ლიეტუვის ნაკრების 27 წლის ნახევარმცველი, დანიელ რომანოვსკი თბილისი „დინამოში“ ითამაშებს. კლუბსა და ვილნიუსელ ფეხბურთელს შორის ორწლიანი კონტრაქტი გაფორმდა.
დანიელ რომანოვსკი ვილნიუსის „ჟალგირისის“ აღზრდილია, სადაც 6 წელი ასპარეზობდა. სხვადასხვა დროს „შტუმბრასის“, კაუნასის „ჟალგირისის“, დონეცკის „ოლიმპიკის“ და „ბანგას“ ღირსებას იცავდა.
ბოლო ორი სეზონი რომანოვსკიმ „შიაულიაიში“ გაატარა. ლიეტუვის ყველა ასაკობრივი ნაკრების გარდა, ეროვნულ ნაკრებში 10 მატჩი აქვს ჩატარებული.
დანიელ რომანოვსკი ლიეტუვის ორგზის ჩემპიონი და ორგზის თასის მფლობელია. მას ასევე ქვეყნის სუპერთასი აქვს მოგებული.

ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური02/09/2026 | 22:12სად არის ხვიჩა?
აქეთურ-იქითური28/08/2026 | 22:34ოქროს ეთო
აქეთურ-იქითური27/08/2026 | 22:31მაქსიმუმი
აქეთურ-იქითური20/08/2026 | 16:48დახურული მოგება
