საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ოქტომბრის მატჩებისთვის მოსამზადებლად თბილისში შეიკრიბა.
ვილი სანიოლის გუნდი 12 ოქტომბერს, ამხანაგურ მატჩში ტაილანდს დაუპირისპირდება, 15-ში კი, ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრას კვიპროსის წინააღმდეგ გამართავს.
შეკრების პირველ დღეს, ჩვენმა გუნდმა არასრული შემადგენლობით ივარჯიშა. საწვრთნელ პროცესში 15 ფეხბურთელი მონაწილეობდა: გიორგი ლორია, გიორგი მამარდაშვილი, ლუკა გუგეშაშვილი, სოლომონ კვერკველია, ალექსანდრე კალანდაძე, ირაკლი აზაროვი, ნიკა კვეკვესკირი, ვლადიმერ მამუჩაშვილი, გიორგი ქოჩორაშვილი, ანზორ მექვაბიშვილი, ლევან შენგელია, გიორგი ჩაკვეტაძე, ზურიკო დავითაშვილი, დავით ვოლკოვი, ბუდუ ზივზივაზე.
მოახლოებული მატჩებისთვის მზადების შესახებ საქართველოს ნაკრებისა და “ლევანტეს” ნახევარმცველმა, გიორგი ქოჩორაშვილმა ისაუბრა.

გიორგი ქოჩორაშვილი (საქართველოს ნაკრების წევრი): „ძალიან გახარებული ვარ, რადგან ისევ მიწევს საქართველოს ნაკრების მაისურის ჩაცმა, რაც ძალიან საპასუხისმგებლოა ჩემთვის. ვფიქრობ, გუნდშიც ასევე ფიქრობენ. ვცდილობთ, რომ დავივიწყოთ განვლილი მატჩები, ამავდროულად შეცდომები გავაანალიზოთ და გამოვასწოროთ.
ფეხბურთელისთვის ყოველთვის განსაკუთრებული მოტივაციაა, როდესაც შენი ქომაგები გამხნევებენ. უნდა მოვახერხოთ როგორც ტაილანდთან, ისე კვიპროსთან ჩვენი თამაშის ჩვენება და შევასრულოთ მწვრთნელის დავალებები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მათ უკეთ იციან ჩვენი შესაძლებლობები. ვეცდებით გავახაროთ ჩვენი გულშემატკივრები“.
საქართველოს ნაკრები სრული შემადგენლობით 10 ოქტომბერს შეიკრიბება.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
სიახლეები21/06/2026 | 22:10მედლები ბოლოს…
მთავარი ამბავი16/06/2026 | 18:56ფლორა და დემჩენკო იბერიას
მთავარი ამბავი07/06/2026 | 23:05ზვერევის პირველი სლემი
მთავარი ამბავი05/06/2026 | 22:20საქართველომ ვარჯიში მოიგო
