გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ” „ასტონ ვილასთან” შინ 1:2 წააგო. ეს გახლდათ ტრადიციული „ტროფეო ნარანხა”, ამხანაგური მატჩი, ჯილდო, რომელსაც „ღამურები” 1959 წლიდან მოყოლებული სეზონის წინ „მესტალიაზე” ათამაშებენ.
AS ამ შეხვედრის მიმოხილვას იწყებს წინადადებით: სად არიან ახალი ფეხბურთელები? „მესტალია” ისევ გაოცებულია. „ვალენსია” სინათლის წლებით ჩამორჩება საკუთარ თავს, იმ გუნდს, რომელსაც ისტორიის მანძილზე ვიცნობდით. ძირითადი შემადგენლობის თუ სათადარიგოთა სკამის ცქერამ შესაძლოა კანკალი დაგაწყებინოთ. მოედანზე „პატერნას” ბავშვები ტყავიდან ძვრებოდნენ მეტოქისთვის წინააღმდეგობა რომ გაეწიათ, მაგრამ დაღვინებული „ასტონ ვილას” წინააღმდეგ რას გახდებოდნენ.
რუბენ ბარახამ შეძლებისდაგვარად საუკეთესო თერთმეტეული გაიყვანა მოედანზე. მწვრთნელმა გუნდი მისი საყვარელი 4-4-2 სქემით განალაგა. დაცვა (ტიერი, დიაკაბი, პაულისტა და გაია) ყველაზე სოლიდურად გამოიყურებოდა, სხვა ხაზებისა კი რა მოგახსენოთ. საბოლოოდ, AS-ს აზრით ექსპერიმენტი ჩავარდა. არც ანდრე ალმეიდას მეორე თავდამსხმელად დასაქმებამ გაამართლა. პორტუგალიელი მეტოქის საჯარიმოსთან დაბნეული ჩანდა და ზურგიც მოაშიშვლა. რამდენიმე დღეში „სევილიასთან” ოფიციალური თამაშია. მის წინ გენერალურმა რეპეტიციამ არ ივარგა. AS წერს, რომ შეცდომა, რომელიც „ვალენსიას” ფეხბურთელებმა პირველი გოლის დროს დაუშვეს, მაღალი დონის ფეხბურთში დაუსჯელი არ რჩება.
მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე „ჩეების” მწვრთნელმა ბარახამ კითხვაზე, რამდენი ახალი ფეხბურთელი სჭირდება იმისათვის, რომ მისმა გუნდმა კარგად ითამაშოს, უპასუხა:
„რაოდენობას ვერ გეტყვით. ჩვენ გვჭირდება ხალხი ფლანგებზე, თავდასხმაში. შეტევის გასაძლიერებლად ალბათ ხუთი ან ექვსი კაცი უნდა დაგვემატოს. მეორე მხრივ მესმის, რომ სეზონის დაწყებამდე რამდენიმე დღე დარჩა და რაც ამწუთას გვაქვს, უნდა ვიკმაროთ”.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი21/09/2026 | 07:45ფრანგული საიტები კვარას თამაშით უკმაყოფილონი დარჩნენ
აქეთურ-იქითური20/09/2026 | 09:37რუდ გულიტი: ვის მოუვიდა თავში აზრად სლოტის გაშვება?
კატეგორიის გარეშე20/09/2026 | 08:01რაფინიას გაბრწყინება ქოჩორას გუნდთან შეხვედრაში
აქეთურ-იქითური20/09/2026 | 06:56კვარამ და დემბელემ ერთმანეთი აქეს
