ტურინში ATP-ის წლის შემაჯამებელი ტურნირი იწყება. რვა ტოპ ჩოგბურთელი ითამაშებს (ითვლება მხოლოდ წლევანდელ სეზონში მოპოვებული ქულები) და გამარჯვებული 1500 სარეიტინგო ქულასთან ერთად 2,200,400 ამერიკულ დოლარს მიიღებს.
წლის შემაჯამებელ ტურნირზე წილისყრა უკვე შედგა და ჩოგბურთელები 2 ჯგუფში გადანაწილდნენ.
მწვანე ჯგუფში ნოვაკ ჯოკოვიჩი, იანიკ სინერი, სტეფანოს ციციპასი და ჰოლგერ რუნე მოხვდნენ.
წითელ ჯგუში კარლოს ალკარასი, დანილ მედვედევი, ანდრეი რუბლევი და საშა ზვერევი იასპარეზებენ.
ჯგუფური ეტაპი ერთ წრედ ჩატარდება და პლეი ოფში 2-2 საუკეთსო გააგრძელებს თამაშს. ნახევარფინალში მწვანე ჯგუფის გამარჯვებული წითელი ჯგუფის მეორე ადგილოსანს დაუპირისპირდება, ხოლო წითელი ჯგუფის გამარჯვებული მწვანე ჯგუფის მეორეს.
პირველ სათამაშო დღეს იანიკ სინერი სტეფანოს ციციპასს დაუპირისპირდება, ხოლო ჯოკოვიჩი რუნეს.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური02/09/2026 | 22:12სად არის ხვიჩა?
აქეთურ-იქითური28/08/2026 | 22:34ოქროს ეთო
აქეთურ-იქითური27/08/2026 | 22:31მაქსიმუმი
აქეთურ-იქითური20/08/2026 | 16:48დახურული მოგება
