„ნაპოლის” მარჯვენა გარემარბის, მექსიკელი ირვინგ ლოსანოს შესახებ ცნობილი გახდა, რომ ის დიდი ალბათობით „პსვ ეინდჰოვენში” დაბრუნდება. ჰოლანდიელები იტალიის ჩემპიონს 10 მილიონ ევროს სთავაზობენ. ამას დაემატება ბონუსები, რაც თანხას სავარაუდოდ 15 მილიონამდე გაზრდის. კლუბებს შორის მოლაპარაკებები დაწყებულია და ძალიან მალე დასრულდება. ინფორმაცია ნიდერლანდურმა Voetbal International-მაც დაადასტურა.
15 მილიონი გაცილებით ნაკლებია ვიდრე 45 მილიონი, რომელიც „ნაპოლიმ” ლოსანოში 2019 წელს გადაიხადა, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ ფეხბურთელს კონტრაქტის ვადა ეწურება და თან „აძურის” ახალ მწვრთნელს რუდი გარსიას ჩაკის თამაში გულზე არ ეხატება, 15 მილიონი ევრო მისაღები საფასური გამოდის.
ირვინგ ლოსანოს „ეინდჰოვენთან” კარგი მოგონებები აკავშირებს. მის შემადგენლობაში მექსიკელი ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა და 79 შეხვედრაში 40 გოლი გაიტანა. ამას 23 საგოლე პასიც დაამატეთ და შთამბეჭდავი შედეგი გამოდის. საყოველთაო აზრის თანახმად ტრანსფერით ფეხბურთელიც გაიხარებს და ჰოლანდიური კლუბიც.
„ნაპოლიში” გატარებულ ბოლო სეზონში ლოსანომ 38 შეხვედრიდან ოცდათორმეტში მიიღო მონაწილეობა. მათგან ის სასტარტო შემადგენლობაში ოცჯერ იყო. ახალი სეზონის პირველ შეხვედრაში „ფროზინონეს” წინააღმდეგ კი ჩაკი სათადარიგოთა სკამზე დასვეს, რაც იტალიური მედიის აზრით იმას ნიშნავს, რომ გარსიას ის არ სჭირდება.
როგორ იმოქმედებს ლოსანოს ტრანსფერი „ნაპოლისა” და „ეინდჰოვენზე”? დასუსტდება „ნაპოლი”? გაძლიერდება პსვ? ამ საინტერესო კითხვებს პასუხს ვერავინ სცემს. ერთადერთი გამოსავალია, დავიცადოთ და ვნახოთ რა მოხდება.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური22/09/2026 | 07:45მოურინიუ: წარმოგიდგენიათ, ერთი კვირით ადრე ყველამ იცოდა, ვის უნდა ემსაჯა
სიახლეები21/09/2026 | 09:00ჟორჟმა თავისი გაიტანა!
მთავარი ამბავი21/09/2026 | 07:45ფრანგული საიტები კვარას თამაშით უკმაყოფილონი დარჩნენ
აქეთურ-იქითური20/09/2026 | 09:37რუდ გულიტი: ვის მოუვიდა თავში აზრად სლოტის გაშვება?
