თვე: აგვისტო 2023

Home 2023 აგვისტო
კვარა მადრიდში მიდის…
ჩანაწერი

კვარა მადრიდში მიდის…

მონაკოში, 2023-24 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის გათამაშები წისლიყრა გაიმართა, რომლის შედეგადაც 32 გუნდი 8 ქვეჯგუფში გადანაწილდა. ჩემპიონთა ლიგის წლევანდელ გათამაშებაში ოთხი ქართველი ფეხბურთელი მონაწილეობს. ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“), გიორგი გოჩოლეიშვილი, ირაკლი აზაროვი (ორივე “შახტარი“), დავით ხოჭოლავა („კოპენჰაგენი“). იტალიის ჩემპიონი C ჯგუფში მოხვდა, სადაც მისი მეტოქეები მადრიდის „რეალი“, პორტუაგლის „ბრაგა“ და ბერლინის „უნიონი“ იქნებიან. გოჩოლეიშცილისა და აზაროვის...

ახალი ახალგაზრდული…
ჩანაწერი

ახალი ახალგაზრდული…

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ახალ საკვალიფიკაციო ეტაპს იწყებს. რამაზ სვანაძის გუნდი 6 სექტემბერს, 20:00 საათზე, ქუთაისში, გიბრალტარის ახალგაზრდულ ნაკრებს უმასპინძლებს, 12 სექტემბერს კი კიშინიოვში, მოლდოვას დაუპირისპირდება. 21-წლამდე ნაკრები ამ შეხვედრებისთვის მზადებას 2 სექტემბერს დაიწყებს, 8-ში კი გუნდი მოლდოვაში გაემგზავრება. აღნიშნული მატჩებისთვის გუნდის მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ 23 ფეხბურთელი გამოიძახა. მეკარეები: ლევან თანდილაშვილი („ლოკომოტივი“ თბილისი), ლუკა...

წლეულს ყველაზე მეტი…
ჩანაწერი

წლეულს ყველაზე მეტი…

წლეულს, საფეხბურთო კლუბება ტრანსფერებში ჯამში 7.63 მილიარდი ევრო დახარჯეს. ცხადია, ამ საქმეში უდიდესი წილი პრემიერლიგის კლუბებზე მოდის, რომლებმაც სასურველი ფეხბურთელებისთვის 2.43 მილიარდი დახარჯეს, რაც შარშანდელზე 1 მილიარდით მეტია. მადა გაეხსნათ და აბა რა გასაკვირია, რომ ტრანსფერებში ბლომად ფული გადაიხადეს არაბულმა კლუბებმაც – 846 მილიონი. მიდი-მოდის ფანჯარა კი 1 სექტემბრამდეა და იქამდე, უკვე დადასტურებულ ტრანსფერებს, სავარაუდოდ,...

გასამდა…
ჩანაწერი

გასამდა…

სერია A-ში ქართველების რიცხვი სამამდე გაიზარდა – საფეხბურთო კლუბმა „ტორინომ“ საქართველოს ნაკრების მცველის საბა საზონოვის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. საანკ-პეტერბურგში დაბადებული საბა საზონოვი 2021 წელს მოსკოვის „დინამოში“ თამაშობდა, სადაც 44 თამაში ჩაატარა. ქართველმა ფეხბურთელმა „ტორინოსთან“ კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე გააფორმა. ტრანსფერის სავარაუდო თანხა 3 მილიონი ევროა.  

ვილის ძველები და ორი დებიუტანტი
ჩანაწერი

ვილის ძველები და ორი დებიუტანტი

საქართველოს ნაკრები 8 და 12 სექტემბერს, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩებს ჩაატარებს, 8-ში თბილისში ესპანეთს უმასპინძლებს, 12-ში კი ნორვეგიას ესტუმრება. ვილი სანიოლმა ამ მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა. ჩვენების ფრანგი მწვრთნელი ძირითადად, ძველ, გამოცდილ კადრებს დაეყრდნო, განაცხადში ორი დებიუტანტია – ესპანური „ლევანტეს“ ნახევარმცველი, 24 წლის გიორგი ქოჩორაშვილი და „დინამოს“ 22 წლის მცველი სანდრო კალანდაძე. საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ასეთია:...

ოსიმენს ანტი-იუვეს უმატებენ, კვარას საქმე კი გასარკვევია
ჩანაწერი

ოსიმენს ანტი-იუვეს უმატებენ, კვარას საქმე კი გასარკვევია

„ნაპოლის” გუნდის დაკომპლექტების პერიოდი უდგას. ბოლო დღეებში საყოველთაო ყურადღების ცენტრში მოექცა დანიელი იესპერ ლინდსტრომი, რომელიც „აძურიმ” „აინტრახტისგან” იყიდა. იმავდროულად კლუბი „ეინდჰოვენში” ყიდის ირვინგ ლოსანოს და ამ აჟიოტაჟში თითქოს ყველას გადაავიწყდა, რომ ვიქტორ ოსიმენის კონტრაქტს წერტილის დასმა სჭირდება. „ილ მატინო” წერს, რომ აურელიო დე ლაურენტისმა ნიგერიელ თავდამსხმელს გამზადებულ ხელშეკრულებაში ახალი პუნქტის შეტანა მოსთხოვა. მთავარი ანუ ხელფასის...

დღეს ჩემპიონთა ლიგის წილისყრაა
ჩანაწერი

დღეს ჩემპიონთა ლიგის წილისყრაა

გასულ სეზონში ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი” ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გავიდა, იქ კი „მილანს” ვეღარ აჯობა და შეჯიბრებას გამოეთიშა. „პარტენოპეელებმა” „სან სიროზე” 0:1 წააგეს, შინ კი 1:1 ითამაშეს. წლეულს იტალიის ჩემპიონი შეეცდება გზა ბოლომდე გაირაოს. დღეს  საქართველოს დროით 20 საათზე, მონაკოში, „გრიმანდი ფორუმში” გაიმართება კენჭისყრა, სადაც ხვიჩა კვარაცხელიას გუნდი პირველ კალათაში იქნება განთესილი. შესაბამისად, ისინი ჯგუფურ ეტაპზე...

აბუაშვილი პორტუდან პეტროლულში…
ჩანაწერი

აბუაშვილი პორტუდან პეტროლულში…

გიორგი აბუაშვილმა პორტუგალიის ჩემპიონატიდან რუმინეთის სუპერლიგაში გადაინაცვლა, ქართველი ლეგიონერი „პორტუდან“ პლოეშტის „პეტროლულში“ გადავიდა – ინფორმაციას რუმინული კლუბის პრესსამსახური ოფიციალურად ადასტურებს. „ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელის გიორგი აბუაშვილის ტრანსფერზე „პეტროლულმა“ „პორტუსთან“ საბოლოო შეთანხმებას მიაღწია. 20 წლის ასაკში აბუაშვილმა სადებიუტო სეზონი „დინამო თბილისში“ ჩაატარა, სადაც საქართველოს ჩემპიონი გახდა. მოგვიანებით კი „პორტუში“ ჩაირიცხა. ის საქართველოს ასაკობრივ ნაკრებში რეგულარულად თამაშობს! გისურვებთ...

რატომ ღირს კეინი 100 მილიონზე მეტი?
ჩანაწერი

რატომ ღირს კეინი 100 მილიონზე მეტი?

მიუნხენის „ბაიერნის“ თავმჯდომარემ და უეფას აღმასრულებელი კომიტეტის წევრმა, კარლ-ჰაინც რუმენიგემ, ინგლისელი თავდამსხმელის, ჰარი კეინის შეძენის მნიშვნელობაზე ისაუბრა. „ჰარი კეინის ტრანსფერი ჩვენთვის აუცილებელი იყო მრავალი მიზეზის გამო.  მოლაპარაკების დროს ისიც ვთქვი, რომ სრულიად ღია ვარ: ათი მილიონით მეტი თუ ნაკლები აღარ უნდა ჩაერიოს ამ ტრანსფერში! იმიტომ, რომ ჰარი, გარდა მისი სპორტული თვისებებისა, გვიბრუნებს კიდევ ერთ ძალიან...

საქართველო თექვსმეტშია
ჩანაწერი

საქართველო თექვსმეტშია

სადებიუტო მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები 16 საუკეთესო გუნდში მოხვდა. ილიას ზუროსის გუნდმა ვენესუელას 70:59 მოუგო და სხვაზე დამოკიდებული აღარ გახდა. ჩვენებმა მატჩის სადავეები პირველივე წუთებიდან მოიპოვეს. პირველი მეოთხედი 24:19 მოვიგეთ, მაგრამ მეორეში მეტოქეს მხოლოდ 4 ქულა ჩავაგდებინეთ, ჩვენ კი 18 მივითვალეთ და დიდ შესვენებაზე კომფორტული უპირატესობით გავედით. ანტრაქტის შემდეგ ორივე მეოთხედი სამხრეთ ამერიკელებმა მოიგეს,...