როგორც ირკვევა, სერია A-ს პირველი ტურის შეხვედრას, რომელშიც „ნაპოლიმ” „ფროზინონეს” 3:1 მოუგო, მაყურებელთა ხულიგნური გამოცდომებიც ახლდა. შეხვედრა ფროზინონეში გაიმართა, სადაც ადგილობრივი გულშემატკივრები ნეაპოლელებს აგრესიულად დახვდნენ. მატჩის დასრულების შემდეგ იტალიის ჩემპიონის ბევრმა გულშემატკივარმა იჩივლა, რომ მას თავს დაესხნენ. Italy24 სულაც ფროზინონეს სიახლოვეს მდებარე პატარა ქალაქის კასინოს მკვიდრი ოჯახის პოსტს აქვეყნებს, რომელსაც იმანაც ვერ უშველა, რომ ერთ-ერთ ვაჟს „ფროზინონეს” შარფი ეკეთა. არც მისი 70 წლის დედის ასაკს სცეს პატივი და არც შვილების არასრულწლოვანება გაითვალისწინეს. ოჯახმა გვარიანი შიში ჭამა.
სხვადასხვა ინციდენტებიდან ადგილობრივმა პოლიციამ გამოიძია ერთი. ნეაპოლელი ქომაგი წერდა, რომ ფროზინონელებმა ის სცემეს. დადგინდა ორი პირის ვინაობა და სპორტულმა კომისიონერმა გამოიტანა ვერდიქტი: ხუთწლიანი Daspo და ხუთი წლის განმავლობაში, საფეხბურთო მატჩების დროს დანიშნულ ადგილას გამოცხადება.
Daspo იტალიური მოვლენაა. ის სპორტულ ღონისძიებებზე დასწრების აკრძალვას ნიშნავს.
შეგახსენებთ, რომ „ფროზინონესა” და „ნაპოლის” შეხვედრაში ქართველი გულშემატკივარი გიორგი კვერნაძისა და ხვიჩა კვარაცხელიას დაპირისპირებას ელოდა, მაგრამ „დერბი” კვარაცხელიას ტრავმის გამო ვერ შედგა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური20/09/2026 | 09:37რუდ გულიტი: ვის მოუვიდა თავში აზრად სლოტის გაშვება?
კატეგორიის გარეშე20/09/2026 | 08:01რაფინიას გაბრწყინება ქოჩორას გუნდთან შეხვედრაში
აქეთურ-იქითური20/09/2026 | 06:56კვარამ და დემბელემ ერთმანეთი აქეს
აქეთურ-იქითური19/09/2026 | 08:48საფრანგეთში ზიდანის ერა იწყება
