„ლივერპულის“ ნახევარმცველი, ჯორდან ჰენდერსონი, ძალიან ახლოსაა საუდის არაბეთის „ალ იტიფაკში“ გადასვლასთან.
წყაროს ცნობით, 26 ივლისის დილის მდგომარეობით, კლუბებს შორის გარიგება პრაქტიკულად დასრულებულია. ჰენდერსონი მალე გადავა „ალ იტიფაკში“, რომელსაც მისი ყოფილი ლივერპულელი თანაგუნდელი, სტივენ ჯერარდი უხელმძღვანელებს.
შეგახსენებთ, ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ საუდელები მერსისაიდელებთან შეთანხმდნენ 33 წლის ნახევარმცველის 14 მილიონ ევროდ შეძენაზე. ჰენდერსონმა „ალ-იტიფაკთან“ სამწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.
2022/2023 წლების სეზონში ჰენდერსონმა ინგლისის პრემიერლიგაში 35 მატჩი ჩაატარა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა. ინგლისელი ნახევარმცველი „ლივერპულში“ 2011 წლიდან თამაშობს. მერსისაიდერებთან ერთად ჰენდერსონმა პრემიერლიგა, ჩემპიონთა ლიგა, ქვეყნის ორივე თასი და ფიფას მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი მოიგო.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური31/08/2026 | 21:01მადლობა ღმერთს, რომ არგენტინელად გამაჩინა!
აქეთურ-იქითური28/08/2026 | 21:53მონტენეგრო დაძლეულია
მთავარი ამბავი20/08/2026 | 22:20იბერიამ იაგელონიასთან ვერაფერი გააწყო
სიახლეები13/08/2026 | 14:10მეოთხე ქართველი ლა ლიგაში
