თვე: აგვისტო 2023

Home 2023 აგვისტო
ჯერჯერობით უგუნდონი
ჩანაწერი

ჯერჯერობით უგუნდონი

პირველი აგვისტოსთვის ჯერ კიდევ ბევრი ცნობილი ფეხბურთელია უგუნდოდ. superdeporte წერს, რომ ესპანურ ფეხბურთში შექმნილი დელიკატური ფინანსური მდგომარეობის გამო ლა ლიგის ბევრი გუნდი შეეცდება თავისუფალი აგენტების აყვანით გავიდეს ფონს. ქვემოთ გთავაზობთ იმ ფეხბურთელების სიას, რომლებიც წამყვან ევროპულ ლიგებში წარმატებით თამაშის შემდეგ, ცდილობენ კვლავ მაღალ დონეზე შეინარჩუნონ ადგილი. დაიჩი კამადა — 26 წლის; იაპონელმა შემტევმა ნახევარმცველმა გასულ სეზონში...

დიდი ბუფონი მოედანს დაემშვიდობა
ჩანაწერი

დიდი ბუფონი მოედანს დაემშვიდობა

დადგა დღე, რომელსაც აღარავინ ელოდა — ჯანლუიჯი ბუფონმა ფეხბურთის თამაშს თავი დაანება. 45 წლის დიდმა მეკარემ კარიერა „პარმაში” დაიწყო და „პარმაში” დაასრულა, შუალედში კი თამაშობდა „იუვენტუსში” (პირველ ჯერზე 17 წელიწადი), „პარი სენ ჟერმენში” და ისევ „იუვენტუსში”. ბუფონმა იტალიის ნაკრებში ჩაატარა 176 შეხვედრა. ის გახლავთ იტალიის ათგზის ჩემპიონი, საფრანგეთის ჩემპიონი, ევროპის ჩემპიონი 21-წლამდელთა შორის, მსოფლიოს ჩემპიონი...

მოურინიუმ შეფებს ჯგუფური ფოტოდან შეუტია
ჩანაწერი

მოურინიუმ შეფებს ჯგუფური ფოტოდან შეუტია

 „რომა” პორტუგალიის წარმტაცი რეგიონის ალგარვეს საწვრთნელ ბაზას ჯგუფური სურათით გამოემშვიდობა. ფეხბურთელებმა, მწვრთნელებმა და ტექნიკურმა პერსონალმა ფოტო გუნდის თავკაცის ჟოზე მოურინიუს ინიციატივით გადაიღეს. საყოველთაო აზრით, ამ ფოტოთი „განსაკუთრებულს” კლუბის ხელმძღვანელობისთვის უნდოდა შეეხსენებინა, რომ თავდამსხმელი სჭირდება და მათგან მის ყიდვას დიდი ხანია ელის. ფოტოს იდეა იმაშია, რომ მოურინიუს მარჯვნივ დატოვებულია ადგილი გუნდის წარმოსახვითი წევრისთვის, რომელსაც მცველი ჯანლუკა...

ჟირონასთან თამაშის წინ
ჩანაწერი

ჟირონასთან თამაშის წინ

კასტელ დი სანგროში „ჟირონასთან” ამხანაგური შეხვედრის წინა დღეს „ნაპოლის” პოლონელ ნახევარმცველ პიოტრ ჟელინსკის მარჯვენა მუხლზე ბლომად ყინულის დადება მოუხდა. ის ვარჯიშის დროს შუა მოედანზე გაჩერდა, შემდეგ თანაგუნდელები დატოვა, სკამზე ჩამოჯდა და ბოლოს გასახდელისკენ გაეშურა. „ილ მატინო” წერს, რომ საგანგაშო არაფერია, მაგრამ ჟელინსკის მდგომარეობას დღეს კლუბის ექიმები მაინც შეისწავლიან. მეორე მხრივ ფაქტია, რომ რუდი გარსიას ფეხბურთელები...

წამში წაგებული…
ჩანაწერი

წამში წაგებული…

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება და ამხანაგური მატჩი ლიეტუვასთან გამართა. ილიას ზუროსის გაწვრთნილი გუნდი 102:104 დამარცხდა. არადა, მატჩის მიმდინარეობისას ვერავინ წარმოიდგენდა, რომ მატჩს ასეთი დასრული ექნებოდა. ეგ კი არა, ბალტიისპირელებს ზედ საფინალი სირენის წინ რომ არ ჩაეგდოთ, თამაში ოვერტაიმში გაგრძელდებოდა. მატჩის დასაწყისში 6:2 დავწინაურდით, მაგრამ ბალტიისპირელებმა 13 უპასუხო ქულა ჩაგვიგდეს და მას...

ხმა თვით კარუზომ ამოიღო
ჩანაწერი

ხმა თვით კარუზომ ამოიღო

კასტელ დი სანგროს სტადიონი ტეოფილო პატიანის სახელობისაა. ქალაქის მერი ანჯელო კარუზო ამ დღეებში მისი ტევადობის 2500 ადგილით გაზრდას აპირებს. საქმე ის არის, რომ აბრუცოს პროვინციის ამ დასახლებულ პუნქტში „ნაპოლი” სეზონისწინა შეკრებას გადის და გულშემატკივრები ამხანაგურ თამაშებზე ვერ ეტევიან. Radio Crc-ს ცნობით „ჰათაისფორთან” შეხვედრის წინ უკვე იყო დაძაბული სიტუაცია, როდესაც ტრიბუნები გაივსო, ქომაგების ნაწილი კი გარეთ...

გიჟური წინადადება საუდის არაბეთიდან
ჩანაწერი

გიჟური წინადადება საუდის არაბეთიდან

ინფორმაცია, რომელმაც საყოველთაო ყურადღება მიიპყრო ფრანგულმა „ეკიპმა” გაავრცელა, შემდეგ კი იგივე თავის წყაროებზე დაყრდნობით ბრიტანულმა „სქაი სპორტმაც” თქვა: საუდის არაბეთის კლუბი „ალ ჰილალი” მზად არის ვიქტორ ოსიმენს სეზონში 60 მილიონი ევრო შესთავაზოს, რაც ინგლისელების ენაზე, დაახლოებით კვირაში ერთი მილიონი გირვანქაა. იმავდროულად, ხსენებული გამოცემები დასძენენ, რომ „ნაპოლის” პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ნიგერიელს 150 მილიონზე ნაკლებად არსად...