დღე: იანვარი 13, 2024

Home 2024 იანვარი 13 (შაბათი)
პირველი გამარჯვება ხორვატიაში
ჩანაწერი

პირველი გამარჯვება ხორვატიაში

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიოსა და ოლიმპიური თამაშების საგზურის მოპოვების შანსი რომ დაკარგა, მას შემდეგ გამოფხიზლდა და 9-12 ადგილებისთვის ბრძოლაში გერმანიის ნაკრები 15:10 დაამარცხა. არადა, თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში მდევრის როლში იყო. პირველი მეოთხედი ჩვენებმა ერთი ბურთით წააგეს, დიდ შესვენებაზე კი გუნდები თანაბრად გავიდნენ. მესამე მეოთხედში ისევ გერმანელებმა იძალეს და 9:8 დაწინაურდნენ, თუმც ბოლო მონაკვეთი...

კასტრი შავი ლომის კბილა არაა
ჩანაწერი

კასტრი შავი ლომის კბილა არაა

28:6 – ასეთი ანგარიში დაფიქსირდა ფრანგული „კასტრისა“ და „შავი ლომის“ შეხვედრაში, რომელიც ჩელენჯ კაპის ჯგუგური ეტაპის მესამე ტურის შემადგენელი ნაწილი იყო. პირველმა ქართულმა პროფესიულმა სარაგბო ფრენჩაიზმა უმძლავრეს მეტოქესთან თითქმის ტოლ-სწორად ითამაშა, პირველი ტაიმის გარკვეული ნაწილის განმავლობაში დომინირებდა კიდეც, მაგრამ კლასში სხვაობამ თავისი დაღი მაინც დაასვა მატჩის მსვლელობასა და მის შედეგს. პირველ ათწუთეულში ლევან მაისაშვილის გუნდი...

მეორე ფიგურული მედალი
ჩანაწერი

მეორე ფიგურული მედალი

ლიეტუვაში მიმდინარე ფიგურულ მოციგურავეთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს დელეგაციას მეორე მედალი აქვს – ანასტასია გუბანოვა კონტინენტის პირველობაზე ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. გუბანოვა მოკლე პროგრამის შემდეგ მესამე იყო, მაგრამ თავისუფალ პროგრამაში უკეთ ისრიალა და ჯამში 206.52 ქულით მეორე შედეგი აჩვენა. 21 წლის მოციგურავე შარშან ევროპის ჩემპიონი გახდა და საქართველოს ისტორიული ოქრო მოუპოვა, მაგრამ წლეულს მხოლოდ ვერცხლს დასჯერდა....

ქოჩორაშვილს ტრავმა გაუმიზეზდა
ჩანაწერი

ქოჩორაშვილს ტრავმა გაუმიზეზდა

გიორგი ქოჩორაშვილს არ გაუმართლა: მას 2023 წლის დეკემბერში მიღებული მარცხენა ბარძაყის ტრავმა გაუმიზეზდა და რამდენიმე კვირის გამოტოვება მოუწევს. ეს პარასკევს „ლევანტეს” მწვრთნელმა ხავი კალეხამ განაცხადა. „გიორგი კიდევ რაღაც ხნით დაბრკოლდება. მან ტესტები უნდა ჩაიტაროს, რათა ზუსტად დავადგინოთ, თუ როდის შეძლებს გუნდში დაბრუნებას”, — თქვა კალეხამ „ალბასეტესთან” თამაშის წინა პრეს-კონფერენციაზე. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი 9 დეკემბერს „ხიხონთან”...

25 მილიონი ვინმე ტრაორეში
ჩანაწერი

25 მილიონი ვინმე ტრაორეში

„ნაპოლიმ” და „ბორნმუთმა” ჰამედ ჟუნიორ ტრაორეს ტრანსფერთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს — კოტ დ’ივუარელი შემტევი ნახევარმცველი ნეაპოლში იჯარით გადაბარგდება. ხელშეკრულებაში ჩაიწერება ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხაც — 25 მილიონი ევრო. „ნაპოლის” ტრაორე ჯერ კიდევ მისი „სასუოლოში” თამაშის დროიდან მოსწონს. სეზონის ბოლოს ფეხბურთელის გამოსყიდვის პრიორიტეტი სწორედ „აძურის” ექნება. კოტ დ’ივუარელი სამედიცინო შემოწმებას მომდევნო კვირაში გაივლის, რაც იმას ნიშნავს, რომ...