უკრაინამ ევრო 2024-ის გადამწყვეტ შესარჩევ შეხვედრაში იტალიას ლევერკუზენში უმასპინძლა. მატჩი დასრულდა 0:0. შედეგად იტალიამ C ჯგუფში ინგლისის შემდეგ მეორე ადილი დაიკავა და ევრო 2024-ის ფინალურ ეტაპზე გავიდა. უკრაინას რომ მოეგო, ევროზე ის გავიდოდა. სერგეი რებროვის გუნდს გამარჯვების იმედი 90+3 წუთზე მიეცა, როდესაც მიხაილო მუდრიკი ბრაიან კრისტანტემ საჯარიმოში თითქოს წააქცია, მაგრამ ესპანელმა მსაჯმა ხესუს ხილ მანსანომ წესების დარღვევა ვერ დაინახა და არც VAR-მა მოსთხოვა ეპიზოდის მონიტორზე შემოწმება.
მსაჯის სამშობლოში, მადრიდულმა „მარკამ” იტალიის ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრას საკამათო უწოდა.
მატჩის შემდეგ „სკუადრა აძურას” თავკაცმა ლუჩანო სპალეტიმ თქვა: „ეს იყო ბინძური, ძალისმიერი თამაში, რომელშიც ჩემმა გუნდმა გააკეთა ის, რაც უნდა გაეკეთებინა — წონასწორობა საფინალო სასტვენამდე შეინარჩუნა. ათმა ფეხბურთელმა, რომელთაც ევროპის ჩემპიონის ტიტული უკვე აქვთ მოპოვებული, დაამტკიცა, რომ ამ წარმატებისთვის ტყუილად არ მიუღწევია, ახლებმა კი უნდა იგრძნონ რომ იტალიელი ხალხისთვის ტიტულის კიდევ ერთხელ მოპოვება შეუძლიათ. პირველ ტაიმში რამდენჯერმე ვიმსახურებდით გოლის გატანას.
ვიცოდით, რომ თუ 60 წუთში გოლს ვერ გავიტანდით, მერე საქმე გართულდებოდა, მაგრამ ეს ნორმალურია. ისინი მოგვაწვნენ, ჩაკიდებებზე გადავიდნენ. გაგვიჭირდა, მაგრამ კარგად ვთამაშობდით. აუცილებლად უნდა გაგვეძლო და გავძელით კიდეც. კრისტანტესა და მუდრიკის ეპიზოდი კი მკაფიო არ არის. გულწრფელად გეტყვით, მოედნიდან მართლა ვერაფერი დავინახე. ჩანაწერებში კი ზოგი რაკურსით გამოჩნდა, რომ თითქოს კონტაქტი იყო, ზოგი რაკურსით კი არ ყოფილა.
ჩვენ იტალია ვართ, მოქმედი ჩემპიონი და ევროპის ჩემპიონატზე რაღაც ფანტასტიკურის გასამეორებლად მივდივართ”.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური08/09/2026 | 08:40ფლიკი გააფრთხილეს: არც ერთი სიტყვა მოურინიუზე!
აქეთურ-იქითური08/09/2026 | 07:23მბაპე: თავი კვლავ მსოფლიოს საუკეთესოდ მიმაჩნია, მაგრამ…
სიახლეები07/09/2026 | 08:55ქოჩორას ჭარბი მონდომება
მთავარი ამბავი07/09/2026 | 07:05კვერნაძემ ორი ქულის დაკარგვა არ დაუშვა
