წლეულს, საფეხბურთო კლუბება ტრანსფერებში ჯამში 7.63 მილიარდი ევრო დახარჯეს. ცხადია, ამ საქმეში უდიდესი წილი პრემიერლიგის კლუბებზე მოდის, რომლებმაც სასურველი ფეხბურთელებისთვის 2.43 მილიარდი დახარჯეს, რაც შარშანდელზე 1 მილიარდით მეტია. მადა გაეხსნათ და აბა რა გასაკვირია, რომ ტრანსფერებში ბლომად ფული გადაიხადეს არაბულმა კლუბებმაც – 846 მილიონი.
მიდი-მოდის ფანჯარა კი 1 სექტემბრამდეა და იქამდე, უკვე დადასტურებულ ტრანსფერებს, სავარაუდოდ, რამდენიმეც შეემატება და, რა თქმა უნდა, ეს მონაცემებიც შეცვლება.
სატრანსფერო თანხების წინა რეკორდი 2019 წლის ზაფხულზე მოდის, მაშინ კლუბებმა 7.568 მილიარდი გადაიხადეს.

ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური31/08/2026 | 21:01მადლობა ღმერთს, რომ არგენტინელად გამაჩინა!
აქეთურ-იქითური28/08/2026 | 21:53მონტენეგრო დაძლეულია
მთავარი ამბავი20/08/2026 | 22:20იბერიამ იაგელონიასთან ვერაფერი გააწყო
სიახლეები13/08/2026 | 14:10მეოთხე ქართველი ლა ლიგაში
