შოთა არველაძე თურქეთის სუპერლიგის „ქარაგიუმრუქს“ ჩაიბარებს.
„თურქეთის სუპერლიგაში „ანტალიასპორთან“ მარცხის შემდეგ „ქარაგიუმრუქმა“ მწვრთნელი ალფარსლან ერდემი პოსტიდან გაათავისუფლა. მის ნაცვლად კი გუნდს შოთა არველაძე ჩაიბარებს, ვისტანაც კლუბმა პრონციპულ შეთანხმებას უკვე მიაღწია“.
შოთა თურქულ კლუბთან კონტრაქტს ოფიციალურად უახლოეს დღეებში გააფორმებს.
თურქეთის სუპერლიგაში 15 ტურის შემდეგ „ქარაგიუმრუქი“ 17 ქულით მე-11 პოზიციაზეა.
ქართველი მწვრთნელი ბოლოს ინგლისის ჩემპიონშიფის „ჰალში“ (2022) მუშაობდა. მანამდე ის თურქეთშივე – „ქაისერს“ (2010–2012), „ქასიმფაშასა“ (2012–2015), „ტრაბზონსფორს“ (2015) თავკაცობდა.
2016–2017 წლებში შოთა თელ-ავივის „მაკაბიში“ მუშაობდა, ხოლო 2017–2020 წლებში ტაშკენტის „ფახთაქორს“ უზბეკეთში ყველაფერი მოაგებინა.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
სიახლეები06/11/2026 | 14:26კლოპმა გერმანია დაწურა
აქეთურ-იქითური04/11/2026 | 16:08სანდრო მოედანზე, გოგა სკამზე
აქეთურ-იქითური02/11/2026 | 12:47ევროპის შანსი
აქეთურ-იქითური29/10/2026 | 21:52ბასილაშვილი ალკარასს ვერ მოერია
