიასთან ვერაფერი გააწყო
სიახლეები13/08/2026 | 14:10მეოთხე ქართველი ლა ლიგაში
