დღე: აგვისტო 12, 2023

Home 2023 აგვისტო 12 (შაბათი)
რეკორდების საღამო ვაკეში
ჩანაწერი

რეკორდების საღამო ვაკეში

ვაკეში, „მიხეილ მესხის“ სახელობის სტადიონზე საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ფეერიული სანახაობა მოაწყო. აფსუს, რომ აგვისტოა, აუტანელი სიცხეა და სტადიონის ტრიბუნებზე იმდენი ხალხი არ შეკრებილა, რასაც ეს თამაში იმსახურებდა. მაგრამ ვინც მივიდა, მათ ალალად გაიხარეს – სეირი მართლაც უიშვიათესი გამოვიდა! 56:6 – ასეთი ანგარიშით მოუგო საქართველოს ნაკრებმა თავის ოდინდელ და უკვე თამამად შეიძლება ითქვას – ყოფილ...

შოუ იორდანიასთან
ჩანაწერი

შოუ იორდანიასთან

„თბილისის თასის“ სასტარტო მატჩში საქართველოს ნაკრებმა იორდანიას 86:69 მოუგო. მოგებაც არის და მოგებაც – ილიას ზუროსის გუნდმა შოუს ელემენტებიც შემოგვთავაზა და მაყურებელს სასიამოვნო კალათბურთი აჩუქა. მატჩის მიმდინარეობის მოყოლას აზრი არ აქვს – ჩვენები თავიდანვე დაეფლნენ უპირატესობას და ბოლო მეოთხედის წინ 20 ქულით იგებდნენ. ზუროსმა დასკვნით ნაწილში ექსპერიმენტებს მიმართა, ბოლოს სულაც ის ხუთეული ათამაშა, რომელთაგან ორი...

Harry end!
ჩანაწერი

Harry end!

მინხენის „ბაიერნმა“ ჰარი კეინი ოფიციალურად წარადგინა – ინგლისის ნაკრების კაპიტნის ტრანსფერის ხანგრძლივი პროცესი 11 აგვისტოს ფეხბურთლთან ოთხწლიანი კონტრაქტის (2027 წლის 30 ივნისამდე) გაფორმებით დასრულდა. ჰარი კეინი ბაიერნში 9-ნომრიანი მაისურით ითამაშებს, მისი დებიუტი, სავარაუდოდ, 12 აგვისტოსვე, გერმანიის სუპერთასზე „ლაიპციგთნ“ მატჩში შედგება. ჰერბერტ ჰაინერი („ბაიერნის“ პრეზიდენტი): კეთილი იყოს შენი მობრძანება მიუნხენში ჰარი! მოხარული ვართ, რომ ეს ხანგრძლივი...

კვერნაძე და ფროზინონე მეთექვსმეტედფინალში გავიდნენ
ჩანაწერი

კვერნაძე და ფროზინონე მეთექვსმეტედფინალში გავიდნენ

გიორგი კვერნაძის „ფროზინონემ” იტალიის თასის 1/32 ფინალში „პიზას” 1:0 მოუგო და შეჯიბრებას აგრძელებს. შეხვედრის ერთადერთი გოლი მე-7 წუთზე სიმონე კანესტრელიმ თავის კარში გაიტანა. პირველ ტაიმში მეტოქეს „ფროზინონე” სჯობდა, შესვენების შემდეგ კი „პიზამ” ანგარიშის გასათანაბრებლად ძალები მოიკრიბა — მომენტები ჰქონდა, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია. გიორგი კვერნაძე მოედანზე 66-ე წუთზე შევიდა. ქართველი მარცხენაფლანგელი თამაშში კარგად ჩაერთო, რამდენჯერმე...

მამარდამ მოგებით დაიწყო
ჩანაწერი

მამარდამ მოგებით დაიწყო

გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ” ახალი სეზონი შესანიშნავად დაიწყო — სევილიაში 2:1 მოიგო. ბოლო პერიოდში „ღამურებს” სევილიელებთან არ უმართლებდათ. ჩემპიონატში მათ მეათე ცდიდან მიაღწიეს სასურველ შედეგს — წინა ცხრა დაპირისპირებიდან 6 „სევილიამ” მოიგო, სამი კი ფრედ დასრულდა. ანგარიში ვალენსიელმა მუკტარ დიაკაბიმ მე-60 წუთზე გახსნა, მაგრამ მაროკოელმა იუსეფ ელ ნესირიმ 9 წუთში გაათანაბრა. სტუმრათა გამარჯვების გოლი 20 წლის...

ნაპოლის ბოლო ამხანაგური თამაში
ჩანაწერი

ნაპოლის ბოლო ამხანაგური თამაში

„ნაპოლიმ” ზაფხულის ბოლო ამხანაგური შეხვედრაც მოიგო — კვიპროსის „აპოლონთან”, 2:0. გოლები მეორე ტაიმში ვიქტორ ოსიმენმა და ჯოვანი სიმეონემ გაიტანეს. მატჩის შემდეგ მეორე გოლის ავტორმა, სოციალურად აქტიურმა სიმეონემ ინსტაგრამზე დაწერა: „პრე-სეზონი დასრულდა, ჩვენ მზად ვართ!!! მადლობა ყველას, ვინც ამ დღეებში დაგვეხმარა! Forza Napoli Sempre”. მოედანს დაუბრუნდა „ჟირონასთან” დაშავებული ხვიჩა კვარაცხელია, რომელსაც არც გოლი გაუტანია და არც...