ჭდე: ციციპასი

Home ციციპასი
დიდები წელს ტურინში შეაჯამებენ
ჩანაწერი

დიდები წელს ტურინში შეაჯამებენ

ტურინში ATP-ის წლის შემაჯამებელი ტურნირი იწყება. რვა ტოპ ჩოგბურთელი ითამაშებს (ითვლება მხოლოდ წლევანდელ სეზონში მოპოვებული ქულები) და გამარჯვებული 1500 სარეიტინგო ქულასთან ერთად 2,200,400 ამერიკულ დოლარს მიიღებს. წლის შემაჯამებელ ტურნირზე წილისყრა უკვე შედგა და ჩოგბურთელები 2 ჯგუფში გადანაწილდნენ.   მწვანე ჯგუფში ნოვაკ ჯოკოვიჩი, იანიკ სინერი, სტეფანოს ციციპასი და ჰოლგერ რუნე მოხვდნენ.   წითელ ჯგუში კარლოს ალკარასი,...

უიმბლდონზე მთავარი ამბები იწყება
ჩანაწერი

უიმბლდონზე მთავარი ამბები იწყება

დღეს და ხვალ „უიმბლდონის“ მეოთხედფინალური მატჩებია. მამაკაცთა შორის თითქმის ყველა უძლიერესი ჩოგბურთელი ტიტულისთვის იბრძვის. მეტ-ნაკლები სენსაცია საუკეთესო რვას შორის რუსი რომან საფიულინისა (92) და ამერიკელი კრისტოფ უებანკისის (43) გასვლაა. საფიულინს მაინცდამაინც რთული გზა არ შეხვედრია და ოცეულში მყოფ ჩოგბურთელს აქამდე არც შეხვედრია. მეოთხედფინალში კი რეიტინგის მერვე ნომერ იტალიელ იანიკ სინერს ეთამაშება. დღესვე მტავარ კორტზე ერთმანეთის...

გაასამებს ბასილაშვილი?
ჩანაწერი

გაასამებს ბასილაშვილი?

ავსტრალიის ღია პირველობის შემდეგ შედარებით დაბალი კატეგორიის ტურნირების დრო დადგა, რომელშიც, რა თქმა უნდა, ტოპ ჩოგბურთელები არ მონაწილეობდნენ, თუმცა აქა-იქ საკმაოდ მაღალი დონის მოთამაშეებმა მაინც გაიელვეს. ნიკოლოზ ბასილაშვილი კი წლის პირველი დიდი სლემის ტურნირის შემდეგ, სადაც თავი დიდი ვერაფრით გამოიჩინა – პროგრამა მინიმუმიც ვერ შეასრულა, მეორე წრეში ფერნანდო ვერდასკოსთან წააგო და მელბურნში შარშან გამომუშავებული ქულებიც...

ძველების ფსონი ახლებზე
ჩანაწერი

ძველების ფსონი ახლებზე

დროა, ახალგაზრდა თაობა დიდ სამეულთან მოგებებს არა მხოლოდ სამ სეტიან, 5 პარტიისგან შემდგარ მატჩებშიც დაეჩვიოს. აგერ, თითქმის ორი ათეული წელიწადია ვინც არის სამეფო სპორტში ამინდის შემქმნელი და მონსტრების დიდებული სამეული, შეხსენება, უადგილოდ გვეჩვენება. ცხადია, ფედერერი, ნადალი და ჯოკოვიჩიც ჩვეულებრივი მოკვდავნი არიან და მეიჯორებზეც არაერთხელ დამარცხებულან, ხშირად ერთმანეთის წინააღმდეგ ბრძოლაში ან მსოფლიოს სხვა მოწინავე ჩოგბურთელებთან პაექრობისას,...

ბერძენი
ჩანაწერი

ბერძენი

ჩავიდა, ნახა, გაიმარჯვა – ეს სიტყვები ერთი-ერთში ესადაგება ლონდონში განვითარებულ საჩოგბურთო ბატალიებს, სადაც ვაჟთა შორის დასრულებული წლის შემაჯამებელი ტურნირი სტეფანოს ციციპასის ტრიუმფით დასრულდა. ინგლისის დედაქლაქში, ამ უპრესტიჟულეს და მნიშვნელოვან შეჯიბრზე, უნიჭიერესთან ერთად  ქარიზმატულმა ბერძენმა ჩოგბურთელმა კორტზე ცეცხლი დაანთო. ენა არავის მოუბრუნდება თქვას, საჩემპიონო თასი დაუმსახურებლად აღმართაო. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ჯერ შემაჯამებელ ტურნირზე კვალიფიკაციასაც ხომ...

მაგრები და ახლები
ჩანაწერი

მაგრები და ახლები

სულ მალე საჩოგბურთო სამყარო ლონდონში გაერთიანდება. სეზონის დამაგვირგვინებელი, ერთი-ერთი ყველაზე პრეტიჟული და სერიოზული ტურნირი კარს მოგვადგა. 10 ნოემბრიდან ინგლისის დედაქალაქში ვაჟთა შორის შემაჯამებელი შეჯიბრი იღებს სტარტს, სადაც სეზონის მანძილზე ნაჩვენები შედეგების და დაგროვილი ქულების მიხედვით გამოვლენილი 8 საუკეთესო მეჩოგნე მაქსიმუმს გაიღებს იმისთვის, რომ სეზონი წარმატებით დაასრულოს. შარშან ყველას ალექსანდრე ზვერევმა აჯობა. რა თქმა უნდა, რუსი...

სიზარმაცის სასჯელი – 45 ათასი
ჩანაწერი

სიზარმაცის სასჯელი – 45 ათასი

ბერნარდ ტომიჩი უიმბლდონს სტარტზევე გამოეთიშა. მოულოდნელი ამბავი მოხდაო, ნამდვილად ვერ ვიტყვით. აშკარაა, რომ ავსტრალიელი ჩოგბურთელი ბოლო პერიოდში საქმეს ზერელედ უდგება, კორტზე თითქოს ნაძალადევად დგას. ტომიჩმა ჟო ვილფრიდ ცონგასთან 58 წუთში წააგო და ამის გამო ორგანიზატორთა გულისწყრომაც გამოიწვია. როგორც ვთქვით, ბერნარდ ტომიჩის მარცხს სენსაციად ვერ მოვნათლავთ, რასაც ვერ ვიტყვით სტეფანოს ციციპასის და ალექსანდრე ზვერევის პირველივე წრიდან გავრდნაზე....