წელი: 2023

Home 2023
სპალეტი სკუადრა აძურას მწვრთნელია და სასამართლოსი არ ეშინია
ჩანაწერი

სპალეტი სკუადრა აძურას მწვრთნელია და სასამართლოსი არ ეშინია

ლუჩანო სპალეტი იტალიის ნაკრების ახალი მწვრთნელია. მას მერე, რაც „ნაპოლის” სკუდეტო მოაგებინა, ტოსკანელი იტალიის ფეხბურთის ფედერაციის წინადადებას დათანხმდა. მხარეებმა სამწლიანი კონტრაქტი გააფორმეს. ხელშეკრულება 1 სექტემბრიდან შევა ძალაში. ახალ მწვრთნელს საზოგადოებას ოფიციალურად კოვერჩანოს საწვრთნელ ცენტრში სექტემბრის პირველ დღეებში წარუდგენენ. რა ხელფასს მიიღებს სპალეტი ეროვნულ გუნდში? მისი ხელფასი „ნაპოლიში” წელიწადში 3,2 მილიონი ევრო იყო, ნაკრებში კი, კომპეტენტური...

მამარდას ვალენსიამ მეორეც მოიგო
ჩანაწერი

მამარდას ვალენსიამ მეორეც მოიგო

გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია”, რომელმაც გასულ სეზონში ლა ლიგაში რის ვაი-ვაგლახით შეინარჩუნა ადგილი, ზაფხულში კიდევ უფრო დასუსტდა. ახალი ფეხბურთელების შეძენის ნაცვლად კლუბის სინგაპურელმა მეპატრონეებმა ისედაც სუსტი შემადგენლობიდან გაუშვეს სამუელ ლინო, ედინსონ კავანი, იუნუს მუსა, ჯასტინ კლუივერტი, ილიაშ მორიბა და ნიკო გონსალესი, მაგრამ… ფეხბურთის ხიბლი სწორედ ის არის, რომ ყველაფერი შეიძლება მოხდეს: დიდწილად გამოუცდელი ახალგაზრდების ამარა დარჩენილმა...

პირველ ტურში კვარაცხელია არ ითამაშებს
ჩანაწერი

პირველ ტურში კვარაცხელია არ ითამაშებს

ხვალ სერია A-ში „ფროზინონე” „ნაპოლის” მასპინძლობს. დღეს რუდი გარსიამ ფეხბურთელები დილის ვარჯიშზე გაიყვანა. გახურების შემდეგ გუნდი ორად გაიყო და პატარა ზომის მოედანზე იბურთავა. ვარჯიში ტაქტიკურ საკითხებს დაეთმო. ჯანლუკა გაეტანო დარბაზში ინდივიდუალურად ვარჯიშობდა, მაგრამ ქართველი გულშემატკივრისთვის უფრო მნიშვნელოვანი ხვიჩა კვარაცხელიას ჯანმრთელობის მდგომარეობაა. ქართველმა გარემარბმა თავიდან გუნდთან ერთად იმუშავა, შემდეგ კი, როგორც „ნაპოლის” ოფიციალურ განცხადებაში წერია, გადაძაბვის...

აშშ – ბორჯღალოსანთა გამომცდელი N2
ჩანაწერი

აშშ – ბორჯღალოსანთა გამომცდელი N2

შაბათს, 19 აგვისტოს, „მიხეილ მესხზე“ კვლავ დიდი რაგბია – 19 საათზე დაიწყება მატჩი საქართველოსა და აშშ-ის ნაკრებებს შორის. ეს თამაში ბორჯღალოსანთათვის იქნება მსოფლიო თასისთვის გენერალური რეპეტიცია N2. ერთი კვირის წინ ლევან მაისაშვილის გუნდმა რუმინეთის ნაკრებს ისტორიაში ერთ-ერთი უმწარესი მარცხი აგემა – 56:6. რუმინეთი ნაკლებად გვადარდებს, აი, ამერიკის ნაკრებმა კი ორი კვირის წინ იმავე რუმინეთს ბუქარესტში...

ქართველების დაპირისპირება მაროკოელის ტრანსფერის ფონზე
ჩანაწერი

ქართველების დაპირისპირება მაროკოელის ტრანსფერის ფონზე

ხვალ იტალიის ჩემპიონატი იწყება. სერია A-ს პირველი ტურში გიორგი კვერნაძის „ფროზინონე” ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლის” მასპინძლობს. „ნაპოლი” სეზონის პირველ შეხვედრაში ტრადიციულად წარმატებას აღწევს. მან ბოლო ექვსი სეზონი მოგებით დაიწყო. საინტერესოა, რომ „აძურისა” და „ჯალაძურის” ახალი თავკაცები რუდი გარსია და ეუსებიო დი ფრანჩესკო კარიერაში ადრეც დაპირისპირებიან ერთმანეთს. სტატისტიკა ფრანგის სასარგებლოდაა: ორი მოგება და სამი ფრე. სხვა სიტყვებით...

მალე მანუ…
ჩანაწერი

მალე მანუ…

მიუნხენის „ბაიერნის“ მწვრთნელმა, თომას ტუხელმა, გუნდის მეკარის, მანუელ ნოიერის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კლუბი ელოდება, რომ მეკარე უფრო ადრე დაუბრუნდება ვარჯიშს საერთი ჯგუფში, ვიდრე ფიქრობდნენ. „ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. ველით, რომ ნოიერი გუნდურ ვარჯიშს მოსალოდნელზე ადრე დაუბრუნდება. ის, რაც „მანუს“ შესრულებით ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ვნახე, შთამბეჭდავი იყო. ვიმედოვნებთ, ვარჯიშს უახლოეს რამდენიმე კვირაში შეძლებს,“ –...

38 ქართველი ევროპის ტოპ-ლიგაში
ჩანაწერი

38 ქართველი ევროპის ტოპ-ლიგაში

პრო დ2-ის კვალდაკვალ, მეორე დღესვე, 18 აგვისტოს ტოპ 14-იც იწყება – ევროპაში უძლიერესი შიდა ჩემპიონატი. საფრანგეთის მთავარი სარაგბო ლიგა 14 კლუბისგან შედგება და 13 მათგანში, როგორც ყოველთვის, მინიმუმ ერთი ქართველი მორაგბე მაინც ირიცხება. ის ერთადერთი, ქართველების „უარმყოფელი“ გახლავთ „ტულუზი“ – საფრანგეთის ჩემპიონი. ამ კლუბში, ვასილ კაკოვინის წასვლის შემდეგ არცერთ ჩვენებურს არ უთამაშია… ამასობაში, ვიდრე ახალი...

მარიო რუის აგენტი დე ლაურენტისს ბოდიშს უხდის
ჩანაწერი

მარიო რუის აგენტი დე ლაურენტისს ბოდიშს უხდის

მარიო რუის აგენტმა მარიო ჯიუფრედიმ „ნაპოლის” მეპატრონეს აურელიო დე ლაურენტისს მოუბოდიშა. გეხსომებათ, რომ ჯიუფრედი დე ლაურენტისს მწარედ დაესხა თავს და განაცხადა, რომ პრეზიდენტი მის კლიენტს პატივს არ სცემს, შემდეგ კი „ნაპოლიმ” პორტუგალიელთან ახალი ხელშეკრულება გააფორმა. აგენტმა TvPlay-ს კამერების წინაშე განაცხადა: „დე ლაურენტისს აზრი ჩემი ინტერვიუს გამო ნამდვილად არ შეუცვლია. მან მარიო რუის კონტრაქტი ჩემ გამო...

სიტის პირველი და გვარდიოლას მეოთხე სუპერთასი
ჩანაწერი

სიტის პირველი და გვარდიოლას მეოთხე სუპერთასი

„მანჩესტერ სიტიმ” ათენში სეზონის პირველი ჯილდო მოიგო. ეს ჯილდო ევროპის სუპერთასია. არადა, შესვენებამდე იუსეფ ენ ნასირიმ სევილიელები დააწინაურა. ეს ის ენ ნასირია, რომელმაც „სიტისთან” შეხვედრამდე ხუთი დღით ადრე, ლა ლიგის პირველ ტურში, „ვალენსიას”, კერძოდ გიორგი მამარდაშვილსაც გაუტანა გოლი, თუმცა „სევილიამ” ის შეხვედრა 1:2 წააგო. შესვენების შემდეგ კოულ პალმერმა ანგარიში გაათანაბრა. ეს კი ის კოულ პალმერია,...

… რომაში
ჩანაწერი

… რომაში

პსჟ-ის პორტუგალიელმა ნახევარმცველმა, რენატუ სანშეშმა, „რომასთან“ საიჯარო კონტრაქტი გააფორმა. გარკვეული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, იტალიურ კლუბს სეზონის ბოლოს მისი სავალდებულო გამოსყიდვის შესაძლებლობა ექნება. „ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ასეთ დიდ კლუბში გადავედი. პროექტმა მომხიბლა, ვფიქრობ, „რომაში“ თამაში ჩემთვის იდეალური არჩევანია. ნებისმიერი ფეხბურთელისთვის მნიშვნელოვანია გულშემატკივრების მხარდაჭერა იგრძნოს.  მათგან ეს პირველ დღესვე მივიღე, მივხვდი, რომ ეს ბიჭები შეყვარებულები არიან...