„ნაპოლი” კასტელ ვოლტურნოს ბაზაზე „ბრაგასთან” სათამაშოდ ემზადება. შეხვედრა სამშაბათს „მარადონაზე” გაიმართება. ეს იქნება ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩი. მასპინძლებს ყველა შედეგი აწყობთ ორი და მეტი ბურთით წაგების გარდა.
საწვრთნელ ცენტრში ნეაპოლელთა ვარჯიშში არ მონაწილეობდა ვიქტორ ოსიმენი, რომელიც მაროკოში, კერძოდ მარაკეშში გაფრინდა, სადაც მას 2023 წლის აფრიკის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო უნდა გადასცენ. როგორც იტალიური პრესა წერს, ნიგერიელი ფორვარდი ღამით ნეაპოლში დაბრუნდება.
„ნაპოლის” ქომაგთათვის კარგი სიახლე ის იყო, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ, უკვე გუნდთან ერთად ივარჯიშა, რაც იმას ნიშნავს, რომ მას გრიპმა გაუარა.

ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური09/09/2026 | 10:56კვარა – ერთადერთი მსოფლიოს ჩემპიონატის მიღმა სამყაროდან
აქეთურ-იქითური09/09/2026 | 09:49იამალი, ლუის ენრიკე, ვოზინია და ფრანს ფუტბოლის სხვა ნომინანტები
მთავარი ამბავი09/09/2026 | 08:32ფრანს ფუტბოლის ოცდაათეული სრულად
აქეთურ-იქითური08/09/2026 | 08:40ფლიკი გააფრთხილეს: არც ერთი სიტყვა მოურინიუზე!
