ვიქტორ ოსიმენმა ახალი სეზონის პირველ შეხვედრაში „ფროზინონეს” კარში ორი გოლი გაიტანა. ასეთი ეფექტური სტარტი ევროპის ხუთ ტოპ-ლიგაში შეიძლება ითქვას, რომ თავდამსხმელთაგან არავის ჰქონია. ნიგერიელმა, რომელიც ზაფხულის განმავლობაში სხვადასხვა მიზეზის გამო მას-მედიის მუდმივი ყურადღების ცენტრში იყო, კვლავ აალაპარაკა ხალხი.
ოსიმენმა „ნაპოლის” პირველ გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა და ინდივიდუალური შედეგითაც ბრწყინავს. სანამ „ძურისთან” ახალ კონტრაქტს ელოდება, სერია A-ს საუკეთესო თავდამსხმელმა 2023 წელს, მე-19 გოლი შეაგდო და ევროპაში, ხუთი უძლიერესი ლიგის „წლის ბომბარდირის” შეჯიბრებაში პირველ ადგილზე მოექცა. „მანჩესტერ სიტის” ნორვეგიელ თავდამსხმელს ერლინგ ჰოლანდს ჯერჯერობით 17 გოლი აქვს გატანილი.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური08/09/2026 | 08:40ფლიკი გააფრთხილეს: არც ერთი სიტყვა მოურინიუზე!
აქეთურ-იქითური08/09/2026 | 07:23მბაპე: თავი კვლავ მსოფლიოს საუკეთესოდ მიმაჩნია, მაგრამ…
სიახლეები07/09/2026 | 08:55ქოჩორას ჭარბი მონდომება
მთავარი ამბავი07/09/2026 | 07:05კვერნაძემ ორი ქულის დაკარგვა არ დაუშვა
