„ბრაგასთან” გამარჯვებას „ნაპოლიმ” „კალიარისთან” მოგება მიაყოლა — 2:1. ნეაპოლელთაგან პირველი გოლი ვიქტორ ოსიმენმა გაიტანა, მეორე კი ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელსაც საგოლე პასი იმავე ოსიმენმა მიაწოდა. ამ ეპიზოდში ნიგერიელმა საოცრად ითამაშა, თუმცა ამჯერად თქვენი ყურადღება OptaPaolo-ს დაკვირვებაზე უნდა შევაჩეროთ. სტატისტიკოსთა ცნობილმა პორტალმა დაწერა, რომ ხვიჩამ სერია A-ს 49 შეხვედრაში 17 გოლი გაიტანა და 13 საგოლე პასი ჩააწოდა ანუ 30 გოლში მიიღო გადამწყვეტი მონაწილეობა.
საიტმა აგრეთვე დასძინა, რომ 2004/05 წლების სეზონის შემდეგ მხოლოდ დომენიკო ბერარდი (31/42) და ალეშანდრე პატუ (30/45) იყვნენ კვარაზე უმცროსები, რომელთაც პირველ 50 შეხვედრაში 30 და მეტ გოლში მიიღეს მონაწილეობა.
იტალიური საიტები იმედოვნებენ, რომ ქართველის თამაში მარიო რუის გამოჯანმრთელებასთან ერთად კიდევ უფრო წარმატებული გახდება.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური20/09/2026 | 09:37რუდ გულიტი: ვის მოუვიდა თავში აზრად სლოტის გაშვება?
კატეგორიის გარეშე20/09/2026 | 08:01რაფინიას გაბრწყინება ქოჩორას გუნდთან შეხვედრაში
აქეთურ-იქითური20/09/2026 | 06:56კვარამ და დემბელემ ერთმანეთი აქეს
აქეთურ-იქითური19/09/2026 | 08:48საფრანგეთში ზიდანის ერა იწყება
