გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ” ლა ლიგაში ზედიზედ მესამე შეხვედრა მოიგო. ამჯერად „ღამურებმა” სტუმრად, „ნუევო მირანდილაზე” „კადისი” დაამარცხეს 4:1. ზედიზედ სამი თამაში „ვალენსიას” 2021 წლის დეკემბრის შემდეგ არ მოუგია.
რუბენ ბარახას გუნდმა ჯერ იყო და სტუმრად აჯობა „რაიო ვალეკანოს” (1:0), შემდეგ შინ მოუგო „ვილიარეალს” (3:1) და გუშინ „კადისიც” დაამარცხა (4:1).
2021 წელს, როდესაც „ჩეებმა” ზედიზედ სამ შეხვედრაში გაიმარჯვეს, მათი მწვრთნელი ხოსე ბორდალასი იყო. მაშინ გუნდმა სძლია „ვიგოს”, „ელჩესა” და „ლევანტეს”.
„სელტასთან” სათასო შეხვედრას თუ არ ჩავთვლით, „ვალენსიას” შემდეგი თამაში შინ „ბილბაოსთან” ელის. სტატისტიკოსები ამბობენ, რომ ზედიზედ მეოთხე მოგების შემთხვევაში გუნდი გაიმეორებს 2018 წლის აპრილის შედეგს, თუმცა მაშინ „ღამურებმა” მიჯრით ხუთჯერ გაიმარჯვეს — „ბეტისთან”, „სევილიასთან”, „ალავესთან”, „ლეგანესთან” და „ესპანიოლთან”.
„კადისთან” გიორგი მამარდაშვილმა საიმედოდ ითამაშა, თუმცა ერთი პენალტი გაუშვა და ბოლო წუთებში, როდესაც ანგარიში ჯერ კიდევ 2:1 იყო, დროის გაყვანისთვის ერთი ყვითელიც მიიღო. ამის გამო საიტებმა, რომლებიც ფეხბურთელებს სტატისტიკის მიხედვით აფასებენ, შესაძლოა შედარებით ნაკლები (მაგალითად flashscore-მა 6,9) ქულა დაუწერეს, მაგრამ ეს ყურადღების გასამახვილებელი ამბავი ცხადია არ არის.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური08/09/2026 | 08:40ფლიკი გააფრთხილეს: არც ერთი სიტყვა მოურინიუზე!
აქეთურ-იქითური08/09/2026 | 07:23მბაპე: თავი კვლავ მსოფლიოს საუკეთესოდ მიმაჩნია, მაგრამ…
სიახლეები07/09/2026 | 08:55ქოჩორას ჭარბი მონდომება
მთავარი ამბავი07/09/2026 | 07:05კვერნაძემ ორი ქულის დაკარგვა არ დაუშვა
