ჩრდილო მაკედონიისა და იტალიის ნაკრებთა შეხვედრამ რიგ მიზეზთა გამო იტალიაში უკმაყოფილება გამოიწვია. ერთ-ერთი თვალსაჩინო მიზეზი გახლდათ უხარისხო მინდორი, რომელზეც იტალიელთა აზრით თანამედროვე ფეხბურთის თამაში შეუძლებელი იყო, მეორე კი… ჰიმნის შესრულება.
უეფას გადაწყვეტილებით შეხვედრის წინ იტალიის ჰიმნი იმღერა ბარბარა პოპოვიჩმა, რომელმაც აკაპელა შეასრულა. პოპოვიჩი ის მომღერალია, რომელიც ჩრდილოეთ მაკედონიას 2013 წლის საყმაწვილო ევროვიზიაზე წარმოადგენდა. ვერ გეტყვით ინსტრუმენტების გარეშე მღერა მისი საყვარელი ხერხია თუ არა, მაგრამ სკოპიეს სტადიონზე ამან სასურველი შედეგი ვერ გამოიღო, რადგან ჩრდილო მაკედონიელმა მაყურებელმა სტვენითა და გუგუნით მომღელის ხმა და შესაბამისად მეტოქის ჰიმნი ჩაახშო.
იტალიელმა გულშემატკივარმა სოციალურ ქსელებში მყისვე გამოხატა აღშფოთება:
„მაკედონიაში მუსიკაში წავაგეთ”;
„ეს ეროვნული ჰიმნი იყო თუ კარაოკე?”;
„ეროვნული ჰიმნის ასე შესრულება ფაქტობრივად დიპლომატიური სკანდალია”, — წერდნენ ისინი.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური23/09/2026 | 09:04ლუიშ კამპუში ბუდაპეშტშივე მესამე ტრიუმფზე ფიქრობდა
აქეთურ-იქითური23/09/2026 | 07:31ყველაფერი კარგად იქნება! – გვარწმუნებს ფრანგული საიტი
აქეთურ-იქითური22/09/2026 | 09:56ფერან ტორესი: ოქროს ბურთს თუ ესპანელი მოიგებს უფრო გამიხარდება
აქეთურ-იქითური22/09/2026 | 07:45მოურინიუ: წარმოგიდგენიათ, ერთი კვირით ადრე ყველამ იცოდა, ვის უნდა ემსაჯა
