თვე: ივლისი 2023

Home 2023 ივლისი
შენგელია ათენში
ჩანაწერი

შენგელია ათენში

საქართველოს ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია კარიერას ათენის „პანათინაიკოსში“. გააგრძელებს.   31 წლის ქართველი კალათბურთელის გადაბირება სერბულ „ცრვენა ზვეზდას“ სურდა, თუმცა ჩანს, სერბებს ბერძნებმა აჯობეს და .   შენგელიას აწ უკვე ყოფილი კლუბი – „ვირტუსი“ ქართველის გასხვისების დიდ სურვილს ნამდვილად არ ამჟღავნებდა, მაგრამ „პანათინაიკოსის“ შეთავაზება და სატრანსფერო 3 მილიონი ევრო იტალიელებისთვის მეტად მაცდური გამოდგა.   შეგახსენებთ,...

ქოჩორაშვილი ბრუნდება როგორც MVP
ჩანაწერი

ქოჩორაშვილი ბრუნდება როგორც MVP

გიორგი ქოჩორაშვილი „ლევანტეში” დაბრუნდა. როგორც cope.es წერს, ის ოპტიმიზმით არის აღსავსე და ძირითად შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრებას აპირებს. წერილის სათაურიც ესპანური პორტალისგან გვაქვს ნასესხები. ქართველ ნახევარმცველს „კასტელონში” დიდებული სეზონი ჰქონდა. გუნდმა ბოლომდე იბრძოლა მეორე დივიზიონში აღზევებისთვის. პორტალი წერს, რომ „ქოჩომ” „კასტელონის” შემადგენლობაში, RFEF-ის პირველ დივზიონში (რაც ესპანური საკლუბო ფეხბურთის მესამე ლიგაა), 40 შეხვედრა ჩაატარა — 36...

პოლიტანო: ოსიმენს გაუჭირდება
ჩანაწერი

პოლიტანო: ოსიმენს გაუჭირდება

„ნაპოლის” მარჯვენა გარემარბმა მატეო პოლიტანომ დიმაროში, საწვრთნელ ბაზაზე, „სქაი სპორტის” კორესპონდენტს რამდენიმე კითხვაზე უპასუხა. „მინდა ახალ სეზონში შარშანდელზე მეტი ვითამაშო, მეტ შეხვედრაში მივიღო მონაწილეობა და მეტი გოლი გავიტანო, — თქვა 29 წლის რომაელმა და დასძინა, — ჩემი სურვილების შესახებ აგენტს ველაპარაკე და კლუბს ის გადასცემს. შემდეგ გამოჩნდება მე და კლუბის ხელმძღვანელები ერთნაირად ვფიქრობთ თუ არა”....

პარამეტრებით ზედგამოჭრილი
ჩანაწერი

პარამეტრებით ზედგამოჭრილი

სატრანსფერო ბაზარი გაიხსნა. „ნაპოლიმ” ჯერჯერობით ერთადერთი ფეხბურთელი დაიმატა — მეკარე პიერლუიჯი გოლინი, რომელიც აქამდეც მათთან იყო, ოღონდ იჯარის წესით. კლუბში ბევრ ვარიანტს განიხილავენ, რამაც უახლოეს პერიოდში შედეგი უნდა გამოიღოს. ამბობენ, რომ შესწავლილ მოთამაშეთა შორის არის ერთი, რომელიც პარამეტრების მიხედვით რუდი გარსიას გუნდს კარგად უნდა მოერგოს. ეს გახლავთ არგენტინელი ნახევარმცველი ჯოვანი ლო სელსო. მის შესახებ რადიო...

ბექემი: როცა მესის დავინახავ, ავტირდები…
ჩანაწერი

ბექემი: როცა მესის დავინახავ, ავტირდები…

მაიამის „ინტერის“ თანამფლობელი, დევიდ ბექემი ელის, რომ თავდამსხმელი ლიონელ მესი ახალ გუნდში პირველად 21 ივლისს ლიგის თასის მატჩში ითამაშებს მექსიკურ „კრუს ასულთან“. მან ასევე გაამხილა, რა ემოციებს განიცდის, როცა მოედანზე არგენტინელი თავდამსხმელს  დაინახავს. „არ ვიცით, ლეო თამაშს თავიდანვე დაიწყებს თუ შცვლაზე გამოვა. რადგან ვფიქრობ, მზად უნდა იყოს სათამაშოდ. ის ხომ შვებულებიდან ახალი გამოსულია. ლეო უკვე...

კვარაცხელიას კონტრაქტის მეტად გახანგრძლივებას სთავაზობენ
ჩანაწერი

კვარაცხელიას კონტრაქტის მეტად გახანგრძლივებას სთავაზობენ

აურელიო დე ლაურენტისს კვიჩა კვარაცხელიას დაბევება სურს. ის ქართველ გარემარბს 2028 წლამდე სთავაზობს კონტრაქტის გახანგრძლივებას, 2029 წლამდე მისი შემდგომი გაგრძელების პერსპექტივით. „გაძეტა დელო სპორტი” წერს: „ამ ფეხბურთელში „ნაპოლიმ” საკომისიოების ჩათვლით 11 მილიონ ევროზე ოდნავ მეტი გადაიხადა, დღეს კი მისი ღირებულება 100 მილიონს უახლოვდება. გარემარბის ზრდა ჭეშმარიტად გასაოცარია, თუმცა აქამდე ის უფრო მოედანზე იგრძნობოდა, ვიდრე ეკონომიკური...

ჯიუნტოლი: ალეგრის ბადალი არ ჰყავს
ჩანაწერი

ჯიუნტოლი: ალეგრის ბადალი არ ჰყავს

„დიდ შედეგებს რომ მიაღწიო, ნიჭი და დისციპლინა გჭირდება. ამ ორი თვისებით კი ის ყველას სჯობია”, — ეს სიტყვები „იუვენტუსის” ახლმა (და „ნაპოლის” ყოფილმა) სპორტულმა დირექტორმა კრისტიანო ჯიუნტოლიმ „ბებერი ქალბატონის” მწვრთნელის მასიმილიანო ალეგრის შესახებ თქვა, შემდეგ კი დასძინა: „გასული სეზონი განსაკუთრებით რთული იყო. ასეთ დროს კი „იუვეს” ამოცანებს თავს მხოლოდ ალეგრის კალიბრის ფიგურა თუ გაართმევდა. მას...

ბაიერნს უკეთესი მეკარე უნდა
ჩანაწერი

ბაიერნს უკეთესი მეკარე უნდა

37 წლის მანუელ ნოიერს უკანდახევის გაგონებაც არ უნდა. თანაგუნდელებთან საუბრების დროს ის ოპტიმისტურად არის განწყობილი. ასევე იყო ორშაბათსაც, ტიგერნსიში, როდესაც გუნდს შეუერთდა. ნოიერი ვარჯიშობს. ზაბენერ შტრასეზე, „ბაიერნის” ბაზაზე, ის ული ჰიონესის და ჟურნალისტების დასანახად დაფრინავდა, მაგრამ მარჯვენა ფეხზე მთელი ძალით დაყრდნობა ჯერ არ შეუძლია. თანდათან სულ უფრო ნათელი ხდება: კაპიტანს დრო სჭირდება. „ბაიერნი” კი მეკარის...

ოსიმენი და ბიჭები ჩავიდნენ
ჩანაწერი

ოსიმენი და ბიჭები ჩავიდნენ

დიმაროში „ნაპოლი” სეზონისთვის მზადებას განაგრძობს. გუშინ, იტალიურმა საიტებმა განსაკუთრებით აღნიშნეს, რომ „აძურის” ვიქტორ ოსიმენი შეუერთდა. ნიგერიელს ლეგიონერთა მცირე ჯგუფის მსგავსად, ძირითად ბირთვთან შედარებით რამდენიმე დღით მეტი დასვენების უფლება მისცეს. იმავე დღეს, თავდამსხმელის აგენტი რობერტო კალენდა კლუბის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს შეხვდა. სანამ ისინი სერია A-ს საუკეთესო ბომბარდირისა და თავდამსხმელის მომავალზე მსჯელობდნენ, ნიგერიელს ასობით გულშემატკივარმა გულითადი...

ბაიერნის ახალი დირექტორი…
ჩანაწერი

ბაიერნის ახალი დირექტორი…

გასული სეზონის ჩაგდების შემდეგ მიუნხენის „ბაიერნის“ ხელმძღვანელობაში დიდი საკადრო წმენდა განხორციელდა. კლუბის ხელმძღვანელობამ თანამდებობიდან გაათავისუფლა გენერალური დირექტორი ოლივერ კანი და სპორტული დირექტორი ჰასან სალიჰამიჯიჩი. გენერალური დირექტორის ვაკანსია მიუნხენელებმა მალევე შეავსეს – ამ თამანდებობაზე იან-კრისტიან დრიზენი დაინიშნა, სალიჰამიჯიჩის პოსტი კი აქამდე ვაკანტური იყო, ამიერიდან კი ეს ვაკანსიაც შეივსო – „ბაიერნის“ სპორტულ დირექტორად კრისტოფ ფროინდი დაინიშნა. 46...