კროოსი ნაკრებზე ფიქრობს

Home კატეგორიის გარეშე კროოსი ნაკრებზე ფიქრობს
კროოსი ნაკრებზე ფიქრობს

ტონი კროოსი, შესაძლოა, გერმანიის ნაკრებში დაბრუნდეს – ამის შესახებ გერმანულმა პრესამ დაწერა –  33 წლის გერმანელი ევროპის საშინაო ჩემპიონატზე ეროვნულ ნაკრებში დაბრუნების შესაძლებლობას სერიოზულად განიხილავს.

ტონის ბუნდესგუნდში დაბრუნებას არც მთავარი მწვრთნელი, იულიან ნაგელსმანი გამორიცხავს, მან აღნიშნა, რომ კროოსთან სატელოფონო საუბარი ჰქონდა, ოღონდ ამ ეტაპზე ნაკრებზე არ უსაუბრიათ:

„უნდა გვახსოვდეს ყველა ფეხბურთელი, ვისაც გერმანული პასპორტი აქვს, ტონი გამორჩეული ადამიანი და დიდი ფეხურთელია. მასთან ცოტა ხნის წინ სატელეფონო საუბარი მქონდა, დარწმინებული ვარ, მას კიდევ შეუძლია ნაკრების დახმარება. თუ ის ასევე განაგრძობს თამაშს კიდევ ერთელ აუცილებლად დავურეკავ. იქნება თუ არა კროოსი მარტის მატჩებში ნაკრებში? ჯერ ვერაფერს გეტყვით, ეს თავად მასზე და კიდევ რამდენიმე ფაქტორზეა დამოკდებული“, – განაცხადა იულიან ნაგელსმანმა Bild-თან საუბრის დროს.

Kroos about Germany's elimination: “It was a huge disappointment” -  Managing Madrid

ავტორის პროფილი

გიორგი ვაშაკიძე
გიორგი ვაშაკიძე იტალიაში რომ დაბადებულიყო,უთუოდ კოვერჩანოს სიახლოვეს იცხოვრებდა. იტალიური ფეხბურთის და ქართული ფიალის სწორუპოვარი მოტრფიალე. ყოველთვის მოუთმენლად ელის ხელფასს, "მილანის" დაბრუნებას და ქართული ფეხბურთის აყვავებას.